08/12/2025
2025 წლის 5-7 დეკემბერს, ქალაქ თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში (მისამართი: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა #15ა) ჩატარდა საქართველოს უშუს ეროვნული ჩემპიონატი.
ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სპორტულმა გუნდებმა, მათ შორის ჩვენი კლუბის პატარა სპორტსმენებმაც.
ჩვენი კლუბის სამმა სპორტსმენმა, სპორტული ტაოლუს ორ საჩვენებელ დისციპლინასა და ორ ასაკობრივ კატეგორიაში დაიკავა შემდეგი საპრიზო ადგილი:
1. ბარბარე აფაქიძე - მეორე ადგილი (ვერცხლის მედალი 🥈), სტილი: ჩანცუანი, ფორმა 32 (ასაკობრივი კატეგორია: ბავშვები - 9-11 წ.);
2. სოფო ხარებავა - მესამე ადგილი (ბრინჯაოს მედალი 🥉), სტილი: ჩანცუანი, ფორმა 32 (ასაკობრივი კატეგორია: ბავშვები - 9-11 წ.);
3. მარიამ ცხოვრებაძე - მესამე ადგილი (ბრინჯაოს მედალი 🥉), სტილი: თაიძიჩუანი, ფორმა იან 24 (ასაკობრივი კატეგორია: კადეტები: 12-14 წ.).
ვულოცავთ სპორტსმენებს წარმატებებს და ვუსურვებთ სპორტულ წინსვლას მომავალში.
მადლობას ვუხდით, სპორტსმენებს, მათ მშობლებსა და გულშემატკივრებს თანადგომისთვის.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით Georgian National Wushu Federation / საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია -ს და საქართველოს უშუს 22-ე ეროვნული ჩემპიონატის მსაჯთა კოლეგიას გაწეული შრომის, თანადგომისა და ხელშეწყობისთვის.