11/06/2026
გამარჯობა! 2 სიტყვით იმ ცვლილებებზე რაც გველის ღამის დრაგზე 11 ივლისს, რომლის რეგისტრაციაც დაიდება ხვალ.
1🔹 რაც ყველამ ვიცით - კლასის დროები იკლებს 0.2 წამით. ანუ:
13 წამიანი კლასი - 12.800 და ზევით
12 წამიანი კლასი - 11.800-დან 12.799-მდე
11 წამიანი კლასი - 10.800-დან 11.799-მდე
10 წამიანი კლასი - 9.800-დან 10.799-მდე
აბსოლუტი - 9.799-დან ქვევით
2🔹 ყველასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო - 12 და 13+ წამიან კლასებზე გვექნება შემდეგი ცვლილებები:
იმის გამო რომ მონაწილეების ყველაზე დიდი რაოდენობები იყო 2-ვე კლასში - გადავწყვიტეთ 13+ კლასის კვალიფიკაციიდან გადავიდეს Top 32 (!), ხოლო კლასს 12-ს უკეთესი ცვლილება ექნება - გაიყოფა RWD (Top 16) და AWD (Top 16) კლასებად თავისი საპრიზოებით.
10, 11 RWD და 11 AWD კლასებიც დაიწყება Top 32-ით.
3🔹 ზემოთხსენებული ცვლილებები ბუნებრივია გამოიწვევს სარბოლო დროის გაორმაგებას და ამიტომ დრაგი გახდება 2 დღიანი! Top 32-ები და 12, 13+ კლასის Top 16-ები (Top 8-მდე) ჩატარდება ხოლმე პირველ დღეს და დანარჩენი მე-2 დღეს.
4🔹 რაც შეეხება 11 ივლისის ღამის დრაგს, (რომელიც შაბათს ტარდება): ვისაც სურვილი ექნება პარასკევს 14:00-17:00 იქნება რეგისტრაცია / ტექ. კომისია. 16:00-17:00 იქნება სატესტო გარბენები. 17:00-20:00 კი დამატებითი კვალიფიკაცია. შაბათს დილიდან დაიწყება რეგისტრაცია, კვალიფიკაცია და რბოლა (დეტალები ხვალ დებულებაში)
5🔹 დროის ეკონომიის მიზნით - სტიკერები და ინსტრუქცია გადმოგეცემათ სათითაო მონაწილეს და თავად დააკრავთ ავტომობილებზე, რაც შემოწმდება ტექ. კომისიაზე. შაბათს ტექ. კომისრის დასტურისთანავე შეხვალთ სტარტზე, ანუ ამიერიდან აღარ მოგიწევთ ლოდინი და კვალიფიკაცია დაიწყება დილიდანვე.
6🔹 ავტომობილები აღარ დაიშვება ქარხნულ მონაცემებზე ნელ კლასებში. ქარხნული დროები გადამოწმდება 2 საშუალებით: fastestlaps.com და Gemini-ს მიერ და დაფიქსირდება ამ 2 აპიდან საშუალო დროს -0.5 წმ, რადგან კონკრეტული დროები დაფიქსირებულია იდეალურ პირობებში.
7🔹 დახურული პარკი მთლიანად შემოიღობება, რომ ავირიდოთ VIP ტრიბუნის მაყურებლის შემოპარვა. მომდევნო კლასი არ დაიწყება სანამ წინა კლასი სრულად არ დაიცლება (ხალხი + ავტომობილები).
ხვალიდან დაიწყება early bird (ნაადრევი) რეგისტრაცია და არ გამოტოვოთ! ფასი ყოველკვირეულად შეიცვლება. გისურვებთ წარმატებებს!
ცვლილებები მომზადებულია Georgian Drag Racing Series-ის საორგანიზაციო გუნდის და სპორტული გუნდების ხელმძღვანელების მიერ.
betlive Racing Season 2026