11/05/2026
🏆 დასრულდა გრიქულას თასი 2026 🏆
დასრულდა გრიგოლ მამამთავრიშვილის სახელობის ტურნირი — ადამიანის, რომელსაც უზომოდ უყვარდა ფეხბურთი, ბავშვები და ქალთა საფეხბურთო კლუბი „ახალგორი“. ❤️
ტურნირმა ძალიან ემოციურ, დაძაბულ და საინტერესო გარემოში ჩაიარა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის — ეს არის სიყვარული, ერთობა და ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ამ სპორტით უკავშირდებიან.
🥇 გრიქულას თასის 2026 წლის გამარჯვებული გახდა — იანგ ბოისი
🥈 მეორე ადგილი დაიკავა — იკოთის ბუნელამ
🥉 მესამე ადგილი დაიკავა — წეროვანმა ზემო დასახლებამ
ინდივიდუალური ჯილდოები:
⚽ საუკეთესო ბომბარდირი — ვაკო შერმადინი
🧤 საუკეთესო მეკარე — გიორგი კაცელაშვილი
ტურნირში მონაწილე გუნდებს გადაეცათ ფულადი ჯილდოები, ხოლო გამარჯვებული გუნდი — „იანგ ბოისი“ — დაჯილდოვდა გრიქულას თასით. 🏆
ასევე, გრიქულას ოჯახს ქალთა საფეხბურთო კლუბ „ახალგორის“ სახელით გადაეცა სიმბოლური მაისური ნომერი 10-ით და წარწერით — „გრიქულა“. მაისური გრიქულას ოჯახის წევრებს გადასცა ქსკ „ახალგორის“ ფეხბურთელმა მარიამ ღუნაშვილმა. ❤️
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ტურნირის ორგანიზატორებს — გია მიდელაშვილსა და ირაკლი ბალაშვილს, რომლებმაც უდიდესი შრომა გასწიეს ამ ყველაფრის ორგანიზებისთვის და ტურნირის ღირსეულად ჩასატარებლად.
ასევე დიდი მადლობა გელა შერმადინს, საკრებულოს თავმჯდომარეს თამაზ ბალაშვილს და ახალგორის მუნიციპალიტეტს მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის. ❤️
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ითამაშა, იბრძოლა, უგულშემატკივრა, მოვიდა სტადიონზე და მონაწილეობა მიიღო ამ ტურნირში. თქვენ შექმენით ის ატმოსფერო, რომელმაც გრიქულას თასი განსაკუთრებულ მოვლენად აქცია. ❤️
გრიქულ, ყოველთვის გვემახსოვრები!
გპირდებით, რომ გრიქულას თასი ყოველ წელს კიდევ უფრო საინტერესო, მასშტაბური და გამორჩეული იქნება!
🏆 გრიქულას თასის 2026 წლის ჩემპიონია — იანგ ბოისი!
გვიყვარხართ და მადლობა ყველას! ❤️