24/05/2026
დღეს ქ. თელავში ჩატარდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის სასკოლო ოლიმპიადის რეგიონალური ტურნირი ჭადრაკში. მუნიციპალურ დონეზე გამარჯვებული 8 გუნდი იბრძოდა რესპუბლიკური ტურნირის დასკვნით ეტაპზე მონაწილეობის საგზურისათვის.
დედოფლისწყაროს ღირსებას იცავდნენ წმ. ვახტან გორგასლის სახელობის საჯარო სკოლის მე-2- კლასის მოჭადრაკეები: პირველ დაფაზე- დაჩი ბუზარიშვილი, #2- მელანია ლობჯანიძე, #3- დაჩი პოპიაშვილი, #4- მარიამ ბაიდოშვილი. ეს ,,ოთხი მუშკეტერი“ ამავროულად თითქმის, ერთი წელია ჩემი შეგირდებიც არიან. მათმა ჭადრაკისადმი სიყვარულმა და შრომამ არ დააყოვნა:- ჩატარდა მე-4-ედ ფინალი, ნახევარ ინალი, ფინალი და ყველა მათგანში დედოფლისწყაროელებმა გაიმარჯვეს 4:0 ანგარიშით.
ვულოცავ ჩემს 4 ,,მუშკეტერს“, სკოლის დირექტორს- თეა სხირტლაძეს, ჭადრაკის პედაგოგს- თეა უჩავას, მოჭადრაკეთა მშობლებს ამ წარმატებას და ვუსურვებ, რომ ქ. თბილისიდანაც (6 ივნისი) ასეთივე ხელდამშვენებულნი დაგვიბრუნდნენ.