ანსამბლი ხალიბი - Ensemble Khalibi

ანსამბლი ხალიბი - Ensemble Khalibi Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ანსამბლი ხალიბი - Ensemble Khalibi, Dance Studio, მე-11 საჯარო სკოლა ბარათაშვილის ქ. #7 (ძველი რუსთავი), Rustavi.

04/05/2026

🏆✨ გოდერძი მანჯაფარაშვილს ქართული ქორეოგრაფიის სახალხო მოღვაწის საპატიო წოდება მიენიჭა

🇬🇪 საქართველოს ქორეოგრაფიის კავშირმა ანსამბლის ხელმძღვანელსა და ქორეოგრაფს, გოდერძი მანჯაფარაშვილს, ქართული ქორეოგრაფიის სახალხო მოღვაწის საპატიო წოდება მიანიჭა.

🎖️ აღნიშნული წოდება მას ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა.

🎓 გოდერძი მანჯაფარაშვილმა 1980 წელს ქორეოგრაფიული სასწავლებელი დაამთავრა, რის შემდეგაც მუშაობა დაიწყო რუსთავის მეტალურგთა კულტურის სასახლეში (ამჟამად დრამატული თეატრის შენობა), ქორეოგრაფიულ სტუდიაში.
📌 1990 წლიდან კი სტუდიის დირექტორი გახდა, მოგვიანებით კი ანსამბლ „ხალიბის“ ხელმძღვანელი.

ცნობილი ქორეოგრაფი უკვე რამდენიმე ათეული წელია რუსთავში მოღვაწეობს და მისი მრავალწლიანი საქმიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული ცეკვის ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებაში.

🏅 ანსამბლ „ხალიბს“ ამ წლების განმავლობაში არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული — მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია, საქართველოს მასშტაბით კი სხვადასხვა კონკურსისა და ფესტივალის პრიზიორი და გამარჯვებული.

👯‍♂️ ანსამბლმა არაერთი თაობა აღზარდა, ხოლო „ხალიბის“ მოცეკვავეები შემდგომ წარმატებით აგრძელებენ მოღვაწეობას სახელმწიფო ანსამბლებში.

🎉 აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ანსამბლი „ხალიბი“ 65 წლის იუბილეს აღნიშნავს.

Address

მე-11 საჯარო სკოლა ბარათაშვილის ქ. #7 (ძველი რუსთავი)
Rustavi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ანსამბლი ხალიბი - Ensemble Khalibi posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ანსამბლი ხალიბი - Ensemble Khalibi:

Shortcuts

Share

Category