‘’ტურინგ 1500“–ის კლასი 2006 წელს შეიქმნა და მას თავდაპირველად ‘’მონო CUP“ ეწოდა. ხოლო მას სახელი “ტურინგ 1500“–2012 წელს გადაერქვა. 2014 წელს “ტურინგ 1500“–ის კლასში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ტარდება ნავთობპროდუქტების იმპორტიორ კომპანია “ლუკოილ ჯორჯია“–ს სახელით და თამაშდება კომპანიის თასი.
ამ კლასის შექმნა პროპესიონალურ ავტოსპორტში განპირობებული იყო იმით, რომ იმ დროისთვის არსებული
კლასებში მონაწილეობა დაკავშირებული იყო დიდ ხარჯებთან, და მიუხედავად დიდი დანახარჯებისა, სარბოლო მანქანები მაინც ვერ დგებოდნენ თანაბარ მდგომარეობაში. გარდა ამისა, ახალბედა მრბოლელისთვის რთული იყო გამოცდილ სპორტსმენთან კონკურენცია, ავტომობილის მომზადება, რის გამოც ახალი თაობის შემატება პროფესიონალურ ავტოსპორტში გარკვეულწილად შეწყვეტილი იყო.
“ტურინგ 1500“–ში მანქანის მომზადება ხდება მკაცრი რეგლამენტით. რის შედეგადაც, ყველა ავტომობილი თანაბარ მდგომარეობაშია მოყვანილი. ამის გათვალისწინებით ყველა მრბოლელს თანაბრად აქვს თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება. ყველა ამ პუნქტის გათვალისწინებით, სხვა კლასებიდან მოხდა მრბოლელების გადმოსვლა “ტურინგ 1500“–ში, რის შედეგადაც, საქართველოს პროფესიონალურ ავტოსპორტში ჩამოყალიბდა კიდევ ერთი სარბოლო სერია, რომელიც ქმნის საინტერესო და ყურებად სანახაობას გულშემატკივარისა და ნებისმიერი მაყურებლისთვის. ეს კი მონაწილეთა სიმრავლით არის განპირობებული.