"ხარები" ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ტრადიციების მქონეა საქართველოში. რუსთავის გუნდი 1990 წელს დაარსდა და ის ალექსანდრე ლობჟანიძემ ჩამოაყალიბა.
მას შემდეგ, რაც ეროვნული ჩემპიონატი ტარდება, რუსთაველებმა ყველა სინჯის მედლები მოიპოვეს. 1993 წელს ჩემპიონობა იზეიმეს, მომავალ წელს ვერცხლის მედალსაც დაეუფლნენ. 1997 წელს კი ბრინჯაოსმედალოსნები გახდნენ. შემდეგ სამწუხაროდ უსახსრობის გამო გუნდი დაიშალა.
1999
წელს დავით კაკაბაძემ კვლავ გადაწყვიტა გუნდის ჩამოყალიბებდა. მან რაგბისთვის შესაფერისი ახალგაზრდები შეარჩია და რუსთავის გუნდმა 2001 წლიდან პირველ ლიგაში დაიწო ასპარეზობა.
2009 წელს „ხარები“ უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა და ბოლო წლებია, რუსთავის კლუბი პროგრესს განიცდის.
2014 წელს „ხარებმა“ საქართველოს 7 კაცა ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა , ხოლო 2015 წლის აგვისტოს თვეში კი ოთხეულის ამხანაგური ტურნირის გამარჯვებულებიც გახდნენ. 2019 წელს კი დიდი 10 - ის ვიცე ჩემპიონობა იზეიმეს..
აღსანიშნავია, რომ რუსთავურმა სარაგბო სკოლამ ეროვნული ნაკრების არაერთი წამყვანი მოთამაშე აღზარდა - მევლუდ მთიულიშვილი, ლევან ცაბაძე, პალიკო ჯიმშელაძე, ზაზა ხუციშვილი, კახაბერ უჩავა, გოდერძი შველიძე, დავით ზირაქაშვილი, იური ნატრიაშვილი, ვაჟა ხუციშვილი, ბექა გორგაძე, გიორგი მელიქიძე, გიორგი კოშაძე..
ტრადიცია გრძელდება და ამჟამად "ხარების" ახალგაზრდა მორაგბეები საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების ღირსებას წარმატებით იცავენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2012 წელს რუსთავში რაგბის სტადიონი აშენდა , რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია. ახალ სტადიონის გახნის შემდეგ რუსთაველი მოზარდების რაგბისადმი ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა და უკვე 400მდე ბავშვი ვარჯიშობს. რუსთავის სტადიონმა არაერთ საერთაშორისო მატჩსაც უმასპინძლა.
რ. კ. „ხარების“ ხელმძღვანელობის მხარდაჭერით 2014 წელს რუსთავში გოგონათა გუნდიც ჩამოყალიბდა და ეროვნული ნაკრების რიგებში უკვე რუსთაველი მორაგბეებიც ირიცხებიან..
ამჟამად „ხარები“-ს მორაგბეები დიდ 10-სა და ყველა ასაკობრივ ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობენ და მაღალი მიზნებისთვის იბრძვიან...