სამეგრელოს ოლიმპიური კომიტეტი / Samegrelo Olympic Committee

  • Startseite
  • Deutschland
  • Berlin
  • სამეგრელოს ოლიმპიური კომიტეტი / Samegrelo Olympic Committee

სამეგრელოს ოლიმპიური კომიტეტი / Samegrelo Olympic Committee კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცე

Z całego serca gratuluję wielkiemu klubowi L**h Poznań kolejnego triumfu!  Ten sukces to wynik nieustannej pracy, talent...
25/05/2025

Z całego serca gratuluję wielkiemu klubowi L**h Poznań kolejnego triumfu! Ten sukces to wynik nieustannej pracy, talentu i niezłomnej wiary w zwycięstwo.

Szczególne podziękowania kieruję do niesamowitych kibiców L**h Poznań Wasze oddane serca i niegasnąca energia sprawiają, że każdy mecz staje się niezapomnianym przeżyciem. Wasze choreografie, śpiewy i wsparcie inspirują drużynę do osiągania nowych wyżyn.

Jedną z najbardziej wyrazistych tradycji związanych z fanami L**ha jest słynne świętowanie goli, znane jako „The Poznań”. Kiedy kibice odwracają się plecami do boiska, obejmują się i skaczą w rytmie — to nie tylko taniec, to symbol jedności i radości. Ten rytuał tak bardzo zachwycił świat, że został przejęty nawet przez fanów Manchester City po meczu z L**hem w 2010 roku .

Niech ten tytuł mistrzowski stanie się początkiem nowej ery sukcesów dla klubu, a Wasza pasja i oddanie nadal inspirują drużynę do wielkich osiągnięć.

Z wyrazami szacunku i najlepszymi życzeniami,
Levan Lataria 🫶

„ნაპოლი“ — იტალიის ჩემპიონია!ვულოცავთ ამ დიდებულ კლუბს დამსახურებულ სკუდეტოს!„კალიარისთან“ გამარჯვებისა და „ინტერთან“ და...
24/05/2025

„ნაპოლი“ — იტალიის ჩემპიონია!
ვულოცავთ ამ დიდებულ კლუბს დამსახურებულ სკუდეტოს!

„კალიარისთან“ გამარჯვებისა და „ინტერთან“ დაძაბული ბრძოლიდან ბოლო წუთამდე „ნაპოლიმ“ დაამტკიცა, რომ ტიტულის ღირსია. ნეაპოლში ეს მხოლოდ გამარჯვება არაა — ეს ნამდვილი საფეხბურთო ზღაპარია.

იმ ღამეს, როცა მურალზე დიეგო არმანდო მარადონას სახე კიდევ ერთხელ განათდა და გაიხსნა ლეგენდარული „ჩემპიონთა ფანჯარა“, იგრძნობოდა, თითქოს თავად მარადონაც ამ ტრიუმფის ნაწილი იყო. ის ციდან უყურებდა და ამაყად უღიმოდა თავის საყვარელ „ნაპოლის“.
მარადონა — ეს არის სული ამ კლუბისა, და როცა „ნაპოლი“ იმარჯვებს, მასთან ერთად მთელი ქალაქი ცოცხლდება.

ჩვენთვის, ქართველებისთვის, „ნაპოლი“ განსაკუთრებული გუნდი გახდა მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელია ამ კლუბში გამოჩნდა. მან ჩვენთვის უამრავი სიხარული და სიამაყე მოიტანა! მართალია, ხვიჩამ ოქროს მედალი ვერ მიიღო, რადგან ზამთარში გადავიდა პსჟ-ში, მაგრამ ჩვენთვის ის ყოველთვის დარჩება ამ ჩემპიონური გუნდის ნაწილად.

დღეს ხვიჩა საფრანგეთში თამაშობს, მაგრამ მის კვალს „ნაპოლის“ ისტორიაში ვერაფერი წაშლის.

„ნაპოლი“ ქართველ გულშემატკივრებთან ძალიან ახლოს არის. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენი ქომაგები — და როგორც ხვიჩას ვქომაგობთ „პარი სენ-ჟერმენში“, ისე ვქომაგობთ „ნაპოლის“.

მადლობა „ნაპოლი“ ემოციებისთვის, ფეხბურთისთვის და ტალანტის დაფასებისთვის!
ფორცა ნაპოლი! მარადონა — ლეგენდა. ხვიჩა — ჩვენი სიამაყე. და „ნაპოლი“ — ჩვენს გულებში სამუდამოდ!
პატივისცემით ლევან ლატარია 🫶

2023 წელს ბერლინში  გავხდი EA Sports Football Club-ის ერთერთი დამფუძნებელთაგანი (FOUNDER). ჯერ კიდევ მახსოვს, როგორ ვუთხ...
04/05/2025

2023 წელს ბერლინში გავხდი EA Sports Football Club-ის ერთერთი დამფუძნებელთაგანი (FOUNDER). ჯერ კიდევ მახსოვს, როგორ ვუთხარი ჩემს უფროსს, ფილიპ ბასლერს, რომ ეს თამაში გახდება The Worlds Game. და ასეც მოხდა.

EA Sports Football Club-ს ყოველთვიურად 30 მილიონზე მეტი ადამიანი თამაშობს. ათასობით გეიმერი მონაწილეობს ონლაინ ტურნირებში, საკლუბო შეჯიბრებებსა და საერთაშორისო მატჩებში ყოველგვარი საზღვრების, ბიუროკრატიისა და მიკერძოებული გადაწყვეტილებების გარეშე.

EA Sports Football Club არ არის მხოლოდ ვიდეოთამაში ეს არის გლობალური საფეხბურთო მოძრაობა, რომელიც აერთიანებს მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში. ეს პლატფორმა ქმნის გარემოს, სადაც ყველა მოთამაშეს აქვს თანაბარი შანსი, გამოხატოს თავისი შესაძლებლობები და ემოციები, დამოუკიდებლად ასაკისგან, ქვეყნისგან ან სტატუსისგან.

ეს თამაში არა მხოლოდ იმეორებს რეალურ ფეხბურთს, არამედ სთავაზობს იმას, რასაც რეალურ მოედანზე ვეღარ ნახავ. აქ არ არის უსამართლო მსაჯები, პოლიტიკური ზეწოლა ან VAR-ის გაუგებარი გადაწყვეტილებები. შედეგს წყვეტენ მოთამაშეები თავიანთი გონებით, რეაქციითა და სტრატეგიით.

EA Sports FC აძლევს მოთამაშეებს ემოციებს, რომლებსაც ვერსად სხვაგან ვერ მიიღებ. 90-ე წუთზე გატანილი გამარჯვების გოლი მეგობრებთან ერთად, გუნდის წარმატებით ავლა ქვედა დივიზიონიდან პრემიერლიგამდე, საერთო ძალისხმევა და გამარჯვების სიხარული ეს ყველაფერი ქმნის განსაკუთრებულ გრძნობას, რომელიც ციფრულია, მაგრამ ნამდვილად რეალურია.

ამ თამაშს არ მართავენ ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარ ინტერესებს აყენებენ ფეხბურთზე მაღლა. აქ არ არის ადგილი კორუფციისთვის, უცნაური გადაწყვეტილებებისთვის და იმ სისტემისთვის, რომელმაც ბოლო წლებში რეალურ ფეხბურთს ნდობა დაუკარგა.

EA Sports Football Club არის მომავალის თამაში, სადაც ფასი აქვს მხოლოდ ნიჭს, შრომას და ერთგულებას. ეს არის თამაში, რომელიც არ ცვლის წესებს ის ქმნის ახალ წესებს, ახალი თაობისთვის🫶
FOUNDER (Levan Lataria)

ძვირფასო მეგობრებო!გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ მშვიდობას, სიკეთეს და მტკიცე ჯანმრთელობას.მჯერა...
30/12/2024

ძვირფასო მეგობრებო!

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ მშვიდობას, სიკეთეს და მტკიცე ჯანმრთელობას.

მჯერა, რომ ახალი წელი შთაგონების და განვითარების დრო იქნება, განსაკუთრებით ჩვენი ახალგაზრდებისთვი. შესანიშნავი იქნება, თუ მეტი ახალგაზრდა აქტიურ სპორტს მიჰყოფს ხელს, რადგან ეს არამხოლოდ ჯანმრთელობისკენ გადადგმული ნაბიჯია, არამედ შესაძლებლობა, რომ საკუთარი ნიჭი გამოავლინონ.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო გაგიზიაროთ ჩემი სიმპათია ერთ-ერთი ულამაზესი და სანახაობრივი სპორტის მიმართ – პანნა-ფეხბურთისადმი. ეს საოცრად ტექნიკური სპორტი, რომელიც ამსტერდამში წარმოიშვა, მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანის გულს იპყრობს. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ თამაში სწრაფ ტემპში მიმდინარეობს, სადაც მთავარი როლი აქვს მოხერხებულობას და "ბურთის ფეხებს შორის" გატარებას თამაშს. ეს არა მხოლოდ თამაშია, არამედ ნამდვილი ხელოვნება მოედანზე!

დაე, ახალი წელი სიხარულით, სპორტული მიღწევებით და ბედნიერი მომენტებით ყოფილიყოს სავსე!

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!
პატივისცემით
ლევან ლატარია
🤌🦁⚽🫂

15/12/2024

🚂 ლოკოს 11-წლამდე გუნდი ბენდელას თასის ჩემპიონია 🏆

⚽️ ლაშა კვარაცხელიას გუნდმა ფინალში გიორგი იაშვილის გოლით კაირატი დაამარცხა ✊

28/10/2024

დილამშვიდობის გთავაზობთ ჩემს სტატიას https://dscvr.one/post/1201401076809465856 ლეგენდარულ Sergio Ramos ზე🤌💨☕⚽🤍🫂
მინდა გამოვხატო გულწრფელი მადლიერება სერხიო რამოსის მიმართ ჩვენი ქართველი სპორტსმენის ილია თოფურიას, მხარდაჭერისთვის -ზე.
თქვენი ყურადღება და მხარდაჭერა არა მხოლოდ სოლიდარობის სიმბოლოა, არამედ შთაგონებაა მრავალი ადამიანისთვის. ასეთი მაღალი მწვერვალების მქონე ადამიანისგან, როგორიც თქვენ ხართ ფეხბურთში, ქართველი მებრძოლის მხარდაჭერა ასეთ მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენაზე როგორიც UFC —ია მართლაც დასაფასებელია.

თქვენი ჩართულობა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მომენტი იყო და ჩვენ ვაფასებთ თქვენს ვაჟკაცობას.

დიდი მადლობა, სერხიო, რომ შენ ჩვენს გვერდით ხარ და მხარს უჭერ Ilia Topuria ს *მსოფლიო არენაზე*!

მიიღეთ ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა ამ ტრაგიკული დაკარგვის გამო. ძალიან სამწუხაროა, რომ დავკარგეთ ისეთი ახალგაზრდა და პერს...
04/07/2024

მიიღეთ ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა ამ ტრაგიკული დაკარგვის გამო. ძალიან სამწუხაროა, რომ დავკარგეთ ისეთი ახალგაზრდა და პერსპექტიული სპორტსმენი, რომელმაც თავის ცხოვრებაში იმდენი კარგი საქმე გააკეთა როგორც ადამიანმა, ისე სპორტსმენმა.

ნუგზარ წურწუმია იყო მსოფლიოს ჩემპიონი, დიდი ადამიანი, რომელმაც თავის შესახებ მხოლოდ საუკეთესო მოგონებები დატოვა. მისი მიღწევები და პიროვნული თვისებები ყოველთვის დარჩება ჩვენს გულებში. მას შეეძლო კიდევ უფრო მეტი სიმაღლეების მიღწევა, მაგრამ, სამწუხაროდ, ბედმა სხვაგვარად გადაწყვიტა.

გამოვხატავ ღრმა თანაგრძნობას "წუროს" ყველა ახლობელის მიმართ. ქართულმა სპორტმა დაკარგა არა მხოლოდ სპორტსმენი, არამედ გამორჩეული ადამიანი.

პატივისცემით,
ლევან ლატარია

Ilia Topuria 🤌🇬🇪💎🇬🇪🫶🫂
18/02/2024

Ilia Topuria 🤌🇬🇪💎🇬🇪🫶🫂

Teqball Georgia 🤌🇬🇪💎🇬🇪🫶🫂
13/02/2024

Teqball Georgia 🤌🇬🇪💎🇬🇪🫶🫂

Adresse

Berlin

Telefon

599499966

Webseite

Benachrichtigungen

Lassen Sie sich von uns eine E-Mail senden und seien Sie der erste der Neuigkeiten und Aktionen von სამეგრელოს ოლიმპიური კომიტეტი / Samegrelo Olympic Committee erfährt. Ihre E-Mail-Adresse wird nicht für andere Zwecke verwendet und Sie können sich jederzeit abmelden.

Service Kontaktieren

Nachricht an სამეგრელოს ოლიმპიური კომიტეტი / Samegrelo Olympic Committee senden:

Verknüpfungen

Hervorgehoben

Teilen

Kategorie

Tel: 599 49 99 66

თავმჯდომარე: ლევან ლატარია