14/10/2025
🇬🇪🇬🇪🇬🇪🏆🏆🏆2025 წლის საქართველოს თასის ფინალური ეტაპი კომპაკ სპორტინგში - თბილისის თასი.
🏆შეჯიბრს ორგანიზებას უწევს საქართველოს სპორტინგის ფედერაცია.
🥏 საქართველოს თასის მფლობელი გამოვლინდება ფინალურ ეტაპზე და წლის განმავლობაში ნაჩვენები სარეიტინგო ქულის საშუალო არითმეტიკული მაჩვენებლით.
🥏 ასეთი რეზულტატის თანაბრობისას თასის მფლობელი გამოვლინდება გადასროლით.
შეჯიბრი ჩატარდება 3 კატეგორიაში: აბსოლუტური, B და C .
აბსოლუტურ კატეგორიაში პირველი 3 ადგილის მფლობელით დაკომპლექტდება საქართველოს ნაკრები კომპაკ სპორტინგში - ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ, რომელიც 2026 წლის 27-31 მაისს საფრანგეთში გაიმართება.
🥏 შეჯიბრის ჩატარების დრო და ადგილი :
2025 წლის 11 -12 ოქტომბერი, ქ. თბილისის სასროლეთი - სასტენდო სროლის კომპლექსი. მის. ყაზბეგის ქ. 33
https://maps.app.goo.gl/LqXtviPSUipJZENA9
🥏გამარჯვებულები და პრიზიორები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით, სიგელებით, სასროლი თეფშებით და სხვადასხვა პრიზებით.
🥏 მონაწილე ვალდებულია თან იქონიოს ვაზნები, #9.5 დან #7 მდე, საფანტის წონა არ უნდა აღემატებოდეს 28 გრამს.
🥏შეჯიბრი ჩატარდება საერთაშორისო სპორტინგის ფედერაციის -FITASC - ის COMPAK SPORTING -ის წესებით
🥏 ტურნირზე რეგისტრაციის ღირებულება შეადგენს 270 ლარს. მაგრამ ვინც გადაიხდის 130 ლარს დანარჩენს - 140 ლარს დაასუბსიდირებს საქართველოს სპორტინგის ფედერაცია..
📩თანხა უნდა ჩაირიცხოს :
თიბისი ბანკი TBCBGE22, ანგარიში : GE97TB7347136080100005
მიმღები: საქართველოს სპორტინგის ფედერაცია. დანიშნულებაში მიუთითეთ სახელი და გვარი .
⏰⏰⏰ სუპერფინალის რეგლამენტი:
1. შეჯიბრის პირველი დღის ჩატარების დრო: 2025 წლის 11 ოქტომბერი.
2. მონაწილეთა რიგითობის კენისყრა 8 ოქტომბერს 22:00 სთ-ზე.
4. ნომრების გაცემა 11 ოქტომბერს 9:00 დან 9:30 მდე.
5. შეჯიბრის გახსნის და მისალმების საზეიმო სიტყვა, 9:40 დან 9:50 მდე
5. ტურნირის პირველი დღე დაიწყება 11.10.2025 წ 10:00 სთ- ზე
6. შეჯიბრის მეორე დღე დაიწყება 12.10.2025წ 10.00 სთ-ზე.
9. პრიზიორების დაჯილდოვება 12.10.2025 წ 16:00 სთ-დან
🥏🥏🥏 შეჯიბრის წესები:
შეჯიბრი შედგება რვა სერიისგან (200 სამიზნე თეფში).
სულ 8 სერია, აქედან
🥏 3 სერია შემდგარი იქნება - 3 ერთეული და 1 სასიგნალო წვილისგან.
🥏 1 სერია იქნება - 3 ერთეული და 1 ერთდროული წყვილი.
🥏 3 სერია - 1 ერთეული და 2 სასიგნალო წყვილი.
🥏 1 სერია - 1 ერთეული და 2 ერთდროული წყვილი.
🥏 თითოეული სერია მოიცავს 25 სამიზნე თეფშს.
🥏 ერთეული სამიზნის შემთხვევაში მონაწილეს აქვს უფლება ესროლოს 2 ვაზნა ხოლო წყვილი სამიზნის შემთხვევაში მონაწილემ უნდა მოახდინოს თითო სამიზნეზე თითო გასროლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაეთვლება აცილებად.
🥏 სამიზნე გატეხილად ითვლება თუ მას მოტყდა თუნდაც თვალით შესამჩნევი ნაწილი.
🥏 სასიგნალო წყვილის დროს - თუ პირველი გასროლის შემდეგ გამოვიდა გატეხილი თეფში, ინიშნება იგივეს გადასროლა ორივე გასროლით, და პირველი სროლის შედეგირჩება უცვლელი, მიუხედავად იმისა რა შედეგი ჰქონდა მონაწილეს გადასროლის დროს.
🥏 ერთდროული წყვილის დროს - თუ ერთერთი გამოვიდა გატეხილი თეფში, ინიშნება გადასროლა, წინა ნასროლი შედეგი ანულირდება.
🥏 აკრძალულია სხვის თეფშებზე თოფის დამიზნება.
🥏 გატეხილ სამიზნე თეფშზე გასროლა, მსაჯის მითითების მიუხედავად, ჩაითვლება აცილებად.
🥏 მსროლელის მიერ თეფშის არ მიღება ჩაითვლება აცილებად, თუ მასჯმა ტრაექტორია ჩათვალა სწორად.
🥏 ტრაექტორიის სისწორეს და თეფშის დაზიანებას წყვიტავს მხოლოდ მსაჯი.
🥏 თოფის არგავარდნის შემთხვევაში, მონაწილე ვალდებულია თოფზე ყოველგვარი მანიპულირების გარეშე (სროლის ზონაში მიმართული ლულებით ) დაელოდოს მსაჯს, რომელიც განსაზღვრავს არგასროლის მიზეზს. მსროლელის მიერ თოფზე ნებისმიერი მანიპულირება მსაჯის მიერ თოფის დათვალიერებამდე - ჩაითვლება აცილება.
🥏 წყვილ სამიზნე თეფშზე სროლისას თუ მონაწილე ორივე ვაზნას ესვრის ერთ სამიზნეს ჩაეთვლება ორივე აცილება.
🥏 თოფის დამცველზე ყოფნის გამო თუ არ მოხდა სამიზნეზე გასროლა პირველივე შემთხვევაზე: ერთეული სამიზნე ჩაითვლება აცილებად, წყვილ სამიზნეზე სასიგნალო დუპლეტისას – პირველი თეფში ჩაითვლება აცილებად და ინიშნება გადასროლა, ხოლო ერთდროული დუპლეტის შემთხვევაში – ჩაითვლება ორივე თეფში აცილებულად.
🥏 თითოეულ სერიაში:
თოფის გაუმართაობის ან ვაზნის გამო არგასროლა - პირველი შემთხვევა იქნება გაფრთხილება, დაგვარის მეორედ განმეორების შემთხვევაში – ჩაითვლება აცილება, წესებში არსებული ცხრილის მიხედვით.
🥏 პირველი 3 ადგილის გამოსავლენად ერთნაირი შედეგების შემთხვევაში დაინიშნება გადასროლა, რომელიც მიცავს ერთ სერიას (25 თეფშს) ერთი ცალი და ორი ერთდროული წყვილით, აქაც თანაფარდობის შემთხვევაში - გადასროლა მოხდება პირველ აცილებამდე პროგრამის მიხედვით პირველი პოზიციიდან.
დამატებითი პირობები
თოფის მაქსიმალური ყალიბრი შეზღუდულია და არის 12. ლულის სიგრძე მიმინუმ 66 სმ.
‼🔊🔊🔊ყველა მონაწილე ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების წესები:❗❗❗სასროლეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას: ორლულიანის შემთხვევაში- თოფი უნდა იყოს გადახსნილი ხოლო ნახევრადავტომატური- გადახსნილი ჩამკეტით.
🔊მსროლელს სავალდებულოა ეკეთოს თვალის და სმენის დამცავი საშუალებები, წინააღმდეგ შემთხვევაში მსროლელი არ დაიშვება.
📛ერთი გაფრთხილების შემდგომ, უსაფრთხოების წესების კვლავ დარღვეის შემთვევაში მსროლელი მოიხსნება შეჯიბრიდან.📛
📞 საკონტაქტო ტელ.: 📞 595089660 გიორგი.