Norchi Dinamo -Merani

Norchi Dinamo -Merani -Merani

1927 წელს საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოს ორგანიზებით შეიქმნა საფეხბურთო სკოლა ნორჩი დინამოელი, რომლის უპირველესი დანიშნულება კლუბისთვის ახალგაზრდა ფეხბურთელთა მომზადება იყო. 1999 წელს ნორჩი დინამოელი გახდა პირველი ლიგის გამარჯვებული და ავტომატურად უმაღლეს ლიგაში დაწინაურდა, სადაც კლუბმა "თბილისის" სახელით იასპარეზა. პირველივე სეზონზე კლუბი უმაღლესი ლიგიდან დაქვეითდა. შემდეგ სეზონზე ნორჩი დინა

მოელი თბილისის მერანს შეურთდა და ასპარეზობდა როგორც ნორჩი დინამო-მერანი-B. 2002 წელს საფეხბურთო კლუბ მერანს შეექმნა ფინანსური პრობლემები, რის გამო გუნდი დაქვეითდა უმაღლესი ლიგიდან და დაიშალა. 2003 წლიდან ნორჩი დინამოელი თამაშობდა მეორე ლიგაში, 2006 წელს გუნდმა მეორე ლიგა მოიგო და დაწინაურდა პირველ ლიგაში. ამის შემდეგ, კლუბის მესვეურებმა დაიწყეს ზრუნვა კლუბი ელიტაში მოხვედრილიყო. მიზანს 2019 წელს უწიეს, როცა ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონობა იზეიმეს და საუკეთესო ათეულში ჩემპიონის სტატუსით შეაბიჯეს. Crystallbet ეროვნული ლიგა ერთში მოხვედრამდე კლუბის მესვეურებმა დიდი შრომა გაწია. კონკრეტული მიზნისთვის სწრაფვა გუნდმა 2016 წელს დაიწყო და ყოველ წელს ერთი საფეხურით წინ მიიწევდნენ. ზუსტად 4 წელიწადში კლუბმა შეძლო საუკეთესო 10 გუნდს შორის ყოფილიყო. "მერანის" შემადგენლობაში სხვადასხვა დროს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს უთამაშიათ, როგორიცაა - ზაალ ელიავა, ალეკო გოგობერიშვილი და ალექსანდრე თოდუა.

🔊 ნორჩი დინამო - მერანის საფეხბურთო აკადემია აცხადებს 2007-დან 2015  წლებამდე დაბადებულ ბიჭებისა და გოგონების მიღებას 🙋‍...
13/02/2021

🔊 ნორჩი დინამო - მერანის საფეხბურთო აკადემია აცხადებს 2007-დან 2015 წლებამდე დაბადებულ ბიჭებისა და გოგონების მიღებას 🙋‍♀️🙋‍♂️⚽️

🔊 მსურველებმა მოგვწერეთ გვერდის პირად შეტყობინებებში ან დაგვიკავშრდით ნომერზე: 597 41 18 18 📲

🔊 შემოგვიერთდით. 🙌 ჩვენთან შესანიშნავი განწყობაა. თქვენზე პროფესიონალი მწვრთნელები იზრუნებენ.

✅⚽️სპორტული სკოლის, ნორჩი დინამო-მერანის  პატარა სპორტსმენებს, თბილისის "მერანის" დირექტორი იაკობ დესიაძე, სამწვრთნელო შ...
08/11/2020

✅⚽️სპორტული სკოლის, ნორჩი დინამო-მერანის პატარა სპორტსმენებს, თბილისის "მერანის" დირექტორი იაკობ დესიაძე, სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები შეხვდნენ.

Address

აკაკი ვასაძე 16
Tbilisi
0105

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Norchi Dinamo -Merani posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category