13/06/2026
დავბრუნდით ულამაზესი მონტენეგროდან, ემოციებით, სიამაყითა და დაუვიწყარი მოგონებებით სავსენი. ❤️🇬🇪🇲🇪
გულწრფელ მადლობას ვუხდით თითოეულ მშობელს იმ უდიდესი ნდობისთვის, რომ გვანდობენ თავიანთ ყველაზე ძვირფასს ,შვილებს და გვატანენ ასეთ შორ გზაზე. განსაკუთრებული მადლობა იმ მშობლებსაც, რომლებიც ამ მოგზაურობაში ჩვენს გვერდით იყვნენ. ❤️
მადლობა იმისთვის, რომ ხელს უწყობთ ბავშვებს იყვნენ ბედნიერები, განვითარდნენ, შეიძინონ ახალი გამოცდილება და ღირსეულად წარმოაჩინონ ჩვენი ქვეყნის კულტურა საერთაშორისო ასპარეზზე.💃🏿🕺
ამჯერად მონტენეგროში, სადაც ხუთი ქვეყანა წარადგენდა საკუთარ კულტურას, ჩვენმა ბავშვებმა და პედაგოგებმა დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით წარადგინეს ქართული კულტურა და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ხელოვნებას საზღვრები არ აქვს.
მადლობა ყველას, ვინც ამ დაუვიწყარი მოგზაურობის ნაწილი გახდა. ერთად კიდევ ბევრ წარმატებასა და ლამაზ მოგონებას შევქმნით!🤍
უმთავრესი მადლობა N Studia-ს, რომ ჩვენს ანსამბლს
აქვს ეს ფუფუნება ყოველთვის საუკეთესო გასტროლებით დატკბეს და დაუვიწყარი მოგონებები შექმნას. ❤️
მადლობა ჩვენს უსაყვარლეს ვიდეოგრაფს Giorgi Kadaria, რომ ყველაზე ლამაზ წუთებს გვინახავს და ამ დაუვიწყარ მოგონებებს ისტორიად გვიტოვებს. ❤️🎥