წყალბურთის კლუბი "ბათუმი" 2009-2014 / Water Polo Club "Batumi" 2009-2014

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • წყალბურთის კლუბი "ბათუმი" 2009-2014 / Water Polo Club "Batumi" 2009-2014

წყალბურთის კლუბი "ბათუმი" 2009-2014 / Water Polo Club "Batumi" 2009-2014 წყალბურთის კლუბი "ბათუმი" / Water Polo Club "Batumi" http://www.sok.ge/ge/წყალბურთი-2/

წყალბურთის კლუბი "ბათუმი"
წყალბურთი – მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელებული გუნდური სპორტული თამაში, სადაც შვიდი წევრისაგან (ერთი მეკარე) შემდგარი ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს. მოწინააღმდეგეთა მიზანია საკუთარი კ
არის დაცვა და მეტოქე გუნდის კარში ბურთის გატანა.

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი წყალბურთი XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში გაიცნეს. პირველი შეჯიბრება 1927 წელს გაიმართა ბათუმში წყალჯომარდ

ობის დღესასწაულის პროგრამით. იმ პერიოდში წყალბურთს ზღვის სანაპიროზე მოწყობილ წყალჯომარდობის სადგურებში თამაშობდნენ (ბათუმში, ფოთში, სოხუმში, მოგვიანებით _ თბილისში). ამ სახეობის შემდგომი გავრცელება საცურაო აუზების მშენებლობას უკავშირდება. პირველი წყალბურთელები იყვნენ მოცურავეები, მათ შორის საქართველოს მრავალგზის რეკორდსმენები _ პეტრე მშვენიერაძე, ნოდარ გვახარია და პეტრე ბრეუსი. მშვენიერაძე მალე მოსკოვის “დინამოში” გადავიდა, შემდეგ კი სსრკ ნაკრებში ჩაირიცხა და მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი წყალბურთელის სახელიც მოიპოვა.
სპორტის საწყლოსნო სახეობებმა თანდათან მოიპოვა პოპულარობა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ცნობილი მოცურავის, წყალბურთელისა და მწვრთნელ-ორგანიზატორის, ლუკა იოაკიმიდის ღვაწლი საქართველოში ამ სახეობათა განვითარებაში. მისი თაოსნობით სპორტსაზოგადოება “დინამოში” გაიხსნა ცურვისა და წყალბურთის ჯგუფები. მოგვიანებით დინამოელმა წყალბურთელებმა თვალსაჩინო წარმატებები მოიპოვეს საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე. თბილისის “დინამო” არაერთხელ იყო სსრკ ჩემპიონატის პრიზიორი, ცალკეული წყალბურთელები კი _ დიდი ტურნირების მედალოსნები. პირველი თაობის წარმომადგენელთა შორის უნდა გამოვყოთ ნოდარ გვახარია. მან პირველმა მოიპოვა ოლიმპიური თამაშებისა (1956, ბრინჯაო) და ევროპის ჩემპიონატის (1958, ბრინჯაო) მედლები, პირველს მიენიჭა სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება (1960). საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპულ და ოლიმპიურ სარბიელზე თავი გამოიჩინეს ლერი გოგოლაძემ, გივი ჩიქვანაიამ და მიხეილ გიორგაძემ, რომელიც 1982 წელს მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.
საქართველოს გუნდებმა პირველი საერთაშორისო მატჩები გამართეს 1958 წელს თბილისში გდრ-ის მეორე ნაკრებთან. პირველ შეხვედრაში იმარჯვა თბილისის “დინამომ” (4:2), მეორეში თბილისის “ბურევესტნიკი” დამარცხდა (5:6), მესამე მატჩი კი საქართველოს ნაკრებმა მოიგო (4:0). მოგვიანებით პოპულარობა მოიპოვა თბილისის საერთაშორისო ტურნირმა, რომელშიც სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ იტალიის, ესპანეთის, გფრ-ის, იუგოსლავიის, რუმინეთის, საბერძნეთის, სსრ კავშირის, აშშ-ის, კუბის ნაკრები გუნდები. ამ ტურნირებში ქართველმა წყალბურთელებმა 5-ჯერ დაიკავეს საპრიზო ადგილი. ამას გარდა, საქართველოს სახელით მოთამაშე თბილისის “დინამომ” სსრკ ხალხთა სპარტაკიადებში 3-ჯერ ვერცხლის (1956, 63, 79) და 2-ჯერ (1959, 67) ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 1979 წელს მოპოვებული მეორე საპრიზო ადგილი, როცა ამ ტურნირში უცხოეთის გუნდებიც გამოდიოდნენ (იუგოსლავია, უნგრეთი, რუმინეთი). სხვადასხვა დროს დინამოელთა გუნდში გამოირჩეოდნენ ზურაბ ჩაჩავა, ბორის მედვედი, ვლადიმერ გოიაშვილი, ირაკლი სხირტლაძე, ვასილ სანაძე, ომარ მიმინოშვილი, მურთაზ გულედანი, ვლადიმერ ისელიძე, ნოდარ კურტანიძე, დავით რურუა, გელა ტუკვაძე და სხვები.

Address

Batumi
6000-6010

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when წყალბურთის კლუბი "ბათუმი" 2009-2014 / Water Polo Club "Batumi" 2009-2014 posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to წყალბურთის კლუბი "ბათუმი" 2009-2014 / Water Polo Club "Batumi" 2009-2014:

Shortcuts

Share

Category