Sport Fishing Federation of Adjara

Sport Fishing Federation of Adjara აჭარის სპორტული თევზჭერის ფედერაცია

26/05/2025

მწვანე ტბა

26/05/2025

კარგი გასვლა მწვანე ტბაზე

16/05/2025

სეზონის პირველი ქაშაპი

02/08/2024
08/07/2024

#იცოდეზღვარი

05/06/2024

შემოგვიერთდით ფედერაციაში

30/04/2024

🇬🇪🇬🇪🇬🇪 🏆🏆🏆🇬🇪🇬🇪🇬🇪 2024 წლის საქართველოს თასის სარეიტინგო ეტაპი კომპაკ სპორტინგში. (100 სამიზნე) . ალექსანდრე ჩინჩალაძის სახელობის გარდამავალი თასი.
🏆 შეჯიბრს ორგანიზებას უწევს საქართველოს სპორტინგის ფედერაცია.
🥏 სარეიტინგო შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ფედერაციის წევრებს. 🥏 საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე ფედერაციის წევრებს და ფედერაციის წევრობის არმქონე საქართველოს მოქალაქეებს მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მხოლოდ კონკურს გარეშე.
🥏 შეჯიბრი გაიმართება სამ A ,B და C კლასში, ასევე გამოვლინდება ალექსანდრე ჩინჩალაძის გარდამავალი თასის მფლობელი - რომელიც საუკეთესო შედეგის მქონე სპორტსმენი გახდება. 🥏 A ,B და C კლასებში გამოვლინდებიან გამარჯვებულები და პრიზიორები. 🥏 მონაწილეებს მიენიჭებათ სარეიტინგო ქულები. 🥏 შეჯიბრის ჩატარების დრო და ადგილი : 2024 წლის 18 -19 მაისი, კურორტი საირმე.
https://maps.app.goo.gl/2Ht5XPTWzQFpJNmc8
🥏 გამარჯვებულები და პრიზიორები დაჯილდოვდებიან: თასებით, მედლებით, სიგელებითა და პრიზებით.
🥏 მონაწილე ვალდებულია თან იქონიოს ვაზნები, #9.5 დან #7 მდე, საფანტის წონა არ უნდა აღემატებოდეს 28 გრამს.(დაახლოებით 150 ცალი).
🥏 შეჯიბრი ჩატარდება საერთაშორისო სპორტინგის ფედერაციის FITASC - ის COMPAK SPORTING -ის წესებით
🥏 შეჯიბრზე რეგისტრაციის ღირებულება შეადგენს მინიმუმ 100 ლარს .
📩თანხა უნდა ჩაირიცხოს :
თიბისი ბანკი TBCBGE22, ანგარიში : GE97TB7347136080100005
მიმღები: ააიპ "საქართველოს სპორტინგის ფედერაცია", დანიშნულება: სახელი და გვარი - შეჯიბრში მონაწილეობის საფასური.
რეგისტრაცია შესაძლებელია 14 მაისის 21:00 სთ-მდე. მონაწილეთა რიგითობის და შეჯიბრის პროგრამების კენჭისყრა 14.05.2024 22 სთ-ზე.

⏰⏰⏰ შეჯიბრის რეგლამენტი:
1. ტურნირის პირველი დღის ჩატარების დრო: 2024 წლის 18 მაისი.
2. შეჯიბრის გახსნის და მისალმების საზეიმო სიტყვა, 9:45 დან 9:55 მდე
3. ტურნირის დასაწყისი 10:00 სთ- ზე
4. ტურნირის მეორე დღე დაიწყება 19.05.2024 წ 10.00 სთ-ზე.
5. პრიზიორების დაჯილდოება 19.05.2024 წ 18:00 სთ-დან
🥏🥏🥏 შეჯიბრის წესები:
შეჯიბრი შედგება ოთხი სერიისგან (100 სამიზნე თეფში).
თითოეული სერია მოიცავს 25 სამიზნე თეფშს რომელთაგან : ა. 1 კომპაკის მოედანზე - 3 ცალი სამიზნით და 1 სასიგნალო წყვილით, ბ. 1 კომპაკის მოედანზე - 3 ცალი სამიზნით და 1 ერთდროული წყვილით,
გ. 1 კომპაკის მოედანზე - 1 ცალი სამიზნით და 2 სასიგნალო წყვილით, დ. 1 კომპაკის მოედანზე - 1 ცალი სამიზნით და 2 ერთდროული წყვილით.
ერთეულ სამიზნე თეფშზე მონაწილეს შეუძლია მოახდინოს 2 გასროლა, ხოლო ნებისმიერი ორმაგის შემთხვევაში მონაწილემ უნდა მოახდინოს თითო სამიზნეზე თითო გასროლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაეთვლება აცილებად.
🥏 სამიზნე გატეხილად ითვლება თუ მას მოტყდა თუნდაც თვალით შესამჩნევი ნაწილი.
🥏 თეფშის დაზიანების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მსაჯი.
🥏 სასიგნალო ორმაგი სამიზნის დროს - წყვილ სამიზნე თეფშზე სროლისას, თუ პირველი გასროლის შემდეგ გამოვიდა გატეხილი თეფში, ინიშნება იგივეს გადასროლა ორივე გასროლით, და პირველი სროლის შედეგი რჩება უცვლელი, მიუხედავად იმისა რა შედეგი ჰქონდა მონაწილეს გადასროლის დროს.
🥏 ერთდროული ორმაგი სამიზნის დროს - წყვილ სამიზნე თეფშზე სროლისას, თუ ერთერთი გამოვიდა გატეხილი თეფში, ინიშნება გადასროლა, წინა ნასროლი შედეგი ანულირდება.
🥏 აკრძალულია სხვის თეფშებზე თოფის დამიზნება.
🥏 გატეხილ სამიზნე თეფშზე გასროლა, მსაჯის მითითების მიუხედავად, ჩაითვლება აცილებად.
🥏 მსროლელის მიერ თეფშის არ მიღება ჩაითვლება აცილებად, თუ მასჯმა ტრაექტორია ჩათვალა სწორად.
🥏 ტრაექტორიის სისწორეს წყვეტს მხოლოდ მსაჯი.
🥏 თოფის არგავარდნის შემთხვევაში, მინაწილე ვალდებულია თოფი ჰქონდეს სროლის ზონაში მიმართული ლულებით და დაელოდოს მსაჯს, რომელიც განსაზღვრავს არ გასროლის მიზეზს. მსროლელის მიერ თოფზე ნებისმიერი მანიპულირების შემთხვევაში - ჩაითვლება აცილება.
🥏 წყვილ სამიზნე თეფშზე სროლისას თუ მონაწილე ორივე ვაზნას ესვრის ერთ სამიზნეს ჩაეთვლება ორივე აცილებად.
🥏 ერთდროული ორმაგი სამიზნის დროს - ერთი გასროლით ორივე თეფშის გატეხვისას, შედეგი ანულირდება, ინიშნება გადასროლა, მეორედ იგივეს გამეორების შემთხვევაში, ისევ გადასროლაა, ხოლო მესამად იგივეს შემთხვევაში - ორივე ნულია.
🥏 ხოლო სასიგნალო წყვილში ერთი ვაზნით ორივე სამიზნის გატეხვისას პირველი შედეგი რჩება უცვლელი და მეორეს გამოსავლენად ინიშნება გადასროლა.
🥏 თოფის დამცველზე ყოფნის გამო თუ არ მოხდა სამიზნეზე გასროლა პირველივე შემთხვევაზე: ერთეული სამიზნე ჩაითვლება აცილებად, წყვილ სამიზნეზე სასიგნალო წყვილის დროს – პირველი თეფში ჩაითვლება აცილებად და ინიშნება გადასროლა, ხოლო ერთდროული ორმაგი სამიზნის შემთხვევაში – ჩაითვლება ორივე თეფში აცილებულად.
🥏 თითოეულ სერიაში:
თოფის გაუმართაობის ან ვაზნის გამო არ გასროლა - პირველი შემთხვევა იქნება გაფრთხილება, დაგვარის მეორედ განმეორების შემთხვევაში – ჩაითვლება აცილება, წესებში არსებული ცხრილის მიხედვით.
🥏 მსროლელის მიერ მსაჯის გადაწყვეტილების გაპროტესტება უნდა მოხდეს ხელის აწევით გასროლის შემდგომ მსაჯის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე, ვიდრე მომდევნო მსროლელი განახორციელებს გასროლას. მომდევნო მსროლელის მიერ სამიზნეზე გასროლის შემდგომ არანაირი პროტესტი არ მიიღება.
🥏 პირველი 3 ადგილის გამოსავლენად ერთნაირი შედეგების შემთხვევაში დაინიშნება გადასროლა, რომელიც მიცავს ერთ სერიას (25 თეფშს) ერთი ცალი და ორი ერთდროული წყვილით, აქაც თანაფარდობის შემთხვევაში - გადასროლა მოხდება პირველ აცილებამდე პროგრამის მიხედვით პირველი პოზიციიდან.
🥏 დამატებითი პირობები
თოფის მაქსიმალური ყალიბრი შეზღუდულია და არის 12.
🥏 აკრძალულია სასროლ მოედანზე სროლის იმიტაცია. აღნიშნულის გამო პირველი შემთხვევა გაფრთხილება ( ყვითელი ბარათი), განმეორების შემთხვევაში წითელი ბარათი, რაც მინიმუმ გამოიწვევს საჯარიმო ქულას წესების შესაბამისად.

‼🔊🔊🔊 ყველა მონაწილე ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების წესები:❗❗❗სასროლეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას: ორლულიანის შემთხვევაში - თოფი უნდა იყოს გადახსნილი, ხოლო ნახევრადავტომატური - გახსნილი ჩამკეტით.
🔊 მსროლელს სავალდებულოა ეკეთოს თვალის და სმენის დამცავი საშუალებები და სანომრე ნიშანი ზურგზე ბეჭებს შორის, წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე სასროლად არ დაიშვება. ასევე აკრძალულია ღია ფეხსაცმელით და მოკლე შორტებში სროლა.
📛 ერთი გაფრთხილების შემდგომ, უსაფრთხოების წესების კვლავ დარღვევის შემთხვევაში მსროლელი მოიხსნება შეჯიბრიდან.📛 🔈🔉🔊 საირმეში სასტუმროს ფედერაციის კვოტით შეღავათიანად დასაჯავშნად და სხვა საკითხებზე დაგვიკავშირდით:
📞 საკონტაქტო ტელ.: 📞 5 95 08 96 60 გიორგი.

12/04/2024

ფედერაციის მიზნებია:
1.1. მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე და ტექნიკურად გამართული სპორტული თევზაობის მეთოდების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია საქართველოში, ამ მხრივ საზოგადოების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა;
1.2. სპორტული თევზჭერის, როგორც რეკრეაციის, ტურიზმისა და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი მიმართულების განვითარება;
1.3. სხვა ქვეყნების სპორტულ თევზჭერის ფედერაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
1.4. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სპორტულ თევზჭერის შეჯიბრებების და ფესტივალების ჩატარების ორგანიზება;
1.5. სპორტული თევზჭერის სხვადასხვა მიმართულებებში ნაკრებების ფორმირება ან ხელშეწყობა;
1.6. სპორტულ თევზჭერაში გამართულ საერთაშორისო ტურნირებსა და შეჯიბრებებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნაკრებების მონაწილეობის ხელშეწყობა;
1.7. სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის შესახებ სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება ადგილობრივი თუ მოწვეული ინსტრუქტორების მონაწილეობით, შესაბამისი სერტიფიკატებისა და სიგელების გაცემა;
1.8. საერთაშორისო ტურნირების ორგანიზება და მათში ეროვნული ნაკრები გუნდების მონაწილეობის უზრუნველყოფა, როგორც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
1.9. იქტიოფაუნის მრავალფეროვნების დაცვა და საქართველოს ენდემური თევზის ჯიშების პოპულაციის აღდგენის ხელშეწყობა;
1.10. კანონმდებლობის შესაბამისად მეთევზეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა და სხვა.

Address

Z. Gorgiladze Str
Batumi
6004

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Sport Fishing Federation of Adjara posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share