ბათუმის სპორტული ცენტრი • Batumi Sports Center

  • Home
  • ბათუმის სპორტული ცენტრი • Batumi Sports Center

ბათუმის სპორტული ცენტრი • Batumi Sports Center მრავალფუნქციური სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი 12 სხვადასხვა სპორტული სექციით.⛸️🏒🏑⚽️🤼🚣‍♂️🤽

ბათუმის სპორტული ცენტრის ორგანიზებით წარმატებით გაიმართა „ველომარათონი 2026“, რომელშიც მონაწილეობდა 40-ზე მეტი მოყვარული...
02/08/2026

ბათუმის სპორტული ცენტრის ორგანიზებით წარმატებით გაიმართა
„ველომარათონი 2026“, რომელშიც მონაწილეობდა 40-ზე მეტი მოყვარული ველომრბოლელი.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ჯანსაღი ცხოვრების წესის, მასობრივი სპორტისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას.

ბათუმის სპორტული ცენტრი მსგავსი ღონისძიებების განხორციელებით აქტიურად უწყობს ხელს საზოგადოების სპორტულ ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდას.

ველომარათონის ფარგლებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა კატეგორიებში.

საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს გადაეცათ ფულადი ღირებულების ვაუჩერები:

🥇 I ადგილი – 500 ლარის ვაუჩერი;
🥈 II ადგილი – 400 ლარის ვაუჩერი;
🥉 III ადგილი – 300 ლარის ვაუჩერი.

სპეციალური პრიზით, 200 ლარიანი ვაუჩერით, დაჯილდოვდა ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე უხუცესი მონაწილე.

#სპორტი #ჯანსაღიცხოვრება
#სპორტულიცენტრი

მიმდინარე წლის 2 აგვისტოს ბათუმის სპორტული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება ველომარათონი, რომელშიც მონაწილეობა შეუძლია ნებ...
31/07/2026

მიმდინარე წლის 2 აგვისტოს ბათუმის სპორტული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება ველომარათონი, რომელშიც მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მოხალისეს.

🚴 სტარტი: ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უკან შადრევნის მიმდებარე ტერიტორია
🏁 ფინიში: ანბანის კოშკი
🕚 დაწყების დრო: 10:30 საათი
მონაწილეობა უფასოა

გამარჯვებულებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები, თასები, მედლები და სიგელები

ველომარათონის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ველოკულტურის განვითარება და სპორტული აქტივობების ხელშეწყობა.

გეპატიჟებით, გახდეთ ველომარათონის მონაწილე და ერთად შევქმნათ აქტიური, ჯანსაღი და სპორტული გარემო ბათუმში.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
555 20 20 23

26/07/2026

სპორტული ამბების დროა
ბათუმის სპორტული ცენტრი • Batumi Sports Center

ბათუმის სპორტული ცენტრის მიერ გამოცხადებული ინიციატივების პროგრამის „ბათუმი – სპორტის ქალაქი“ ფარგლებში წარმატებით დასრუ...
24/07/2026

ბათუმის სპორტული ცენტრის მიერ გამოცხადებული ინიციატივების პროგრამის „ბათუმი – სპორტის ქალაქი“ ფარგლებში წარმატებით დასრულდა გამარჯვებული პროექტი – 3x3 კალათბურთის ტურნირი, რომელშიც 32 გუნდი და 120 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ტურნირის გამარჯვებული გახდა Twin Towers, მეორე ადგილი დაიკავა Legal-მა, ხოლო მესამე ადგილზე VND გავიდა.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ჯუბა თავდგირიძე, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა გამორჩეულ მოთამაშედ – დავით დიასამიძე და დავით აფაქიძე.

პირველ ოთხ საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ NBA-ის გუნდების ბრენდირებული სათამაშო ფორმები, ხოლო საპრიზო ადგილების მფლობელები ასევე დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით, სიგელებითა და სპეციალური პრიზებით.

ბათუმის სპორტული ცენტრი მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერით აქტიურად უწყობს ხელს მასობრივი სპორტის განვითარებას, ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

ბათუმის სპორტული ცენტრის მიერ გამოცხადებული ინიციატივების პროგრამის „ბათუმი სპორტის ქალაქი“ ფარგლებში გამარჯვებული პროექ...
22/07/2026

ბათუმის სპორტული ცენტრის მიერ გამოცხადებული ინიციატივების პროგრამის „ბათუმი სპორტის ქალაქი“ ფარგლებში გამარჯვებული პროექტის შესაბამისად, დღეს დაიწყო 3x3 კალათბურთის ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას 32 გუნდი და 120 სპორტსმენი იღებს.

ტურნირის მიზანია მასობრივი სპორტის პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და სპორტში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის გაზრდა.

ტურნირი ხვალ ფინალური შეხვედრებითა და საზეიმო დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება.

პირველ ოთხ საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცემათ თასები, მედლები, სიგელები, სერტიფიკატები, ფასიანი ვაუჩერები და სპეციალური პრიზები🏀

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და საკრებულოს წევრები დღეს ბათუმის სპორტულ ცენტრში გამართულ საინფორმაციო ...
21/07/2026

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და საკრებულოს წევრები დღეს ბათუმის სპორტულ ცენტრში გამართულ საინფორმაციო პრეზენტაციას დაესწრნენ და ცენტრის ბაზაზე მოქმედი სპორტული სექციების ინფრასტრუქტურა და საწვრთნელი სივრცეები დაათვალიერეს.

პრეზენტაციაზე ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორმა სულხან აბულაძემ საკრებულოს წევრებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შედეგები გააცნო. ისაუბრა მიმდინარე პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე, რომლებიც სხვადასხვა ასაკისა და შესაძლებლობის მქონე სპორტსმენებისთვის სპორტული განვითარების, პროფესიული ზრდისა და სპორტულ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობას ემსახურება.

ვიზიტის ფარგლებში საკრებულოს წევრები დაესწრნენ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა სპორტული სექციის, ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდის, ნიჩბოსნობის კლუბის, ჰოკეის, ფიგურული ციგურაობისა და ქართული ჭიდაობის სექციების საწვრთნელ პროცესს. ასევე დაათვალიერეს აღნიშნული მიმართულებების საწვრთნელი ბაზები და სპორტული სივრცეები, რომლებიც როგორც სპორტსმენების, ისე ვიზიტორების საჭიროებებზეა მორგებული.

„ბათუმის სპორტული ცენტრი ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპორტული დაწესებულებაა. თანამედროვე ინფრასტრუქტურა, მრავალფეროვანი სპორტული მიმართულებები და ინკლუზიური პროგრამები ქმნის შესაძლებლობას, რომ თითოეულმა სპორტსმენმა, ასაკისა თუ შესაძლებლობის მიუხედავად, საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინოს. მსგავსი გარემო ხელს უწყობს როგორც მასობრივი სპორტის განვითარებას, ისე მაღალი სპორტული შედეგების მიღწევას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას,“ – განაცხადა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ.

ვიზიტის დასასრულს საკრებულოს წევრებმა სპორტული ცენტრის წარმომადგენლებისგან სამომავლო გეგმებისა და განვითარების პრიორიტეტების შესახებაც მიიღეს ინფორმაცია. აღინიშნა, რომ ბათუმის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითრება და სპორტის ხელმისაწვდომობის გაზრდა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება.

🔹ბათუმმა ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის B დივიზიონის მატჩებს უმასპინძლა.ჩემპიონატის ფინალურ მატჩსა და დაჯილდოების ცერემო...
20/07/2026

🔹ბათუმმა ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის B დივიზიონის მატჩებს უმასპინძლა.

ჩემპიონატის ფინალურ მატჩსა და დაჯილდოების ცერემონიას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე და ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორი სულხან აბულაძე ესწრებოდნენ.

🥇 🥈 🥉 ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ, როგორც I , II და III ადგილებზე გასული გუნდები ასევე, საუკეთესო ნომინაციებში გამარჯვებული ფეხბურთელები.

ტურნირი საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილით დაასრულა.

ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროს, აჭარის მთავრობის, ქალაქ ბათუმის მერიის, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ 15 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით ბათუმმა, სპორტული ცენტრის  ქვიშის არენაზე, ქვიშის ფეხბურთის ევროლიგის B...
19/07/2026

შეგახსენებთ, რომ 15 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით ბათუმმა, სპორტული ცენტრის ქვიშის არენაზე, ქვიშის ფეხბურთის ევროლიგის B დივიზიონის მატჩებს უმასპინძლა‼️✅

🥉 საქართველოს ნაკრები გუნდი ქვიშის ფეხბურთში ბრინჯაოს პრიზიორია

🇬🇪 საქართველოს ნაკრები A ჯგუფეში ასპარეზობდა და მალტის ნაკრებთან 2-1 გამარჯვების შემდეგ 1/2 ფინალში გავიდა

🔴⚪ 1/2 ფინალი VS 🇱🇻 ლატვია 5-4 ❌

🔴⚪ III ადგილი VS 🇳🇴 ნორვეგია 6-3 ✅

✊🇬🇪 წარმატებები საქართველოს ნაკრებს მომავალ ასპარეზობებში🙏

Address

27 Lado Asatiani Street

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბათუმის სპორტული ცენტრი • Batumi Sports Center posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

  • Want your business to be the top-listed Gym/sports Facility?

Share