30/08/2025
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ტაეკვონდოს ჯგუფი აცხადებს მიღებას და იწვევს გოგონებსა და ვაჟებს კორეული საბრძოლო ხელოვნების შესასწავლად 5 წლის ასაკიდან.
🔵სპორტულ გამაჯანსაღებელი ვარჯიშები - სისწრაფეში, სიძლიერესა და კოორდინაციაში.
🔵შეისწავლით აღმოსავლური ორთაბრძოლების სახეობა ტაეკვონდოს, ტაეკვონდო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და აღიარებული საბრძოლო ხელოვნებაა,
რომელიც 2000 წლიდან უკვე ოფიციალურად არის სპორტის ოლიმპიურ სახეობებში.
🔵მოსწავლეები გადიან ქამრების გამოცდებს (საფეხურებს), ენიჭებათ შესაბამისი სერტიფიკატი, ასევე სისტემატურად და წარმატებით მონაწილეობენ საქართველოს, რაიონულ და ასევე საერთაშორისო შეჯიბრებებში, როგორც საქართველოში ისევე საზღვარგარეთ, ასევე გადიან ზამთრისა და საზაფხულო შეკრებებს, ხვდებიან საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში.
📱 574 80 23 99
⬇️ მისამართი და ვარჯიშების დღეებია:
📌ძიუდოს სპორტული სკოლის დარბაზი
(კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია)
რუსთაველის ქ.102
📌 სპორტული კომპლექსი ,,ათა ჰოლდინგი”
გიორგი მაზნიაშვილის ქ.3
✅ ️ოთხშაბათი
✅️ შაბათი
✅️ კვირა
მარნეულში აღნიშნული ტაეკვონდოს ჯგუფის ვარჯიშები მიმდინარეობს 2015 წლიდან.
მწვრთნელი: ზაზა უმფრიანი
(საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის ლიცენზირებული მწვრთნელი (2015),
მე-3 კლასის საერთაშორისო მწვრთნელის ლიცენზია (2022).
ტაეკვონდო
სპორტის ოლიმპიური სახეობა