03/08/2026
საკალათბურთო კლუბ „ივერიონს“ ფიზიკური მომზადების ახალი მწვრთნელი, მოლდოველი სპეციალისტი სერგეი ნოვიკოვი შეემატა.
სერგეი ნოვიკოვი „ივერიონის“ სუპერლიგის მთავარ გუნდსა და აკადემიის ასაკობრივ გუნდებში იმუშავებს. გარდა ამისა, ის გამოცდილებას გაუზიარებს იმ გორელ ახალგაზრდებს, რომლებიც ფიზიკური მომზადების მწვრთნელობით არიან დაინტერესებულნი.
მას სხვადასხვა წლებში უმუშავია მოლდოვისა და საქართველოს საკალათბურთო კლუბებსა და აკადემიებში, მათ შორის:
2025–2026: „Royal“ (კიშინიოვი, მოლდოვა)
2023–2024: „მთიელი“ (თბილისი, საქართველო)
2022–2023: „B.A.M“-ის აკადემია და „Northland Rybnitsa“ (მოლდოვა)
2020–2022: ასევე იმუშავია სანქტ-პეტერბურგის „Black Bears Polytech“-ში
„ივერიონის“ მიზანია გორის საკალათბურთო ცხოვრებაში ახალი სტანდარტების დანერგვა, ბავშვთა კალათბურთის განვითარება, თანამედროვე ცოდნის დამკვიდრება და ადგილობრივი ახალგაზრდა სპეციალისტების გაზრდა.