04/05/2026
❌ მსაჯის შეურაცხყოფა მშობლისგან!
როცა ბავშვი თამაშზე მშობლისგან აგრესიას და მსაჯის შეურაცხყოფას ისმენს, ამას მხოლოდ იმ წუთში არ აქვს გავლენა…
დროთა განმავლობაში ბავშვში შეიძლება გაჩნდეს:
• შიში და ზედმეტი დაძაბულობა
• ემოციების ვერ კონტროლი
• აგრესიული ქცევის მიბაძვა
• მსაჯის, მეტოქის და ზოგადად ადამიანების უპატივცემულობა
• ფეხბურთისადმი ინტერესის დაკარგვაც კი
☝️ბავშვებისთვის გამარჯვება და წაგება ისეთივე მნიშვნელობის არ არის, როგორც უფროსებისთვის.
ბავშვები უფრო მეტად აღიქვამენ:
• თამაშის ემოციას
• მშობლის და მწვრთნელის რეაქციას
• შექებას ან კრიტიკას
• მეგობრებთან ურთიერთობას
• სიამოვნებას თამაშისგან
მშობელს ან მწვრთნელს უნდა შედეგი, მაგრამ ბავშვს საბოლოო შედეგი მალე ავიწყდება, მაგრამ ძალიან კარგად იმახსოვრებს, რას გრძნობდა თამაშის შემდეგ.
თუ წაგების მერე ყვირილი, გაბრაზება ან იმედგაცრუება ხვდება ბავშვი იწყებს ფიქრს, რომ შეცდომა “საშიშია”.
შეცდომა თამაშის ნაწილია, როგორც ფეხბურთელის, მწვრთნელის და მსაჯისაც.
როცა ტრიბუნიდან აგრესია ისმის, ყველაზე მეტად ამას ბავშვები გრძნობენ.
ბავშვები ყველაზე მეტად ჩვენგან სწავლობენ, მათ სჭირდებათ მხარდაჭერა, სიმშვიდე და სწორი მაგალითი განსაკუთრებით ტრიბუნიდან ეს გამარჯვებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია 🙏
გაუზიარეთ პოსტი ვისაც იცი რომ ეს რჩევა გამოადგება 🤗
გამოიწერეთ გვერდი და გაიგე ბავშვთა ფეხბურთზე მეტი… 🩷✍️⚽️