08/06/2026
🏉🏆 მსოფლიო ჩემპიონატის თასი ყაზბეგშია 💫
🇬🇪🏉🌏 საქართველო 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით რაგბში 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს და ტურნირის დაწყებამდე თასი ყაზბეგში გვესტუმრა. დაბა სტეფანწმინდის სტადიონზე თასს რაგბის კლუბი "ყაზბეგის" ბავშვთა გუნდის წევრები დახვდნენ და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
🏔🏉 8-12 ივნისის განმავლობაში თასი მყინვარწვერს ეწვევა, აღნიშნული ექსპედიცია რაგბის კავშირის, "მეთექვსმეტესა" და რ/კ "გარდასახვა 5054"-ს ორგანიზებით იმართება. ✊️