07/05/2026
🏆 ინტერ აკადემია საქართველოს U15 გუნდი, მწვრთნელები და აკადემიის წარმომადგენლები, ინტერის ყოველწლიური საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, პროფესიული გამოცდილების მიღებისა და განვითარების მიზნით იტალიაში, ქალაქ მილანში იმყოფებოდნენ, სადაც სხვადასხვა სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.
⚽ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა დაათვალიერეს ინტერის სამწვრთნელო ბაზა, დაესწრნენ იტალიის ჩემპიონატის — სერია ა-ს მატჩს, რომელიც ინტერის გამარჯვებით დასრულდა, ხოლო შემდეგ საჩემპიონო ღონისძიებაშიც მიიღეს მონაწილეობა. აკადემიის წევრები ახლოდან გაეცნენ პროფესიული ფეხბურთის გარემოს, ასევე მოინახულეს სან სირო და სტადიონზე არსებული მუზეუმი.
🤝 ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ამხანაგური შეხვედრები, სადაც ჩვენი გუნდი წარმატებით გამოვიდა და გამარჯვებები მოიპოვა. ინტერ აკადემიის წევრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ კლუბის ისტორიას და ენახათ კლუბის მიერ მოპოვებული არაერთი ტიტული და თასი.