08/05/2025
ქ. თბილისის ღია ჩემპიონატი
9, 11 და 13 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის
18.05-25.05. 2025 წ. ქ. თბილისი, საჭადრაკო აკადემია, ოლიმპიური ჩემპიონი,
(მისამართი ქ. თბილისი, ვეკუას 16 ა .).
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. ორგანიზატორი:
თბილისის ჭადრაკის ფედერაცია.
2. ღონისძიების მართვა:
განსაკუთრებულ / გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, რომელიც არ არის განსაზღვრული
ამ დებულებით, ტურნირის დირექტორს აქვს უფლება განახორციელოს ნებისმიერი სახის
შესწორება დებულებაში.
3. ჩატარების ვადები და ადგილი:
18.05-25.05. 2025 წ. ქ. თბილისი, საჭადრაკო აკადემია, ოლიმპიური ჩემპიონი,
(მისამართი ქ. თბილისი, ვეკუას 16 ა .).
4. მონაწილენი: ჩატარდება 6 ტურნირი.
9-წ. (2016 წ. და შემდეგ დაბადებული) ჭაბუკთა შორის.
9-წ. (2016 წ. და შემდეგ დაბადებული) გოგონათა შორის.
11-წ. (2014 წ. და შემდეგ დაბადებული) ჭაბუკთა შორის.
11-წ. (2014 წ. და შემდეგ დაბადებული) გოგონათა შორის.
13-წ. (2012 წ. და შემდეგ დაბადებული) ჭაბუკთა შორის.
13-წ. (2012 წ. და შემდეგ დაბადებული) გოგონათა შორის.
ტურნირებში დაიშვებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები.
ყველა მონაწილეს უნდა ქონდეს გადახდილი 2025 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის
წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1).
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე. ხოლო, 18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებს კი
ასევე, დამატებით შევსებული ელექტრონული ფორმა - https://forms.gle/ZGdjH68jACZ7R5v28
სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.
5. სისტემა და კვალიფიკაცია:
- ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად.
- ტურნირში ფიდეს რეიტინგი დაითვლება სწრაფ ჭადრაკში.
6. დროის კონტროლი:
ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 45 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე
(პირველი სვლიდან) 5 წამის დამატებით.
7. რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი: მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ
სარეგისტრაციო ფორმა - https://forms.gle/1TVggd25aJBdpACM9
ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) პირადობის (დაბადების) მოწმობის ასლი; 2) თბილისის ჭადრაკის
ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ტურნირის საწევრო შესატანის (35 ლარი) გადარიცხვის
დამადასტურებელი დოკუმენტი.
-2-
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 18 მაისის 18:00 სათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა - [email protected] მობ: 558 11 86 83
თბილისის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს „ლიბერთი ბანკი“,საბანკო კოდი - LBRTGE22
ანგარიშის ნომერი: GE85LB0115171850203000
(შეცდომით ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება).
ტურნირის საწევრო შესატანი: 35 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით). სოციალურად დაუცველები და
მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანიდან. იმ შემთხვევაში, თუ
ისინი რეგისტრაციის დასრულებამდე 18 მაისის 18.00 საათამდე) წარმოადგენენ შესაბამის
დოკუმენტებს.
8. თაი- ბრეიქი: ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების
შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
1. ურთიერთშორის შეხვედრა;
2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობა;
5. მოგებების მეტი რაოდენობით.
9. ტურნირის განრიგი:
ტური რიცხვი ჭაბუკები-9,11,13
წ.
გოგონები 9,11,13
წ.
რეგისტრაცია 18 მაისი
გახსნა 19 მაისი 15:00 17:00
I ტური 19 მაისი 15:00 17:00
II ტური 20 მაისი 15:00 17:00
III ტური 21 მაისი 15:00 17:00
IV ტური 22 მაისი 15:00 17:00
V ტური 23 მაისი 15:00 17:00
VI ტური 24 მაისი 15:00 17:00
VII ტური და დახურვა 25 მაისი 15:00 17:00
8. დაჯილდოება:
1 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით;
2-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
9.საერთო წესები:
- ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება
წაგება;
- ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში
უფლება
აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში. მონაწილე
ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად თბილისის ჭადრაკის ფედერაციაში
გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან
დაუბრუნდება.
13. სამართლიანი თამაშის წესების დაცვა: სამართლიანი თამაშის წესების დაცვა განსაზღვრულია
დებულების დანართით.
ტურნირის დირექტორი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი,
საერთაშორისო ორგანიზატორი - ზურაბ მიქაძე
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი - მარგალიტა თანდაშვილი