04/10/2026
🇬🇪 გიორგი სარდალაშვილმა ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
გიორგიმ ტურნირი დამაჯერებლად დაიწყო და პირველი ორი შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.
მეოთხედფინალში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან განცდილი მარცხის შემდეგ, მან რეპეშაჟში ფრანგი რომენ ვალადიე პიკარი დაამარცხა, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში იუნგ ვეი იანგს იპონით სძლია და მსოფლიო ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულა! 🥉