24/05/2021
#ტრანსფერები #ჭორები #სიახლეები #ახალიკონტრაქტები
🛑 არსენალი ამ ზაფხულს მინიმუმ 5 ფეხბურთელის შეძენას გეგმავს,კლუბში არის რამდენიმე პრობლემური პოზიცია,და მიკელ არტეტა გეგმავს კლუბი მაქსიმალურად დააკომპლექტოს გრძელი დისტანციისათვის.
კრონკეს ოჯახი არსენალს ამ ზაფხულს 50-80 მილიონ ევრს გამოუყოფს ტრანსფერებისათვის
🛑 კლუბის პრიორიტეტული მიზანი მარტინ ედოგორის გამოსყიდვაა,ნორვეგიელი შემტევი ნახევარმცველმა რამდენიმე დღის წინ ინტერვიუში განაცხადა,რომ „მისი ოცნებაა“ არსენალში დარჩენა.მისი სავარაუდო ფასი 35-40 მილიონი ევროა
🛑 კლუბს ასევე სჭირდება კირან ტირნის შემცვლელი მარცხენა ფლანგზე,აპრილში ტირნიმ რამდენიმე მნიშვნეოვანი შეხვედრა გამოტოვა და მის პოზიციაზე გრანიტ ჯაკა ან ბუაკიო საკა თამაშობდნენ. არსენალი ამ პოზიციაზე 32 წლის საუტჰემპტონის მარცხენა მცველს რაიან ბერტრანს განიხილავს,ინგლისელმა უკვე განაცხადა,რომ სეზონის ბოლოს ის საუტჰემპტონს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.ის საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელია და საკმაოდ ხარისხიანად შეძლებს ტირნის ჩანაცვლებას ,მომენტებში როდესაც შოტლანდიელს დასვენება დასჭირდება
🛑 კლუბი ასევე განიხილავს,რამოდენიმე კანდიდატურას ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე. ჯერ ჯერობით უცნობია,რამდენად ენდობა არტეტა ლუკას ტორეირას,რომელიც სეზონის ბოლოს დაბრუნდება ატლეტიკოდან ლონდონელებთან.
კლუბი განიხილავს ორ კანდიდატურას საფრანგეთიდან პირველი უკვე რამდენიმე წელია არსენალის ინტერესის სფეროშია მოქცეული,რა თქმა უნდა ჰუსემ აუარზე ვსაუბრობ. წინა წელს ლიონმა ლონდონელების 3 შეთავაზებაზე თქვა უარი. 35,40 და 45 მილიონი დოლარი ამ მომენტში მისი ფასი Transfermarktზე 50 მილონი დოლარია ამიტომ ეს ტრანსფერი ნაკლებად შესაძლებელია.
მეორე ვარიანტი არის ფრანგული „რენის“ ახალგაზრდა ნახევარმცველი ედუარდო კამავინგვა,არსენალს მისი შეძენა 40-45 მილიონი დოლარის ფარგლებში სურს
🛑 კლუბი შესაძლოა ეკტორ ბელერინმა დატოვოს და მას შემცვლელი ესაჭირეობა.
არსენალი ამ პოზიციაზე ინტერის მაროკოელ ფეხბურთელ აშრაფ ჰაკიმის განიხილავს,მაგრამ როგორც მოგეხსენებათ არსენალი შემდეგ სეზონს ევროტურნირების გარეშე წარმართავს და რამდენად დააინტერესებს იტალიის ჩემპიონს ინგლისში გადმოსვლა უცნობია.
🛑 კლუბი ასევე მუშაობს ემილ სმიტ-როუს ახალ კონტრაქტზე 20 წლის ფეხბურთელი თანახმაა კლუბში დარჩენაზე და არსენალისგან ღირსეულ შემოთავაზებას ელოდება.