02/07/2025
რამდენად მნიშვნელოვანია წონებით ვარჯიში ქალებისთვის 🌸
ქალის სხეული ძლიერი და უნიკალურია, მაგრამ ბიოლოგიურად, ქალები უფრო მიდრეკილნი არიან კუნთოვანი მასის დაკარგვისკენ — განსაკუთრებით ასაკის მატებასთან ერთად.
და სწორედ ამიტომაა ძალისმიერი ვარჯიში არამარტო შესაძლებელი, არამედ აუცილებელი.
💪 რატომ უნდა იყოს წონებით ვარჯიში თითოეული ქალის ყოველდღიურობის ნაწილი?
✨ კუნთოვანი მასის შენარჩუნება და გაზრდა,მეტი ენერგია, უკეთესი ფორმა.
✨ აჩქარებული მეტაბოლიზმი ,ცხიმის წვა უწყვეტ რეჟიმში.
✨ მყარი ძვლები, ოსტეოპოროზის პრევენცია.
✨ ფიზიკური და მენტალური თავდაჯერებულობა.
✨ ფორმიანი, მტკიცე და ჯანსაღი .
🙅♀️ და იმ მითს, რომ ქალები “ძალიან დაიკუნთებიან” – სარწმუნო საფუძველი არ აქვს.
ქალების ჰორმონალური ფონი ბუნებრივად გამორიცხავს იმ “მასიურ კუნთებს”, რისიც ზოგჯერ ეშინიათ. ძალისმიერი ვარჯიში დაგეხმარებათ ფორმების დახვეწაში!
📍 ჩვენს დარბაზში ვქმნით სივრცეს, სადაც ქალებს შეუძლიათ ივარჯიშონ თავდაჯერებულად, გეგმით და მიზნობრივად.
შენი სხეული იმსახურებს იმას, რომ ძლიერი და ჯანსაღი იყოს.
📍მის: ნინოშვილის #3
☎️ 568 627 834