Phoenix volleyball

Phoenix volleyball Phoenix VC 🏐🔥 | From ashes to victory • ფერფლიდან გამარჯვებამდე

🏐 ნახევარფინალის დროა! 🏐საქართველოს პირველი ლიგის ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა:სტელარი 🆚 გარდაბნის...
14/06/2026

🏐 ნახევარფინალის დროა! 🏐

საქართველოს პირველი ლიგის ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა:

სტელარი 🆚 გარდაბნის ფენიქსი

📍 მცხეთის სპორტული ცენტრი

🕒 ხვალ, 15:00

გვეწვიეთ და დაესწარით ჩვენს თამაშს, ფენიქსი მოუთმენლად ელოდება ქომაგებსა და მხარდამჭერებს! 🔥

✨🇬🇪 გარდაბანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის 2008 წლის აგვისტოს ომშ...
13/06/2026

✨🇬🇪 გარდაბანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული მებრძოლის, ლევან დევდარიანის სახელობის ტურნირი ფრენბურთში. 🏐

🙏ლევანის თავდადება და გმირობა შემორჩა ისტორიას, ხოლო ეს ტურნირი კარგი შესაძლებლობაა პატივი მივაგოთ მის ხსოვნას, გავიხსენოთ მისი ღირსეული ცხოვრება და მომავალი თაობებისთვის მისი მაგალითი შთაგონების წყაროდ ვაქციოთ.

✅ ტურნირი გარდაბნის გუნდისთვის წარმატებული გამოდგა. 🏆✊

🙏 მადლობა ორგანიზატორებს ასეთი სანახაობრივი ტურნირის ჩატარებისთვის! 🤝

🔥 ურთულესი მისია შესრულებულია — გარდაბნის ფენიქსი ნახევარფინალშია!🏐 ბოლო სამი მატჩი ჩვენთვის გადამწყვეტი იყო. ნახევარფინ...
11/06/2026

🔥 ურთულესი მისია შესრულებულია — გარდაბნის ფენიქსი ნახევარფინალშია!

🏐 ბოლო სამი მატჩი ჩვენთვის გადამწყვეტი იყო. ნახევარფინალში გასასვლელად აუცილებელი იყო სამივე თამაშიდან ქულების მოპოვება, და ჩვენ ეს შევძელით!

✅ გამბიტი - გამარჯვება 3:2
✅ ოზურგეთი - გამარჯვება 3:0
✅ სოხუმი - მარცხი 3:2, თუმცა მნიშვნელოვანი 1 ქულა მოვიპოვეთ.

💪 სამი თამაში, სამი მოპოვებული ქულა და ორი შთამბეჭდავი გამარჯვება, სწორედ ამ შედეგმა გაგვიყვანა ნახევარფინალში!

🤝 ყოველი მატჩის შემდეგ მოწინააღმდეგე გუნდთან ერთად სამახსოვრო ფოტოს ვიღებთ, რაც უკვე სასიამოვნო ტრადიციად იქცა და ერთმანეთისადმი პატივისცემასა და სპორტულ სულისკვეთებას გამოხატავს.

🦅 მადლობა ყველა მოთამაშეს, გულშემატკივარსა და ადამიანს, ვინც ამ გზაზე გვერდით გვედგა.

🔥 წინ ნახევარფინალია!

🔥 ფენიქსის საოცარი ქამბექი!🏐 მიუხედავად იმისა, რომ გუნდი 2-0 აგებდა, ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და თორი 3:2 დაამარცხეს!❤️ ...
03/06/2026

🔥 ფენიქსის საოცარი ქამბექი!

🏐 მიუხედავად იმისა, რომ გუნდი 2-0 აგებდა, ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და თორი 3:2 დაამარცხეს!

❤️ ვამაყობთ გუნდის თითოეული წევრით ამ დაუვიწყარი გამარჯვებისთვის.

🏐 გარდაბნის ფენიქსი VS ცაგერი✅ მეორე ტურის მეორე თამაში ჩვენი გამარჯვებით დასრულდა — 3:0. ✊ მადლობას ვუხდით გუნდს სამართ...
31/05/2026

🏐 გარდაბნის ფენიქსი VS ცაგერი

✅ მეორე ტურის მეორე თამაში ჩვენი გამარჯვებით დასრულდა — 3:0.

✊ მადლობას ვუხდით გუნდს სამართლიანი და ღირსეული თამაშისთვის.

♥️🔥 მატჩის შემდეგ გადაღებული საერთო ფოტო ჩვენი სპორტული ურთიერთპატივისცემის კიდევ ერთი ლამაზი მაგალითია.

🤝 ასევე, განსაკუთრებული მადლობა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი-სა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია/ Gardabani Municipality City Hall-ს გაწეული ფინანსური მხარდაჭერისთვის!

🏐🔥 ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის დაწყების წინ, გარდაბნის ფენიქსი დაუპირისპირდა თსუ-ს გუნდს ამხანაგურ მატჩში, სადაც 3:...
27/05/2026

🏐🔥 ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის დაწყების წინ, გარდაბნის ფენიქსი დაუპირისპირდა თსუ-ს გუნდს ამხანაგურ მატჩში, სადაც 3:0 ანგარიშით გავიმარჯვეთ.
🤝 მადლობა TSU-ს მასპინძლობისთვის და სასიამოვნო თამაშისთვის — ასეთი შეხვედრები ყველაზე უკეთ გვამზადებს მომდევნო ეტაპებისთვის.
💥💪 წინ კიდევ მეტი შრომა და ახალი გამოწვევები!

🏐✨ გარდაბნის ფრენბურთის გუნდის, Phoenix-ის წარმომადგენელი დაესწრო მნიშვნელოვან ახალგაზრდულ შეხვედრას რუსთავში, სადაც ახა...
26/05/2026

🏐✨ გარდაბნის ფრენბურთის გუნდის, Phoenix-ის წარმომადგენელი დაესწრო მნიშვნელოვან ახალგაზრდულ შეხვედრას რუსთავში, სადაც ახალგაზრდებთან ერთად სხვადასხვა აქტუალური საკითხი განიხილეს — მათ შორის რუსთავსა და გარდაბანს შორის ტრანსპორტი, ახალგაზრდების შესაძლებლობები და სპორტის განვითარება.

შეხვედრას ესწრებოდნენ ვარლამ ლიპარტელიანი • Varlam Liparteliani; ავთანდილ ჭრიკიშვილი/Avtandil Tchrikishvili და ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე / Nino Latsabidze, რომელმაც ისაუბრა სპორტის მიმართულებით დაგეგმილ მნიშვნელოვან ცვლილებებსა და რესურსების გაზრდაზე, რათა რუსთავი კიდევ უფრო მეტად სპორტის ქალაქად იქცეს. 🏟️🔥

მადლობა ორგანიზატორებსა და ქალბატონ ნინო ლაცაბიძეს ახალგაზრდებთან აქტიური დიალოგისთვის. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს შეხვედრა რეალურ და პოზიტიურ ცვლილებებში აისახება. 💙

🏐✨ დასრულდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის პირველი ტური! 💪 პირველი ტურის ბოლოს გუნდმა ორი მნიშვნელოვანი ...
13/05/2026

🏐✨ დასრულდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის პირველი ტური!

💪 პირველი ტურის ბოლოს გუნდმა ორი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ახლა მონდომებით ვემზადებით მომდევნო მატჩებისა და გამოწვევებისთვის. 🔥

ჩვენი მადლიერება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია/ Gardabani Municipality City Hall-ს ფინანსური მხარდაჭერისთვის👏

ასევე დიდი მადლობა საქართველოს ფრენბურთის ფედერაციასა და Leri Subeliani-ს ჩვენი საჭირო რესურსებით უზრუნველყოფისთვის 🤝

ფენიქსი ყოველთვის ბრუნდება🐦‍🔥💥

საქართველოს პირველი ლიგის ეროვნული ჩემპიონატი მიმდინარეობს ახლა 🔥🐦‍🔥 ფენიქსი 🆚 გურია ⚡️ ვუსურვებთ ჩვენს გუნდს წარმატებას...
05/05/2026

საქართველოს პირველი ლიგის ეროვნული ჩემპიონატი მიმდინარეობს ახლა 🔥

🐦‍🔥 ფენიქსი 🆚 გურია ⚡️

ვუსურვებთ ჩვენს გუნდს წარმატებას! 💪⚽
წინ, გამარჯვებისკენ! 🏆🔥

🏐✨ პირველი ლიგის ეროვნული ჩემპიონატის I ტურის შეჯამება⬇️რთული დასაწყისის მიუხედავად, გუნდმა შეძლო ძალების მოკრება და პირ...
09/04/2026

🏐✨ პირველი ლიგის ეროვნული ჩემპიონატის I ტურის შეჯამება⬇️

რთული დასაწყისის მიუხედავად, გუნდმა შეძლო ძალების მოკრება და პირველი ტური პოზიტიურ ნოტაზე დაასრულა. 💪🔥

წინ გველის ახალი გამოწვევები, სადაც კიდევ უფრო დიდი მოტივაციითა და თავდადებით შევხვდებით თითოეულ შერკინებას.

🤝 ჩვენი მადლიერება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია/ Gardabani Municipality City Hall-ს ჩვენი საჭირო რესურსებით უზრუნველყოფისთვის.

👏 ასევე უღრმესი მადლობა ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, Leri Subeliani-ს გვერდში დგომისთვის.

ფენიქსი ყოველთვის ბრუნდება — უფრო ძლიერი, უფრო მიზანდასახული. 🐦‍🔥❤️‍🔥

Address

გარდაბანი
Gardabani

Telephone

+995598495929

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Phoenix volleyball posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share