19/05/2026
გიორგი ჩელებაძე — „შუქურას“ ყოფილი კაპიტანი და დღეს უკვე „ჩელეს აკადემიის“ დირექტორი. 👇
ქობულეთის ფეხბურთის ისტორიაში გიორგი ჩელებაძის სახელი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ფეხბურთელი, რომელმაც კარიერის განმავლობაში მნიშვნელოვანი გზა გაიარა, დღეს საკუთარ გამოცდილებას უკვე ახალგაზრდა თაობის განვითარებას ახმარს.
გიორგი ჩელებაძე დაიბადა 1992 წლის 1 იანვარს, ქობულეთში. 182 სანტიმეტრი სიმაღლის ფეხბურთელი კარიერის განმავლობაში თავდამსხმელისა და ნახევარმცველის პოზიციებზე თამაშობდა და მოედანზე ყველაზე ხშირად მე-10 ნომრით გამოდიოდა..ნომრით, რომელიც ლიდერობასა და შემოქმედებით ფეხბურთთან ასოცირდება.
საფეხბურთო განათლება მან 35-ე სკოლაში მიიღო, რის შემდეგაც პროფესიონალურ ფეხბურთში გადაინაცვლა და კარიერა უცხოეთში გააგრძელა. ახალგაზრდა ასაკში ჩელებაძემ ისეთი კლუბების მაისური მოირგო, როგორებიცაა:
🔹 „ჩორნომორეცი“ ოდესა (2010–2011)
🔹 „ფაკელი“ ვორონეჟი (2011)
🔹 „რუბინი“ ყაზანი (2011–2012)
საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად იქცა ქობულეთის „შუქურაში“, სადაც არამხოლოდ გუნდის ლიდერი და კაპიტანი იყო, არამედ ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში კლუბის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.
მისი კარიერა ასევე უკავშირდება შემდეგ კლუბებს:
🔹 ბათუმის „ადელი“
🔹 ქობულეთის „შუქურა“
🔹 „მერანი“ თბილისი
🔹 „სიონი“
🔹 „შევარდენი 1906“
🔹 „არაგვი“
🔹 „გონიო“
გიორგი ჩელებაძე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც წარმატებით ასპარეზობდა:
🇬🇪 საქართველო U17
🇬🇪 საქართველო U19
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ გიორგი ჩელებაძე ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, რევაზ ჩელებაძის შვილია, ადამიანის, რომლის სახელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებული პატივით იწერება.
გიორგი ჩელებაძემ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა უკვე დაასრულა. მისი ბოლო კლუბი „გონიო“ იყო, რის შემდეგაც გადაწყვიტა, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება მთლიანად ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებისთვის მოეხმარებინა.
დღეს იგი „ჩელეს აკადემიის“ დირექტორია. ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს აკადემიის განვითარებაზე, ახალგაზრდა ტალანტების სწორ გზაზე დაყენებასა და პროფესიონალური გარემოს შექმნაზე.
მისი მრავალწლიანი გამოცდილება, ქართულ და უცხოურ ფეხბურთში მიღებული ცოდნა, საფეხბურთო კავშირები და ავტორიტეტი „ჩელეს აკადემიისთვის“ უდიდესი ძალაა.
გიორგი ჩელებაძის ყოფნა აკადემიაში ნიშნავს:
✅ პროფესიონალურ გარემოს
✅ ევროპული გამოცდილების გაზიარებას
✅ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის სწორ მიმართულებას
✅ დიდ მოტივაციას თითოეული ბავშვისთვის
✅ მნიშვნელოვან საფეხბურთო კავშირებს მომავლისთვის
„ჩელეს აკადემია“ აგრძელებს განვითარებას ადამიანებთან ერთად, რომლებმაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში საკუთარი კვალი უკვე დატოვეს. ❤️⚽️