„ლეგენდები“ - არის ინდივიდუალური მომზადების საფეხბურთო ცენტრი, სადაც 6-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ პროფესიონალურ დონეზე განივითარონ საფეხბურთო უნარ-ჩვევები.
კომფორტულ და უსაფრთხო ლოკაციაზე, საფეხბურთო ცენტრი „ლეგენდები“ , მეგობრული ატმოსფეროს შექმნით - თითოეულ ინდივიდზე მორგებული მიდგომებით, ინტენსიური ვარჯიშებით, თანამედროვე საფეხბურთო ინვენტარის და სპეციალურად შედგენილი მ
ოქნილი პროგრამის დახმარებით, მომავალ ფეხბურთელებს საშუალებას აძლევს გაიუმჯობესონ:
• ბურთის კონტროლი
• კოორდინაცია
• სისწრაფე
• მოქნილობა
• სიმტკიცე
• თვითდაჯერებულობა
• ინდივიდუალიზმი
საფეხბურთო ცენტრის ახალგზარდა, გამოცდილი და ლიცენზირებული სპეციალისტები იზრუნებენ იმაზე, რომ ცენტრის დამწყებმა და მოქმედმა ფეხბურთელებმა დახვეწონ და გაიძლიერონ საკუთარი საფეხბურთო უნარები და იმყოფებოდნენ სასურველ კონდიციაში.
ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია, რომ მეგობრული და მთლიანად ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნით ჩვენი ცენტრის ფეხბურთელები თავს მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობდნენ.
შემოგვიერთდი ლეგენდების ცენტრში თუ შენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი და საფეხბურთო უნარების განვითარება მნიშვნელოვანია!
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 557 68 76 40
შენც გახდი მომავალი ლეგენდა!
#გახდილეგენდა
#გახდიინდივიდი
#ლეგენდები