06/06/2026
🏀 Jr. NBA-ის ახალი სეზონი ოფიციალურად იწყება!
ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლაშა სალაყაია, გუნდის კაპიტანთან ნიკოლა (მაესტრო) კვარაცხელიასთან ერთად Jr. NBA-ის დრაფტს დაესწრო, სადაც ჩვენს კლუბს NBA-ის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის – Miami Heat-ის ფორმები გადაეცა. 🔥
დიდი სიამაყით ვაცხადებთ, რომ ირაო 2025/26 წლების სეზონში A დივიზონში იასპარეზებს და ქვეყნის საუკეთესო გუნდებთან ერთად ღირსეულ ბრძოლას გამართავს. 💙❤️
ტრადიციულად, NBA-ის ფორმატის მსგავსად, Jr. NBA-ის ჩემპიონატში ჩამოყალიბდა სამი – A, B და C ლიგა, რომელშიც ჯამში 90 ქართული კლუბი მონაწილეობს. თითოეულ გუნდს NBA-ის შესაბამისი კლუბის მაისურები გადაეცა და ჯგუფებში განაწილდა.
A ლიგის მატჩები საქართველოს 6 რეგიონში გაიმართება, ხოლო B და C ლიგები დედაქალაქში ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ Jr. NBA საერთაშორისო პროექტია, რომელიც NBA-ისა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის თანამშრომლობით უკვე მე-10 წელია წარმატებით ტარდება. პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტის სამინისტრო, აშშ-ის საელჩო საქართველოში და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სპონსორები.
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს გუნდს A დივიზიონში და წინ ბევრი გამარჯვება გველოდება! 🔥🏀
: