18/12/2017
მეგობრებო ეხლა რასაც ვაანონსებ ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მომავალი წლის 2018_დან დაახლოებით აპრილის ბოლო მაისის პირველი რიცხვები გვაქვს მხედველობაში. ჩვენი კლუბი მსოფლიოში დაკარგულები ზიპლაინის ეროვნული ფედერაცია / Zip-line National Federation და Raft in Georgia ვიწყებთ ერთობლივ პროექტს George Naskidashvili_თან ერთად. გიორგის საჯომარდო ბანაკის ტერიტორიაზე განთავსდება ჩვენს მიერ "გაჭიმული" ზიპლაინი. საორგანიზაციო საკითხები განიხილება მხოლოდ პირადათ. გვესაჭიროება ადამიანი, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში მოახერხებს საჯომარდო ბანაკის ტერიტორიაზე ცხოვრებას. სეზონის ბოლო ნაგულისხმებია სექტემბრის ბოლომდე დაახლოებით. რათქმაუნდა ამ ადამიანს ასევე ექნება ხელშეწყობა ოჯახში ჩამოსვლა და ა.შ. ჩვენ უზრუნველყოფას გავუკეთებთ შემდეგი საკითხების : კარავი 10 კაციანი მაღალი მხოლოდ 2 ადამიანზე იქნება გათვლილი. კარავში იქნება საწოლი და პირადი მოხმარების ნივთები. დღიური ანაზღაურება იქნება 50 ლარი კვების გარეშე ან 30 ლარი კვებით. დავალება განსაკუთეებული არაფერი ექნება ამ ადამიანს, გარდა იმის რომ ოთო სოლოღაშვილი_ს უნდა დაეხმაროს ზიპლაინის უსაფრთხოდ ჩატარებაში. შეიძლება დღეში 10-15-20 ან თუნდაც 50 ზიპლაინის მსურველი მოვიდეს. შეიძლება იყოს ისეთი დღეებიც, როდესაც 1 მსურველიც არ გამოჩნდეს. ასე რომ დატვირთვას წინასწარ ვერ დაგიდასტურებთ როგორი იქნება. + ამას ბანაკის ტერიტორიაზე იქნება უამრავი გასართობი საშუალება. ტენისის მაგიდა - ფრემბურთი - ჯომარდობა - კვადრო ტურიზმი - ველო ტურიზმი და მრავალი სხვა. ჩვენს მიერ გაგზავნილი ჩვენი გუნდის წევრი ამ ყველაფრიდ ისარგებლოს უფასოდ. გთავაზობთ აქტიურ დასვენებას და გასართობ ზაფხულს. დაინტერესებული პირები შემეხმიანეთ პირად შეტყობინებაში ან საკონტაქტო ნომერზე. მადლობა ყურადღებისთვის. 555 59 59 52 / 579-16-17-16