Barbarians Rugby Club • ბარბაროსების რაგბის კლუბი

  • Page d'Accueil
  • France
  • Nice
  • Barbarians Rugby Club • ბარბაროსების რაგბის კლუბი

Barbarians Rugby Club • ბარბაროსების რაგბის კლუბი 📃ოფიციალური გვერდი
📩კლუბში მოხვედრა, მხოლოდ მოწვევით!
🧦 გთხოვთ,თან იქონიოთ საკუთარი კლუბის წინდები!

Barbarians Georgian Rugby Club
🌍 საერთაშორისო სარაგბო პროექტი
🎫 ქართული და საერთაშორისო ხილვადობა
🤝 სპონსორების და პარტნიორების საკითხი განიხილება

02/08/2026

📢 პატარა სიურპრიზი მზადდება… 👀

გვაქვს ერთი განცხადება, რომელიც დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს ძალიან გაახარებს… 😉

დეტალებს უახლოეს დღეებში გაგიზიარებთ.

თვალი ადევნეთ ჯგუფს! 🇬🇪🫶🏻

გილოცავთ 🇬🇪🙏🏻
26/05/2026

გილოცავთ 🇬🇪🙏🏻

ჩვენი კლუბის სახელით , გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს🇬🇪🙏🏻
12/04/2026

ჩვენი კლუბის სახელით , გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს🇬🇪🙏🏻

ჩვენი მორაგბეების  “ბარბაროსების” ტრიუმფი მონაკოში აღარ არის მხოლოდ სპორტული წარმატება —ეს არის ქვეყნის იმიჯის, ღირებულე...
11/04/2026

ჩვენი მორაგბეების “ბარბაროსების” ტრიუმფი მონაკოში აღარ არის მხოლოდ სპორტული წარმატება —
ეს არის ქვეყნის იმიჯის, ღირებულებებისა და მომავლის წარმოდგენა საერთაშორისო დონეზე.

მონაკოს ერთ-ერთ პრესტიჟულ ჟურნალში ჩვენი პროექტის გამოჩენა არის მკაფიო სიგნალი, რომ
👉 სწორად შერჩეული მიმართულება
👉 თანმიმდევრული შრომა
👉 და ღირებულებებზე დაფუძნებული განვითარება

აძლევს რეალურ შედეგს და აღიარებას.

ეს არ არის მხოლოდ სასიამოვნო ფაქტი —
ეს არის პასუხისმგებლობა, გავაგრძელოთ, გავაძლიეროთ და კიდევ უფრო ღირსეულად წარმოვადგინოთ საქართველო საერთაშორისო სივრცეში 🇬🇪

დღეს ბევრი საუბრობს „პატარა ბარბაროსების“ შედეგზე.და ეს ბუნებრივიცაა — შედეგი მნიშვნელოვანია.მაგრამ ამ პროექტის მხოლოდ შ...
06/04/2026

დღეს ბევრი საუბრობს „პატარა ბარბაროსების“ შედეგზე.
და ეს ბუნებრივიცაა — შედეგი მნიშვნელოვანია.

მაგრამ ამ პროექტის მხოლოდ შედეგით შეფასება ნიშნავს მთავარის გამოტოვებას.

👉 “პატარა ბარბაროსები “პირველ რიგში არის ხედვა.

ხედვა, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს ბევრად მეტს, ვიდრე უბრალოდ სპორტს:

• 🌍 მსოფლიოს გეცნობა , მოგზაურობა და ახალი გამოცდილების და ახალი თავგადასავლების შექმნა , შეძენა
• 🤝 ძლიერი კავშირების ჩამოყალიბება , მეგობრობა ერთმანეთში და სხვადასხვა კულტურასთან
• 🇬🇪 ქვეყნის ღირსეულად წარმოდგენა საერთაშორისო არენაზე
• ❤️ სპორტის, რაგბის და ქვეყნის სიყვარულის გაძლიერება
• 🧠 განვითარება, ადაპტაცია და პიროვნული ზრდა
• 🔥 მოტივაციის, მიზნისა და დისციპლინის გაზრდა , გაუმჯობესება.

ეს პროექტი აყალიბებს სპორტსმენებს…
მაგრამ ყველაზე მეტად — ძლიერ ადამიანებს და ღირსეულ მოქალაქეებს.

🎯 მთავარი პრინციპი

შედეგი მნიშვნელოვანია,
მაგრამ ის არის პროცესის შედეგი.

👉 და ეს პროცესი მოიცავს:
• განათლებას
• გამოცდილებას
• ღირებულებებს
• სისტემურ და მუდმივ შრომას

🚀 საერთო პასუხისმგებლობა

გვჯერა ერთი მნიშვნელოვანი რეალობის:

👉 თუ გაიზრდება მხარდაჭერა და ინვესტიცია — განსაკუთრებით სახელმწიფოსა და გადაწყვეტილების მიმღებთა მხრიდან — ეს პროექტი შეძლებს კიდევ უფრო დიდ შედეგებს.

დიახ, ეს გუნდი შეიძლება გახდეს ჩემპიონი.
მაგრამ ამაზე მეტად:

👉 შეიძლება გახდეს მაგალითი
👉 საგანმანათლებლო და სპორტული სტანდარტი
👉 ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის გამაძლიერებელი პლატფორმა

🧭 ჩვენი მისია

ჩვენ არ ვქმნით მხოლოდ გამარჯვებულ გუნდს.

ჩვენ გვინდა და ვცდილობთ ,რომ :

👉 გაძლიერდნენ ახალგაზრდები
👉 ჩამოყალიბდნენ გაწონასწორებულ პიროვნებებად
👉 იყვნენ ქვეყნის ღირსეულ წარმომადგენლები

რადგან საბოლოოდ:

ჩემპიონობა შედეგია…
ადამიანად ჩამოყალიბება მიზანი🙏🏻🇬🇪

🏉 ორი ფოტო, ერთი მეგობრული ისტორია 🤩🇬🇪საფრანგეთის მონპელიესა და საქართველოს შორის, რაგბი უკვე დიდი ხანია გასცდა მხოლოდ ს...
31/03/2026

🏉 ორი ფოტო, ერთი მეგობრული ისტორია 🤩🇬🇪

საფრანგეთის მონპელიესა და საქართველოს შორის, რაგბი უკვე დიდი ხანია გასცდა მხოლოდ სპორტის ფარგლებს.
ეს არის თანამშრომლობის, ნდობისა და საერთო განვითარების სივრცე.

სპორტის მცოდნეებისთვის ეს რეალობა ნათელია:
მონპელიეს სარაგბო კლუბი,სისტემა წლების განმავლობაში იყო მნიშვნელოვანი პლატფორმა ქართველი მოთამაშეების განვითარებისთვის, რაც ქმნის მდგრად და ბუნებრივ კავშირს ორ ქვეყანას შორის.

📸 2024 — სიმბოლური შეხვედრა.
მონპელიეს და ქართველ “ბარბაროსებს” შორის
პატივისცემისა და ურთიერთაღიარების ნიშანი.
იმავე წელს ისინი გახდნენ ამ პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის ვიცე-ჩემპიონები,

2025 წელს — კი ჩემპიონები, რაც ადასტურებს მათ სისტემურ ძალასა და სტაბილურობას.

📸 2026 — ახალი ეტაპი ამ ურთიერთობაში.
გზები კვლავ იკვეთება, მაგრამ უკვე განსხვავებულ კონტექსტში.
„პატარა ბარბაროსები“ აჩვენებენ ხარისხს, ხასიათსა და პროგრესს —
და დამაჯერებლად იმარჯვებენ მესამე ადგილის მატჩში.

🇬🇪🤝🇫🇷
სპორტი და რაგბი აერთიანებს ქვეყნებს, აძლიერებს ურთიერთობებს
და ქმნის პლატფორმას მომავალი თაობებისათვის.

„პატარა ბარბაროსები“ კი ამ პროცესში უკვე არა მხოლოდ მონაწილეები,
არამედ ქართული რაგბის ღირსეული წარმომადგენლები და მომავლის მატარებლები არიან.🇬🇪🙏🏻

30/03/2026

ემოციური და განსაკუთრებული მომენტი 🙏

როდესაც მონაკოს პრინცესა შარლენი გადმოვიდა მანქანიდან და ხალხს მიესალმა ჩვენი პატარა მორაგბებიც ამ მნიშვნელოვანი მომენტის მოწმენი იყვენენ , რათქმაუნდა ჩვენც მოგვესალმა 🇬🇪👍

👉 ეს მხოლოდ ტურნირი არ არის — ეს არის ნამდვილი აღიარება. საქართველოს მთავრობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროGeorgian Rugby Supporters ,,მეთექვსმეტე"სპორტი იმედზე • Sporti Imedze

🇬🇪 ასაკით პატარები, მაგრამ დამოკიდებულებით დიდები.

29/03/2026

🏉
ამ კადრებში ბევრად მეტი ჩანს და ვისმენთ , ვიდრე უბრალოდ ბურთით თამაში —
ხშირად სწორედ პატარები აძლევენ მაგალითს დიდებს. 🤩🇬🇪

ეს არის თაობა,
რომელიც სწავლობს არ დანებებას,
ერთმანეთის გაძლიერებას
და ერთად გამარჯვების გზაზე სვლას.

👉 ეს ენერგია, ეს ერთიანობა, ეს შეუპოვრობა…
ეს უკვე აღარ არის მხოლოდ გუნდური სული —
ეს არის ჩვენი, ქართული ხასიათი.

სანამ ასეთი ახალგაზრდობა გვყავს
და ჩვენ, უფროსები, ვდგავართ მათ გვერდით,
ვეხმარებით და სწორ მაგალითს ვაძლევთ —
ნებისმიერ სირთულეს გადავაქცევთ შესაძლებლობად
და შევინარჩუნებთ იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

🇬🇪
ეს არის ლიდერობის, ღირსების
და ეროვნული სიამაყის გამოხატვა.

👉 და როდესაც ამ ძალას ემატება
სახელმწიფოსა და ძლიერი ინსტიტუციური მხარდაჭერა,
ჩვენი პოტენციალი ხდება შეუჩერებელი.

და ეს (ბავშვები…) პატარა სპორტსმენები ,
უკვე დღეს წარმოადგენენ საქართველოს სახეს მსოფლიოს წინაშე🤩🇬🇪🙏🏻 Georgian Rugby Supporters ,,მეთექვსმეტე"FreeRugbyსაქართველოს მთავრობასპორტი იმედზე • Sporti Imedzeსაქართველოს პარლამენტისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

მოვა დრო ყველანი ერთად შევიკრიბებით , შევხვდებით🙏🏻🇬🇪😍 🏉 მონაკოდან — გზავნილი საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის 🇬🇪მონაკოში,...
26/03/2026

მოვა დრო ყველანი ერთად შევიკრიბებით , შევხვდებით🙏🏻🇬🇪😍

🏉 მონაკოდან — გზავნილი საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის 🇬🇪

მონაკოში, პრესტიჟულ Tournoi International Sainte-Dévote-ზე, ლეგენდარულ Stade Louis II-ზე,
„პატარა ბარბაროსებმა“ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს:

რომ შედეგი მნიშვნელოვანია —
მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის, რაც ამ შედეგის უკან დგას.

👉 შრომა
👉 დისციპლინა
👉 ერთიანობა
👉 ღირებულებები

ეს მხოლოდ სპორტი არ არის.
ეს არის გზავნილი.

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რა არ არის საკმარისი…
მაგრამ ჩვენ და ბავშვები გვაჩვენებენ,
რამდენის გაკეთება შეიძლება იმით, რაც უკვე გვაქვს.

ეს არ არის კრიტიკა — ეს არის პასუხისმგებლობის შეხსენება.

როდესაც რესურსი სწორად არის მიმართული,
როდესაც ყურადღება სწორ ადგილზე მიდის,
როდესაც პრიორიტეტი არის მომავალი —

👉 შედეგიც მოდის.

📊 4 წელი | 48 ბავშვი | საერთაშორისო გამოცდილება

👉 4-ჯერ მონაწილეობა მონაკოში საერთაშორისო ტურნირზე
👉 48 ახალგაზრდა, რომელმაც მიიღო უნიკალური გამოცდილება
👉 10-15 ზე მეტი ქვეყნის გუნდთან კონკურენცია
👉 ათეულობით მატჩი მაღალი დონის გარემოში

მაგრამ მთავარი ციფრებს მიღმაა —

👉 48 ისტორია
👉 48 ბედნიერი , განვითარებული პიროვნება
👉 48 პატარა ელჩი საქართველოსთვის

🌍 დღეს — ეს არის პლატფორმა

🤝 მეგობრობა და საერთაშორისო კავშირები
🌐 კულტურების გაცვლა
🇬🇪 ქვეყნის ღირსეული წარმოდგენა
💬 კომუნიკაცია, ლიდერობა, გუნდურობა

👉 სპორტი აქ ხდება
განათლება + დიპლომატია + ქვეყნის იმიჯი

🚀 ხვალ — ეს არის ინვესტიცია

თუ მეტი ყურადღება, რესურსი და მხარდაჭერას მივმართავთ:
• ახალგაზრდობას
• სპორტს
• განვითარებას

👉 შედეგი იქნება ბევრად დიდი, ვიდრე ერთი ტურნირი.

👉 ეს იქნება ძლიერი თაობა
👉 ძლიერი საზოგადოება
👉 ძლიერი ქვეყანა

🔥 საბავშვო სპორტი არ არის ხარჯი — ეს არის ინვესტიცია.

ინვესტიცია:
👉 ადამიანში
👉 ფასეულობებში
👉 მომავალში

🇬🇪 დღეს — 48 ბავშვი.
ხვალ — შეიძლება ასეულობით .

ეს არის თაობა, რომელიც უნდა დავაფასოთ , მაგალითი მივცეთ .
და ეს არის მომენტი, როცა უნდა გავაკეთოთ არჩევანი — ერთად.

#სპორტი #რაგბი #საქართველო
Georgian Rugby Supporters ,,მეთექვსმეტე"FreeRugbyსაქართველოს მთავრობასპორტი იმედზე • Sporti Imedzeსაქართველოს პარლამენტისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსპორტის დროა 843საქართველოს იუსტიციის სამინისტროპირველი არხიGeorgian Rugby

26/03/2026

🏉 U12 – ქართველი ბარბაროსები მონაკოში ყურადღების ცენტრში

მონაკოში, Stade Louis II-ზე გამართულ პრესტიჟულ წმინდა დევოტას ტურნირზე, ქართველი ბარბაროსების U12 გუნდმა განსაკუთრებულად მიიქცია ყურადღება.

👉 მალევე, ყველა მზერა — და კამერებიც — მათზე, ჩვენზე გადაერთო.

მოედანზე ახალგაზრდა მოთამაშეებმა აჩვენეს:
• მაღალი ხარისხის თამაში
• სრული ჩართულობა და თავდადება
• გუნდური დისციპლინა
• და ძლიერი ფასეულობები

ძლიერი საერთაშორისო კონკურენციის ფონზე, მათ თავი გამოიჩინეს ხასიათით, ერთიანობითა და გამარჯვების სურვილით.

👉 ეს მხოლოდ შედეგი არ იყო —
ეს იყო გზავნილი:

რომ არიან საქართველოში ახალგაზრდები ამბიციური, დისციპლინირებული და მზად დიდი სცენისთვის.

ეს ტურნირი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია
👉 საბავშვო სპორტის მხარდაჭერა
👉 განსაკუთრებით რაგბის განვითარება

რადგან სწორედ აქ ყალიბდებიან:
• მომავალი მოთამაშეები
• მომავალი ლიდერები
• და ქვეყნის ელჩები საერთაშორისო არენაზე

🌍 ინვესტიცია ბავშვებში ნიშნავს ინვესტიციას ქვეყნის მომავალში.

🏉 რაგბი კი — ამ გზაზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სკოლაა. FreeRugbyGeorgian Rugby Supporters ,,მეთექვსმეტე"საქართველოს პარლამენტისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსპორტი იმედზე • Sporti Imedzeპირველი არხისაქართველოს მთავრობა

Adresse

Nice

Site Web

Notifications

Soyez le premier à savoir et laissez-nous vous envoyer un courriel lorsque Barbarians Rugby Club • ბარბაროსების რაგბის კლუბი publie des nouvelles et des promotions. Votre adresse e-mail ne sera pas utilisée à d'autres fins, et vous pouvez vous désabonner à tout moment.

Contacter L'entreprise

Envoyer un message à Barbarians Rugby Club • ბარბაროსების რაგბის კლუბი:

Raccourcis

Partager