26/01/2022
👀 რამდენ ხანში გვაძლევს ვარჯიში შედეგს❓ 👀
🔹 ყველას, ვინც ვარჯიშს იწყებს აინტერესებს შემდეგ კითხვაზე პასუხი: ვარჯიშის დაწყებიდან რამდენ ხანში შეიცვლება ჩვენი სხეული❓
🔹 შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრამ ვარჯიშის შედეგად მიღებულ გარკვეულ სარგებელს ჩვენი სხეული პირველივე დღიდან ღებულობს.
ვნახოთ რა ცვლილებებს განიცდის სხეული ვარჯიშის დაწყებიდან სხვადასხვა ეტაპებზე:
1️⃣ დღე:
✔ გაუმჯობესებული ტვინის ფუნქცია✔
🔹 ვარჯიშის შედეგად სხეული მეტ სისხლს აწვდის კუნთებს. გაზრდილი სისხლის მიმოქცევა სასარგებლოა ტვინისათვის.
🔹 ვარჯიშის დაწყების პირველივე წუთებიდან ტვინის უჯრედები იწყებენ უკეთ ფუნქციონირებას. ტვინის მიმართულებით მომატებული სისხლის მიწოდება გაგხდით უფრო ყურადღებიანს და ფხიზელს ვარჯიშის დროს და უფრო კონცენტრირებულს - დასრულების შემდგომ.
✔ გაუმჯობესებული ხასიათი ✔
🔹 ვარჯიშის დროს გამოიყოფა ნივთიერება ენდორფინი, რომელიც აგიმაღლებთ განწყობას მთელი დღის განმავლობაში.
✔ სხეულის ცხიმის შემცირება ✔
🔹 როდესაც იწყებთ მოძრაობას, იზრდება ორგანიზმის მიერ ენერგიის ხარჯვა. ეს ენერგია კი მოდის გლუკოზიდან, რომელიც სხეულში გადანახულია როგორც გლიკოგენი. გლიკოგენს გამოიმუშავებს თირკმელი ნახშირწყლების გადამუშავების შედეგად. გლიკოგენის დონის შემცირების შედეგად ორგანიზმი იწყებს ცხიმისა და ცილის გარდაქმნას გლუკოზად, რათა მზად იყოს ენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
🔹 მაგრამ გახსოვდეთ რომ თუ გსურთ შეინარჩუნოთ შემცირებული ცხიმის დონე, აუცილებელია მიღებული კალორიები ნაკლები იყოს დახარჯულზე. იმის მოლოდინი რომ ხინკლის მირთმევის შედეგად წონაში დაიკლებთ, მხოლოდ იმის გამო რომ ცოტა ხნის წინ ივარჯიშეთ რა თქმა უნდა, არარელაურია.
1️⃣ კვირა
✔ მომატებული ენერგიულობა ✔
🔹 იმისათვის რომ გახდეთ მეტად ენერგიული საჭიროა მხოლოდ რამოდენიმე კარდიო სესია. რამოდენიმე ვარჯიშის შემდეგ უჯრედებში მიტოქონდრიების რაოდენობა სწრაფად იზრდება. მიტოქონდრია წარმოადგენს უჯრედის „ძალის გენერატორს“. ისინი ჯანგბადსა და ნუტრიენტებს გარდაქმნიან ადენოზინ ტრიფოსფატად, რაც აძლიერებს უჯრედების მეტაბოლურ აქტოვობას.
🔹 რაც მეტი მიტოქონდრიაა უჯრედში, ენერგის წარმოქმნა მით უფრო ეფექტურია. რაც იმას ნიშნავს რომ ვარჯიშების შესრულება სულ უფრო და უფრო გამარტივდება.
✔ გაუმჯობესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა✔
🔹 მიტოქონდრია მხოლოდ ენერგიის მომატებისთვის არაა კარგი. ისინი იცავენ თქვენს უჯრედებს და აძლიერებენ მათ, რაც წინაპირობაა ჯნამრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა.
1️⃣ თვე
✔ ცვლილება კუნთის მასაში ✔
🔹 1 თვის ვარჯიშის შემდეგ კუნთის გაძლირება და მისი მასის ცვლილება უკვე შესამჩნევი ხდება.
✔ გაზრდილი მეტაბოლიზმი ✔
🔹 კუნთების გაძლიერებასა და მასის მატებასთან ერთად მეტაბოლიზმის დონეც იზრდება. სწრაფი მეტაბოლიზმი კი ნიშნავს მეტ დამწვარ კალორიას, დასვენების ფაზაშიც კი.
✔ უკეთესი ფიზიკური ფორმა ✔
🔹 ერთ თვიანი ვარჯიშის შემდეგ თქვენი ფიზიკური მომზადების დონე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ამ დროს უკვე შეგიძლიათ გაზარდოთ სავარჯიშო წონები, გამეორებების რაოდენობები და დაკავდეთ უფრო ხანგრძლივი კარდიო სესიებით.
🔹 ვარჯიშის დონის მატებასთან ერთად ტვინი გამოიმუშავებს მეტ ენდორფინს, რაც დადებითად მოქმედებს განწყობაზე.
6️⃣ თვე
✔კუნთის ზრდა და ეფექტურად მუშაობა ✔
🔹 თუ წონებით ვარჯიშობთ, ამ პერიოდისათვის თქვენი გაზრდილი კუნთები შესამჩნევი გახდება უცხო თვალისთვისაც კი და რაც უფრო მნიშვნელოვანია თქვენ თითონ შეიგრძლობთ ძალის მნიშვნელოვან მატებას.
🔹 ამ პერიოდისათვის თქვენი გამძლეობის დონე მნიშვნელოვნად იქნება მომატებული, რაც მოგცემთ ვარჯიშის სირთულის დონის მარტივად გაზრდის საშუალებას.
✔ გაზრდილი გული ✔
🔹 ვარჯიშის დროს ორგანიზმი საჭიროებს მეტ ჟანგბადს. შესაბამისად გულის რიტმი იზრდება რათა გადაისროლოს მეტი სისხლი და გაზარდოს ჯანგბადის ცირკულაცია. 6 თვის შემდეგ თქვენი გული ზომაში გაიზრდება სისხლის ინტენსიურად გადასროლის შედეგად, შესაბამისად გახდება მეტად ეფექტური და ძლიერი.
🔹 ამასთან, დასვენებისას გულის ცემის რითმი და სისხლის წნევა შემცირდება, რაც ამცირებს გულის შეტევის რისკს.
🔹 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ თქვენი გულის ცემის რითმი ძალიან დაბალია, ამას შეუძლია ისეთ პრობლემების გამოწვევა როგორიცაა ბუნდოვანი მხედველობა და თავბრუსხვევა.
1️⃣ წელი
✔ გაძლიერებული ძვლები ✔
🔹 ვარჯიშსა და ჯანსაღ წონას მნიშნველოვანი დადებითი ეფექტი აქვს ძვლების მდგომარეობაზე.
✔სტაბილიზებული გონებრივი ჯანმრთელობა ✔
🔹 როგორც წესი ვარჯიშის დაწყებისას ამ საკითხს არავინ აქცევს ყურადღებას, თუმცა აღსანიშნავია რომ ვარჯიშს აქვს არ მხოლოდ ფიზიკური, არამედ მენტალური სარგებელიც. პირველ რიგში, ვარჯიში სტრესის დაძლევის კარგი საშუალებაა. 1 წლის შემდეგ ორგანიზმი სწავლობს როგორ გამკლავდეს სტრესს უფრო ეფქტურად. ნაკლები სტრესი კი ნიშნას უკეთეს მენტალურ ჯანმრთელობას.
🔹 ამასთან, ვარჯიში ამცირებს შფოთვის დონეს. „მოზარდთა სამედიცინო კვლევების“ გამოცემის (Adolescent Medicine’s publication) მიხედვით, ფიზიკური აქტიურობა ზრდის თვით-დაჯერებას. 1 წლიანი ვარჯიშის შემდეგ თქვენ გაცილებით „კომფორტულად იგრძნობთ თავს თქვენს კანში“ და გახდებით თავდაჯერებული.
✔ ვარჯიში ხდება ჩვევა ✔
🔹 1 წლის შემდეგ ვარჯიში აღაც მოგეჩვენებად ვალდებულებად, პირიქით მისგან მიიღებთ სიამოვნებას და გადაგექცევათ ჩვევაში.