Judo Academy Abkhazia- აფხაზეთის ძიუდოს აკადემია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Judo Academy Abkhazia- აფხაზეთის ძიუდოს აკადემია

Judo Academy Abkhazia- აფხაზეთის ძიუდოს აკადემია მდებარეობა- ქ.თბილისი, ქინძმარაულის №7
ისწავლება- ძიუდო, სამბო, ხელჩართული ორთაბრძოლა.

✅ბაკურიანში აფხაზეთის ღია პირველობა ძიუდოში „ბაკურიანი 2026“გაიმართა. 🔹ასპარეზობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 20...
02/08/2026

✅ბაკურიანში აფხაზეთის ღია პირველობა ძიუდოში „ბაკურიანი 2026“გაიმართა.

🔹ასპარეზობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 2014-2015 და 2016-2017 წლებში დაბადებული ვაჟები და გოგონები მონაწილეობდნენ.

🔹შეჯიბრება 11 წონით კატეგორიაში გაიმართა. ტურნირის გამარჯვებულებსა და პრიზიორებს მედლები, სიგელები და სიმბოლური საჩუქრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირიამ, აფხაზეთის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ედილაშვილმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ამირიძემ გადასცეს.

🇬🇪✊🏻მადლობა ყველა მხარდაჭერს ამ შეჯიბრის ჩატარებისთვის და გვერთში დგომისთვის🇬🇪✊🏻

30/07/2026

"აფხაზეთის ღია პირველობა"✊🏻🇬🇪

✅აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის ზაფხულის სპორტული შეკრება, დაბა ბაკურიანში.⛰️✨
25/07/2026

✅აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის ზაფხულის სპორტული შეკრება, დაბა ბაკურიანში.⛰️✨

✅🏆🇬🇪🇹🇷🎉🎉🎉🎉13-14 ივლისს, თურქეთში ჩატარდა, "კოჯაელის საერთაშორისო ტურნირი". ჩვენი აკადემიიდან, ორ ასაკობრივ კატეგორიაში (...
17/07/2026

✅🏆🇬🇪🇹🇷🎉🎉🎉🎉13-14 ივლისს, თურქეთში ჩატარდა, "კოჯაელის საერთაშორისო ტურნირი". ჩვენი აკადემიიდან, ორ ასაკობრივ კატეგორიაში (U-12, U-14) და 40კილოგრამ წონაში, ანანო მაისურაძემ მოიპოვა ორი ოქროს მედალი და გახდა ამ ტურნირის ორ გზის ჩემპიონი. 🎉🎉🎉🎉

🥋ანანომ სულ 10 შეხვედრა იჭიდავა და ათივე მოიგო. უნდა აღინიშნოს რომ ჩემპიონობა მოიპოვა როგორც თავის ასაკში, ასევე ორი წლით დიდებშიც. ჩვენი გოგო, პატარა ასაკში უკვე, თურქეთში ჩატარებული ტურნირების მრავალ გზის ჩემპიონია. მრავალჯერ გაიტანა ჩვენი ქვეყნის და აკადემიის სახელი საზღვარგარეთ. ყოველთვის ორ წლოვანებაში ჭიდაობს და უფლის წყალობით ყოველთვის ჩემპიონი გვიბრუნდება. გამოირჩევა სტაბილურად თავდაჯერებული და გაწონასწორებული აზროვნებით. მადლობა მას რომ ამ პატარა გულით სამაგალითო მონდომებას დებს ყველა შეხვედრაში. ✊🏻🔝

🙏🏻🤍უფალი გფარავდეს ანანო🤍🙏🏻

✅აფხაზეთის მეომართა კავშირსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შორის ურთიერთთანამ...
15/07/2026

✅აფხაზეთის მეომართა კავშირსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
🔹მემორანდუმის მიზანია აფხაზეთის თემატიკის გააქტიურება საგანმანათლებლო სივრცეში, ახალგაზრდებში აფხაზეთის ისტორიის, ეროვნული ფასეულობებისა და გმირების ღვაწლის შესახებ ცნობიერების ამაღლება, გმირთა სახელების უკვდავყოფა და ამ პროცესში სხვადასხვა ორგანიზაციის აქტიური ჩართულობა.
🔹მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ერთობლივი საგანმანათლებლო, კულტურული და პატრიოტული პროექტების განხორციელებას.
🔹ერთად ვიზრუნებთ ჩვენი ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებაზე, გმირების სახელების უკვდავყოფასა და მომავალი თაობების პატრიოტულ აღზრდაზე.

✅🎉🎉"აფხაზეთის ძიუდოს აკადემია" ულოცავს დაბადების დღეს გენერალ-მაიორს, ბატონ კობა კობალაძეს.🎉🎉🔹გისურვებთ ჯანმრთელობას და ...
07/07/2026

✅🎉🎉"აფხაზეთის ძიუდოს აკადემია" ულოცავს დაბადების დღეს გენერალ-მაიორს, ბატონ კობა კობალაძეს.🎉🎉

🔹გისურვებთ ჯანმრთელობას და ყოველივე საუკეთესოს.✨🙏🏻

🔹ბატონი კობა ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერია, რომელიც წლების მანძილზე, მხარში გვიდგას და ზურგს გვიმაგრებს. ვაფასებთ თქვენს თანადგომას, უფლის წყალობით, ერთად კიდევ ბევრი კეთილი და ღირსეული საქმე გვეკეთებინოს. ✊🏻🇬🇪

06/07/2026

✅ 1993 წლის 5 ივლისს, სოფელი კამანი შეტევის შედეგად დაეცა, სადაც გმირულად იმბრძოდნენ ადგილობრივი მცველები.

🔹ამ დღეს, პატრიოტი მებრძოლები გმირულად დაეცნენ. "აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის" წარმომადგენლები ვიმყოფებოდით გმირთა მოედანზე, რათა პატივი მიგვეგო დაღუპული გმირებისთვის.

დიდება გმირებს!🇬🇪✊

✅33 წლის წინ, 1993 წლის 5 ივლისს აფხაზეთის რაზმებმა, რომელთა შემადგენლობაშიც რუსი „ბოევიკები“ და კაზაკები შედიოდნენ სოფე...
05/07/2026

✅33 წლის წინ, 1993 წლის 5 ივლისს აფხაზეთის რაზმებმა, რომელთა შემადგენლობაშიც რუსი „ბოევიკები“ და კაზაკები შედიოდნენ სოფელ კამანზე შეტევა განახორციელეს. მიუხედავად ადგილობრივი მცველების გმირული წინააღმდეგობისა, სოფლის დაცვა ვერ მოხერხდა და მტერმა სოფელი მთლიანად დაიკავა.

🔹ამ დღეს, პატრიოტი მებრძოლები გმირულად დაეცნენ. "აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის" წარმომადგენლები ვიმყოფებოდით გმირთა მოედანზე, რათა პატივი მიგვეგო დაღუპული გმირებისთვის.

დიდება გმირებს!🇬🇪✊

✅ 🎉🎉🎉30 ივნისს ესპანეთში ჩატარდა ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატი, სადაც აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის სპორტსმენმა, თინათინ გულბა...
30/06/2026

✅ 🎉🎉🎉30 ივნისს ესპანეთში ჩატარდა ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატი, სადაც აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის სპორტსმენმა, თინათინ გულბანმა, 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მოიპოვა ვერცხლის მედალი..!🥈🎉🎉🎉

🥋თინათინმა სულ იჭიდავა 5 შეხვედრა. საბოლოოდ სამი იპონით და სამი იუკოთი გახდა ევროპის ვიცე ჩემპიონი. შემოგვთავაზა საინტერესო ასპარეზობა.

აფხაზეთის ძიუდოს აკადემია გისურვებს წარმატებებსს!!🤍✨

Address

Tbilisi

Telephone

+995597994291

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Judo Academy Abkhazia- აფხაზეთის ძიუდოს აკადემია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category