31/05/2026
🏉 სასკოლო რაგბი — „შავი ბასტიონებისა“ და საქართველოს რაგბის კავშირის ინიციატივა
ჩვენი კლუბის მორაგბე და ბავშვთა მწვრთნელი, ლადო მიმინოშვილი, პირველი არხის დილის გადაცემის სტუმარი იყო, სადაც ისაუბრა სასკოლო რაგბის მნიშვნელობაზე, ბავშვთა სპორტში ჩართულობის გაზრდასა და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც რაგბი ახალგაზრდების ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ღირებულებითი განვითარებისათვის ქმნის.
„შავი ბასტიონებისა“ და საქართველოს რაგბის კავშირის ერთობლივი ინიციატივა მიზნად ისახავს რაგბის პოპულარიზაციას სკოლებში, ახალი თაობის დაინტერესებას სპორტით და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას.
#შავიბასტიონები #რაგბი #ბავშვთარაგბი #საქართველოსრაგბისკავშირი