29/06/2026
🏉 საქართველოს რაგბის კავშირის აჭარის ფილიალის წარმომადგენლები სსიპ კოლეჯ „ახალ ტალღას“ ეწვივნენ, საწყის ეტაპზე სტუდენტებს გააცნეს უკონტაქტო რაგბის სპეციფიკას, მისი უპირატესობები და განვითარების პერსპექტივებს.
პროექტის ფარგლებში ეროვნული ნაკრების მორაგბე და სარაგბო კლუბ „პონტოს“ წარმომადგენელი გიორგი _ ,,კოკი” თხილაიშვილი აქტიურად ჩაატარებს საწვრთნელ პროცესს და სტუდენტებთან რეგულარულ ვარჯიშებს გამართავს.
ამასთან, უახლოეს პერიოდში მსგავსი საინფორმაციო და პრაქტიკული შეხვედრები სხვა სასწავლო დაწესებულებებშიც გაიმართება.
პროექტის მთავარი მიზანია ახალგაზრდების სპორტულ ცხოვრებაში აქტიური ჩართვა, ახალი გუნდების ჩამოყალიბება, რაგბის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში რაგბის ფასეულობების დამკვიდრება!