სამთო-სათხილამურო კლუბი ''იქსტრიმი" Xtreme ski-school

  • Home
  • Georgia
  • Bakuriani
  • სამთო-სათხილამურო კლუბი ''იქსტრიმი" Xtreme ski-school

სამთო-სათხილამურო კლუბი ''იქსტრიმი" Xtreme ski-school თხილამურზე სრიალის შემსწავლელი ჯგუფი

სამთო სათხილამურო კლუბი „იქსტრიმი“ გთავაზობთ დაუვიწყარ ზაფხულის და ზამთრის 12 დღიან შეკრებებს დაბა ბაკურიანიში.
ზამთრის შეკრებაზე, ბავშვებს უშუალო შეხება ექნებათ სამთო სათხილამურო სპორტთან, ისწავლიან პირველ ნაბიჯებს სრიალში, ხოლო მათ, ვინც უკვე სრიალებს, მწვრთნელები ხელს შეუწყობენ მაქსიმალურად დახვეწონ ტექნიკა და გააუმჯობესონ უკვე მიღწეული შედეგები.

12 დღიანი სეზონური(ზფხული/ზამთარაი) შკერება

მოიცავს:
ა. ტრანსპორტირება თბილისი- ბაკურიანი-თბილისი, უსაფრთხო და კომფორტული ავტობუსით;
ბ. კეთილმოწყობილი, ნათელი და თბილი საცხოვრებელი სახლი;
გ. სამჯერადი სრული კვება, +ხილი ყოველდღე(სეზონური)
დ. გამოცდილი 6 ინსტრუქტორი/ანიმატორი,10 წლიანი გამოცდილებით ამ სფეროში
ე. ინტელექტუალური, შემეცნებითი, სპორტული და გასართობი ღონისძიებები
ვ. ლაშქრობები:
1. მოკლე ტურები ბაკურიანის ტერიტორიაზე(კოხტა გორაზე, დიდველის მთაზე, ტატრაპომას მთაზე, სალოცავები, ბოტანიკური ბაღი და სხვა.
2. ორ დღიანი ტური ღამისთევით, კარვებით და საკვებით, ბაკურიანის მიმდებარედ ან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკში.
ზ. საბაგიროზე ბავშვის აბონიმენტი;
თ. ზამთარში სასრიალოდ გასვლა, დღეში 4 საათი
ი. შეკრებიის ბოლოს სათხილამურო შეჯიბრი-დაჯილდოვებით.

ზაფხულის შეკრების გრაფიკი
1). 1-12 ივლისი;
2). 12-23 ივლისი;
3). 23 ივლისი-3 აგვისტო;
4). 3-14 აგვისტო;
5). 14-20 აგვისტო(ერთკვირიანი)

ზამთრის შეკრების გრაფიკი:
1). 2-13 იანვარი;
2). 13-24 იანვარი;
3). 24 იანვარი- 4 თებერვალი;
4). 4-15 თებერვალი;
5). 15-26 თებერვალი;
6). 26 თებერვალი-9 მარტი;
7). 9-20 მარტი;
8). 20-31 მარტი.

სკოლა ემსახურება 6-14 წლამდე ბავშვებს, სადაც გამოცდილი ინსტრუქტორები მაქსიმალურად ცდილობენ 12 დღის განმავლობაში შექმნან ბავშვებისთვის შემეცნებითი, სახალისო გარემო, ისინი იყენებენ სპეც-თამაშებს თქვენი შვილებისთვის-ინტელექტის ამაღლებისთვის, მომავალი განვითარებისა და სხვადასხვა ცხოვრებისეული ჩვევების შეძენისათვის. ასევე თუ როგორ უნდა იკონტაქტონ ერთმანეთთან გაჯეტების გარეშე.
ინსტრუქტორებისთვის მთავარი მიზანი სწორედ მათი ბავშვების სწორი განვითარებაა, მასწავლებლები მუდმივად ზრუნავენ მათზე, ამაზე მეტყველებს სწორედ ის კვების, ძილის, გართობისა და სპორტული შეჯიბრებების რეჟიმი რომლითაც ეს კლუბია ცნობილი.
კლუბი „იქსტრიმის“-საზრუნავი იმ ბავშვების მომავალია, რომლებიც 12 დღე ჩვენთან ცხოვრობენ და იზრდებიან.
ჩვენი სათხილამურო კლუბის დევიზია: "მეტი ვიდრე უბრალოდ სრიალი"

17/06/2026

🔥🔥🔥☀️☀️☀️
სათხილამურო კლუბი "იქსტრიმი" გთავაზობთ ზაფხულის ცხელი დღეები გაატაროთ დაბა ბაკურიანში. 🌲🌲🌳🌳🌿🌱🍀☘️🏔⛰.

➡️ მოგეხსენებათ ყველა ბავშვი გადაღლილი სასწავლო წლის შემდეგ საჭიროებს შესაბამის განტვირთვას და დასვენებას... 👌
✅ სპორტული და შემეცნებითი აქტივობები ეხმარება ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას და ცოტახნით აშორებს ელექტრო მოწყობილობებისგან, ვირტუალური თამაშებისგან, უქმნის რეალურ შეგრძნებებს, ადრენალინს, გუნდურ პასუხისმგებლობას და სხვა მრავალ სასარგებლო შეგრძნებებს, რაც ბავშვობის ასაკისთვის მნიშვნელოვანია...
✅ ჩვენი გუნდი იზრუნებს თქვენი ბავშვის დაუვიწყარი თავგადასავლების უზრუნველყოფაში და სასიამოვნო ზაფხულიის დღეების გატარებაში... ❤️‍🔥❤️‍🔥❤️‍🔥
📋 მიმდინარეობს ჩაწერა, მსურველები დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე:
☎️ 599713373
☎️ 579718899
ან მოგვწერეთ ფეისბუქზე
გისურვებთ ჯამრთელობას და სასიამოვნო ზაფხულის გატარებას💚

Send a message to learn more

Address

Bakuriani

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სამთო-სათხილამურო კლუბი ''იქსტრიმი" Xtreme ski-school posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to სამთო-სათხილამურო კლუბი ''იქსტრიმი" Xtreme ski-school:

Shortcuts

Share

Category