24/07/2026
დღეს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის მინდორი ჩვეულებრივზე მეტად განსაკუთრებული იყო…
მწვანე საფარზე, სადაც არაერთი მატჩი, გამარჯვება, ემოცია და საფეხბურთო ისტორია შექმნილა, 350 ფეხბურთელის მაისურმა დაიკავა ადგილი. თითოეული მაისური — ერთი მოთამაშე, ერთი გზა, ერთი ისტორია. ⚽️
ეს იყო სანახაობა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ფეხბურთი მხოლოდ 90 წუთი და ანგარიში არ არის. ფეხბურთი არის ემოცია, მოგონება, ოცნება და ისტორია, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს. 💙
დღეს ჩვენი მინდორი 350 ფეხბურთელის ისტორიას იტევდა… და ეს ნამდვილად იყო სანახაობა, რომელიც დიდხანს დაგვამახსოვრდება. ⚽️✨
📌 აღსანიშნავია, რომ უნიკალური კოლექცია ეკუთვნის ქუთაისელ მოქალაქეს, ნიკა მირცხულავას, რომლის მრავალწლიანი სიყვარულისა და ფეხბურთისადმი განსაკუთრებული ინტერესის შედეგად უამრავი მაისური ერთ დიდ, შთამბეჭდავ კოლექციად იქცა. ⚽️👕