სამასი არაგველობა მთიულეთში

  • Home
  • Georgia
  • Dusheti
  • სამასი არაგველობა მთიულეთში

სამასი არაგველობა მთიულეთში Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სამასი არაგველობა მთიულეთში, Stadium, arena & sports venue, Dusheti.

24/09/2024

გილოცავთ სამას არაგველობას !

24/09/2023

დღეს 24 (ძველი სტილით 11) სექტემბერს, წმინდა მოწამე სამასი არაგველის ხსენების დღე აღინიშნება

"კრწანისზე თქმული"

მეფევ გასცილდი, ჩვენი თავი შენამც გენაცვლოს,
უწინ სიცოცხლე ბევრსაც უთქვამს უკვე არაკად,
აქ თუ წვიმაში დავეცემით, ცამ კი ვერ დაგვთმოს,
კვლავ შეძახილზე ჩამოვირბენთ, ღუდას, არაგვად,

მეფევ შენ წადი იქ გელიან ბოლო იმედად,
გეზი იკვლიე სანამ ცხენი ქოშინს მოიკლავს,
ჩვენ დავუზრდივართ დედებს ასე, ქვეყნის შვილებად,
ჩვენ დავეცემით და ამ მიწას გულში მოვიკრავთ,

მთიულთ დაზრდიან, საარაგვოს ჩვენსავე წესზე,
მაგრამ არ უთხრათ შიში ვინმეს აქა ჰქონია
და მომაკვდავი არაგველის, ფრანგული, ხელზე,
რომ არ ითვლიდა ურჯულოთა სისხლებს ქონიანს,

მეფევ შენ წადი, ჩვენ აქ უნდა ზეცა დავბზაროთ,
სამარედ იქცეს უგზოუკვლო, ჩვენი, კრწანისი
და თუ ამ სხეულს, სული უნდა სხვაგან გავყაროთ,
მაშინ ბრძოლაში დავილიოთ, ვიდრე თავისით.

/ანატოლი ყარმაზანაშვილი/

24/09/2023
24.09.2023
24/09/2023

24.09.2023

24/09/2022
24/09/2022

გროვდება ფასანაურთან მთიულეთ-გუდამაყარი,
ქუდზე კაცს დაუძახებენ, წინ მოუძღვება ქავთარი,
მხარს დაუმშვენებს ბურდული, სწრაფია როგორც აფთარი,
- ნადიბაიძეს ჰკითხავენ - სად არის შენი ფარ-ხმალი?
- ჩემ ბიჭს მივეცი დილასვე, თან მომდევს ისიც აქ არი,
მე ნედლი კეტი გამოვჭერ, სატევარი მაქვს მაგარი.
აი შიოლაც გამოჩნდა, ფეხზე ვიხილეთ დამდგარი,
ორმოც წელს გადააბიჯა, მაინც არვინ ჰყავს ბადალი.
ეს ვინღა მოდის ნეტავი, მარტო რომ ჰკიდავ ხანჯალი?
ეგ არის მტრებს რომ მუსრავდის აქეთ მოჰქონდის ნადავლი,
ხევშელი გიგოლაია, მტრის სისხლით გაუმაძღარი.
აი ბოლონაც გამოჩნდა, ბექაურია გვარადა,
წინ მოუძღვება თავის რაზმს, არას დაიდებს ვალადა,
არ უღალატებს თავის ხალხს, განთქმული თვალად ტანადა
თან მოსდევს აფციაური, მძლეთა-მძლე თავის თავადა.
კარგად სცნობს მუსულმანებსა, იმათ ადრეცა ხმალავდა,
ცხენ კაცსა ჰკვეთდის შუაზე, ფარი ვერავის ფარავდა,
ცხენს შეირჩევდის მუხლმაგარს, მძიმე ვარ საზიდავადა.
დიდება სამას არაგველს !!!

Address

Dusheti

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სამასი არაგველობა მთიულეთში posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share