საფეხბურთო გუნდი "ივერია" ხაშურის განვითარების ფონდი

  • Home
  • Georgia
  • Khashuri
  • საფეხბურთო გუნდი "ივერია" ხაშურის განვითარების ფონდი

საფეხბურთო გუნდი "ივერია" ხაშურის განვითარების ფონდი საფეხბურთო გუნდი "ივერია" ხაშურის განვითარების ფონდი

საფეხბურთო კლუბი ივერია ხაშური — საქართველოს საფეხბურთო კლუბი ქალაქ ხაშურიდან. კლუბი 1990–იანი წლების დასაწყისში უმაღლეს ლიგაში მონაწილეობდა. 1997 წელს კი პირველ ლიგაში დაქვეითდა. შემდგომში კლუბი პირველ და რეგიონულ ლიგაში მონაწილეობდა. 2009 წელს გუნდი აღდგა და დღემდე თამაშობს აღმოსავლეთის მეორე ლიგაში.

დაარსებულია – 1926 წელს (არაოფიციალური)
თამაშობს – გრიგოლ ჯომართიძის სახელობის სტადიონზე.
ტევადობა – 10.000 (ესაჭიროება რესტავრაცია)
ამჟამად თამაშობს მეორე ლიგაში (აღმოსავლეთ ზონა)

17/05/2025

ჩვენ ერთად მივაღწევთ წარმატებებს 🙌
მადლობა 🙏

სამწუხაროდ დავმარცხდით მარნეულში ადგილობრივ “ალგეთთან” 0:2 .. თუმცა ტრაგედია არაფერია ამაში და ჩემპიონატის დაწყების წინ ...
15/05/2025

სამწუხაროდ დავმარცხდით მარნეულში ადგილობრივ “ალგეთთან” 0:2 ..
თუმცა ტრაგედია არაფერია ამაში და ჩემპიონატის დაწყების წინ რომ ეთქვა ვინმეს შვიდი ტურის შემდეგ ლიდერები ვიქნებოდით , მინიმუმ გაგვეღიმებოდა 👌
მადლობა ბიჭებს თავდაუზოგავი ბრძოლისთვის და შრომისთვის🙏❤️
ახლა მთავარია იმ სულისკვეთების შენარჩუნება , რითიც აქამდე მოვედით და მომდევნო თამაშებისთვის მომზადება 🙌
P.S ერთს დავატებ აუცილებლად 🙏 ივერიის გულშემატკივრები არიან ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილი და უდიდესი მადლობა მათ გვერდით დგომისთვის და საქართველოს ნებისმიერ ქალაქში გუნდი , რომ როგორც შინაურ ასპარეზზე ისე გრძნობს თავს არის მათი დამსახურება 🫶
ფანობაც და თამაშიც გვინდა რომ იყოს ღირსეული და ყველამ ხელი შევუწყოთ გუნდის სასიკეთო ინტერესებს და არა პირიქით 🙏

6 ტურის შემდეგ რა სასიამოვნო სანახავია ცხრილი 👌🙏❤️
08/05/2025

6 ტურის შემდეგ რა სასიამოვნო სანახავია ცხრილი 👌🙏❤️

ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ბიჭებს ❤️⚽️🙏 #ჩვენვართივერია ✊❤️
23/04/2025

ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ბიჭებს ❤️⚽️🙏
#ჩვენვართივერია ✊❤️

ხაშურის “ ივერიის” სახელით თანავუგრძნობთ ოჯახსა და მეგობრებს  🙏🥺 ქუთაისის “ტორპედოს” აკადემიის ფეხბურთელის, 15 წლის ბექა...
18/04/2025

ხაშურის “ ივერიის” სახელით თანავუგრძნობთ ოჯახსა და მეგობრებს 🙏🥺 ქუთაისის “ტორპედოს” აკადემიის ფეხბურთელის, 15 წლის ბექა წვერავას ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

დაძაბულ , საინტერესო და უშეღავათო მატჩში მოპოვებული მორიგი სამი 3 ქულა ❤️❤️❤️სამგურალი 2 — ივერია 0:1 ⚽️3 ტური და 9 ქულა...
16/04/2025

დაძაბულ , საინტერესო და უშეღავათო მატჩში მოპოვებული მორიგი სამი 3 ქულა ❤️❤️❤️
სამგურალი 2 — ივერია 0:1 ⚽️
3 ტური და 9 ქულა 👌
#ჩვენვართივერია 🫡🙌🙏

საინტერესო და დაძაბულ შეხვედრას ველით  წყალტუბოში 🙏წარმატებები ჩვენს ბიჭებს 🥰⚽️🙌 #ჩვენვართივერია ❤️
16/04/2025

საინტერესო და დაძაბულ შეხვედრას ველით წყალტუბოში 🙏
წარმატებები ჩვენს ბიჭებს 🥰⚽️🙌
#ჩვენვართივერია ❤️

მეორე ტურშიც გამარჯვებას მივაღწიეთ 🙏👌ივერია - გურია 1:0 🙏❤️⚽️შესანიშნავი დასაწყისი და გვჯერა გაგრძელებაც დამაიმედებელი ი...
10/04/2025

მეორე ტურშიც გამარჯვებას მივაღწიეთ 🙏👌
ივერია - გურია 1:0 🙏❤️⚽️
შესანიშნავი დასაწყისი და გვჯერა გაგრძელებაც დამაიმედებელი იქნება 🙏⚽️🥰

პირველი მატჩი საშინაო არენაზე  მეოთხე ლიგაში.. ქართული მასშტაბით ორი უძველესი კლუბის დაპირისპირება 🙏 ლანჩხუთის “გურიაც” ...
07/04/2025

პირველი მატჩი საშინაო არენაზე მეოთხე ლიგაში..
ქართული მასშტაბით ორი უძველესი კლუბის დაპირისპირება 🙏
ლანჩხუთის “გურიაც” და “ ივერიაც “ ასი წლის კლუბები არიან და სამწუხაროა რომ რანგით მეითხე ლიგაში უწევთ ასპარეზობა …
შევავსოთ სტადიონი ტრადიციულად და ვუგულშემატკივროთ ჩვენს ბიჭებს 🙏🥰 ამავდროულად აუცილებელი პატივისცემით მოვიქცეთ Fc Guria Lanchkhuti ისტორიის და კლუბის წინაშე მინდორზეც და მის გარეთაც 🙌🙏

ახალი სეზონი ახალ ლიგაში ... ⚽❗❗❗ახალი გამოწვევა და ბრძოლა ✊🙌🙏ყველაფრის მიუხედავად ჩვენ “ივერია” ვართ და გვჯერა, რომ მიუ...
03/04/2025

ახალი სეზონი ახალ ლიგაში ... ⚽❗❗❗
ახალი გამოწვევა და ბრძოლა ✊🙌🙏
ყველაფრის მიუხედავად ჩვენ “ივერია” ვართ და გვჯერა, რომ მიუხედავად ბევრი სირთულის ვიბრძოლებთ ჩვენი სიტყვის სათქმელად ამ სეზონშიც 🙏⚽️❤️

12/12/2024

1996 წელი - აკას პატარა საფეხბურთო კლასიკა 🥰

სულ ესაა ფეხბურთი!
აკა მორჩილაძის გემრიელი სვეტი "სარბიელიდან" ⚽🙏

ორი რამაა ჩართული ამ ამბავში - წარსული და ჟურნალისტის ხელობა. წარსული ისეთი რამ გახლავთ, რომ კაცი ხეირიანად ვერ აღიდგენ თვალწინ. ჟურნალისტის ხელობა კი იმგვარი პროფესიაა, რომ სილამაზის დედოფალსაც კი ნაკლი უნდა აართვას.

მთელი ევრო-96-ის განმავლობაში ამ ოხერ სვეტს გთავაზობდით და ვცდილობდი არ გამემჟღავნებინა, ვისი ჩემპიონობა მსურდა (ისევე, როგორც თქვენ, მეც ვიღაცას „ვბალეშჩიკობდი“). ახლა ამის დამალვას აზრი არა აქვს - ინგლისელების მხარეს ვიდექ და გულდამწვარი დავრჩი.

ფეხბურთი ასეთი რამ არის და ამის გამო თავის მოკვლა არ ეგების.

მეტსაც გეტყვით, რაც თავი მახსოვს სულ კუნძულელების მხარეს ვარ და ჩვენს გულშემატკივართა წრეში ასე იყო მიღებული, რომ ანგლომანებს აქილიკებდნენ - თქვენი ფეხბურთი ვჭამეთო. ამას უფრო ახირებად უთვლიდნენ ხალხს, ვიდრე ფეხბურთის და გუნდის სიყვარულად.

თბილისის „ბალეშჩიკების“ თემი ხომ უბნებად არის დაყოფილი და ეს უბნები მუდმივად ხითხითებენ ერთმანეთის გამო.

ინგლისელთა თაობაზე ქალაქურ „საბალეშჩიკო“ ფოლკლორს შემონახული აქვს ამბავი მათი ტყუილი ჩემპიონობის და ფიფას პრეზიდენტ სერ სტენლი როუზის ოღრაშობის გამო. ის ერთადერთი ჩემპიონობაც ინგლისს არ ეთვლება იმისთვის, რომ თურმე ჯერაც არ გარკვეულა, ჯეფრი ჰერსტის დარტყმული ბურთი ხაზს იქეთ დაეცა, თუ ხაზს აქეთ.

ინგლისური ფეხბურთისადმი უსიმპატიოდ განწყობილი ქომაგები ამ ფოლკლორს აფიქსირებენ ჟურნალისტურ დარგებშიც და დაბეჯითებით იმეორებენ: ოცდაათი წლის წინ ინგლისს მიუდგნენ, როგორც მასპინძელსო. დიახაც, ასე იყოს. ინგლისს ხომ წელსაც მიუდგნენ ესპანელებთან, როგორც მასპინძლებს. ფეხბურთში და მის სიყვარულში ხომ ეს გახდა მთავარი, ვინ ვის მიუდგა.

მე ინგლისს მაინც ვქომაგობ და ახლა გეტყვით იმას, რისი თქმაც ძალიან არ მინდოდა, რადგან საფეხბურთო ჭორაობას თვითონ ფეხბურთი მირჩევნია.

ძმებს, არგენტინის მოყვარულებს ვეუბნები: ძალიან მიყვარს თქვენი ფეხბურთი. სამხრეთში ჩემთვის არგენტინაა. დიეგოს ფოტო თავთან მიკიდია და მენოტისთანა კაცი ცოტა მგონია საფეხბურთო ქვეყანაზე. ამიტომ - ამ ერთხელ (მდგომარეობის გათვალისწინებით) არ გამინაწყენდეთ. ეს ერთი წაჭორავება შემინდეთ.

ჯეფრი ჰერსტის გოლი ხაზს აქეთ დაეშვა. „ღმერთის ხელით“ გატანილი ბურთი კი ზუსტად შევარდა კარში. ხომ ასეა? ახლა არ დამიწყოთ, არგენტინა ინგლისს ჯობდა 86-შიო. ვიცი, ბრმა არა ვარ, მაგრამ „ღმერთის ხელი“? აბა, ვილაპარაკოთ, 66-ში ინგლისი სჯობდა თუ გერმანია?

ეგეც არ იყოს და ცნობილი ამბავია, გენერალ ვიდელას ხუნტამ ფქვილის ხელშეკრულება და საბანკო რამე-რუმეები რომ გაუყინა პერუს. ამაზე ვილაპარაკოთ? თამაშის დღეს გაუყინა, მეორე დღეს გაუღო. არ მინდოდა ამის თქმა - ეს ყველაფერი ძალიან ყვითელი ამბავია და ქომაგები თამაშზე უნდა ვლაპარაკობდეთ. და არა ასეთ რამეებზე, მაგრამ აღარ გათავდა და რა ვქნა?

არანაკლებ ცნობილი ამბავია (თავისთავად საუცხოო ანეგდოტი), რომ არგენტინა - პერუს თამაშის შემდეგ ტარანტინის შარდში ფეხმძიმე ქალის შარდისთვის დამახასიათებელი ელემენტები უპოვნიათ. ანდა, ნადოპინგარი ორტისი თამაშის შემდეგ ერთ საათს კიდევ დარბოდაო.

ასეთი ამბავი უამრავი არსებობს. თამაში არ არის, რომ რაღაც არ იყოს ისეთი, მაგრამ მე იმაზე ვილაპარაკო, მარადონა და პოლ მერსონი რამდენ კოკაინს ყნოსავენ, თუ 78-ის ზღაპრული არგენტინა გავიხსენო? გაზას ქალები ვითვალო, თუ გაზას გოლები?

ასე მგონია, რომ ფეხბურთი სუფთაა, მის გარშემო მოტრიალე კარუსელი კი ჭუჭყიანი. ჩამოვხტეთ კარუსელიდან და ვუყუროთ თამაშს, თორემ ჰერსტმა დაარტყა და „ღმერთის ხელიც“ თან მოჰყვა.

მოგონილი გოლებით ჩემპიონები ხომ არ არსებობენ - ჩემპიონები თამაშით ხდებიან.

05/12/2024

გილოცავთ 🙌🏆✊ უდიდესი სტიმულია ,ქვედა ლიგებში მყოფი გუნდებისთვის და მოთამაშეებისთვის 🙏
სპაერი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებულია ! 🏆🥇F.C. Spaeri 🙌✊

Address

Khashuri

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საფეხბურთო გუნდი "ივერია" ხაშურის განვითარების ფონდი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to საფეხბურთო გუნდი "ივერია" ხაშურის განვითარების ფონდი:

Shortcuts

Share

Category