09/05/2026
🛴გიზიარებთ ელექტრო სკუტერების ჩემპიონატში მონაწილეობის კატეგორიებს და წესებს.
ჩემპიონატი ჩატარდება 3 კატეგორიად :
1-ელი კატეგორია :
- ბიზნეს ლიგა, სადაც კომპანიების წარმომადგენლები ერთმანეთს შეეჯიბრებიან ფედერაციის მიერ გამოყოფილი ერთი და იმავე მოდელის და თანაბარი სიმძლავრის ელექტრო სკუტერებით. ერთდროულად ტრეკზე დგება 4 მონაწილე. გამარჯვებული იქნება მონაწილე, ვინც ყველაზე სწრაფად გაივლის 1 ნებისმიერ წრეს 3 წრიანი გარბენის დროს ყველა ეტაპზე
- გამარჯებულის ჯილდო : ელექტრო სკუტერი Kukirin G 2
მე-2 კატეგორია :
- შეჯიბრი დარეგისტრირებულ და ფედერაციის მიერ ჩემპიონატზე დაშვებულ იმ მონაწილეებს შორის, რომელებსაც არ ყავთ ელექტრო სკუტერი ან მათი პირადი ელექტრო სკუტერის პიკური სიმძლავრე აღემატება 2500 ვატს. ისინი ერთმანეთს შეეჯიბრებიან ფედერაციის მიერ გამოყოფილი ერთი და იმავე მოდელის და თანაბარი სიმძლავრის ელექტრო სკუტერებით. ერთდროულად ტრეკზე დგება 4 მონაწილე. გამარჯვებული იქნება მონაწილე, ვინც ყველაზე სწრაფად გაივლის 1 ნებისმიერ წრეს 3 წრიანი გარბენის დროს ყველა ეტაპზე.
- გამარჯებულის ჯილდო : ელექტრო სკუტერი Kukirin G 2
მე-3 კატეგორია :
- შეჯიბრი დარეგისტრირებულ და ფედერაციის მიერ ჩემპიონატზე დაშვებულ მონაწილეებს შორის, რომლებიც ერთმანეთს შეეჯიბრებიან საკუთარი ელექტრო სკუტერებით. ელექტრო სკუტერის დასაშვები მაქსიმალური პიკური სიმძლავრე უნდა იყოს არაუმეტეს 2500 ვატისა. ერთდროულად ტრეკზე დგება 4 მონაწილე. გამარჯვებული იქნება მონაწილე, ვინც ყველაზე სწრაფად გაივლის 1 ნებისმიერ წრეს 3 წრიანი გარბენის დროს ყველა ეტაპზე.
- გამარჯებულის ჯილდო : ელექტრო სკუტერი Kukirin G 2
🛴ჩემპიონატზე რეგისტრაციის წესები :
- რეგისტრაცია უფასოა
- რეგისტრაციისთვის საჭიროა გააზიაროთ ჩვენი პოსტი და ჩაგვიგდოთ სქრინი პირადში
- დარეგისტრირდეთ კომენტარებში მოცემულ ბმულზე
- ჩემპიონატამდე ერთი კვირით ადრე გამოცხადდეთ ფედერაციის ორგანიზებულ შეკრებაზე, სადაც ხელს მოაწერთ "თანხმობის და უსაფრთხოების დოკუმენტს" და გაივლით შემოწმებას უსაფრთხოების სპეციალისთან
- 18 წლამდე მონაწილეების რეგისტრაციისათვის დამატებით აუცილებელია "თანხმობის და უსაფრთხოების დოკუმენტს" ხელი მოაწეროს მონაწილის მშობელმა
ყველა დარეგისტრირებულ მონაწილეს, შეეხმიანება ფედერაციის წარმომადგენელი 20 მაისამდე.
ფედერაცია უფლებას იტოვებს, არ დაუშვას (ან პროცესში მოხსნას) მონაწილე ჩემპიონატზე, იმ შემთხვევაში თუ მონაწილის მიერ ელექტრო სკუტერის მართვა შეფასდება დასაშვებზე მაღალი რისკით.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე : https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSegfi8dclCHNlksIFqIG5ti8oQi-y2ApBaQVsFhcqNRkGV1Sw/viewform
წარმატებები მონაწილეებს