10/09/2024
❤
📌 ბესიკ შეროზიას ეფექტი: სენაკის „ეგრისი“ რანგით მაღალ ლიგაში დაწინაურებას მიუახლოვდა.
ისევე, როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, სენაკშიც ძალიან უყვართ ფეხბურთი და მიუხედავად იმისა, რომ სენაკის „ეგრისი“ რანგით დაბალ ლიგაში ასპარეზობს, საშინაო მატჩებზე გულშემატკივართა დასწრების კუთხით „ეგრისს“ ბევრი მაღალი ლიგის გუნდი ჩამოუვარდება.
რეგიონულ ლიგაში მოასპარეზე „ეგრისში“ რანგით უფრო მაღალ ლიგაში ამოსაყვანად გამოცდილ მწვრთნელს, ბესიკ შეროზიას უხმეს, რომელიც გუნდების ზედა ლიგაში დაწინაურების სპეციალისტად ითვლება.
შედეგმაც არ დააყოვნა. ეგრისი პირველ ადგილზეა, სენაკელებმა შეროზიას ხელში ზედიზედ ბოლო 9 (!) შეხვედრა მოიგეს, მთლიანობაში კი გუნდს 14 თამაშში 12 მოგება 1 ფრე და 1 წაგება აქვს და ახლოს არის მიზანთან, დაბრუნდეს ლიგა 4-ში.
შეროზიას თავის სამწვრთნელო კარიერაში 10 გუნდი ჰყავს მაღალ ლიგაში აღზევებული, მათ შორის 5 უმაღლეს ლიგაში. (ლაზიკა - ზუგდიდი, სპარტაკი - თბილისი, მგლები - ზუგდიდი, კოლხეთი 1913 - ფოთი, შუქურა - ქობულეთი.)
📌 ბესიკ შეროზია: „სენაკი საფეხბურთო ტრადიციების მქონე ქალაქია და აქ ფეხბურთის სიყვარული თვალსაჩინოა. ეს გუნდი რეგიონულ ლიგაში არ უნდა ასპარეზობდეს. წელს, შეიძლება ითქვას ნულიდან დავიწყეთ მუშაობა, იყო პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ქალაქის ადგილობრივი ხელმძღვანელობის გვერდში დგომით ეტაპობრივად ყველაფერი დალაგდა და შედეგიც სასურველი გვაქვს. მიუხედავად დაბალი ლიგისა კონკურენცია დიდია, რამდენიმე გუნდს აქვს ლიგა 4-ში გადასვლის სურვილი, კოლხეთი 1913 -2, ქუთაისის ტორპედო -2 და ა.შ. მაგრამ სტაბილურად ვინარჩუნებთ პირველ ადგილს და ვცდილობთ შრომით და სწორი ნაბიჯებით მივიდეთ იქ, სადაც დავისახეთ მიზანი.
გუნდში ძირითადად ახალგაზრდები არიან, მაგრამ გვყავს გამოცდილი ფეხბურთელებიც. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ 5 ფეხბურთელი ადგილობრივია. მიზანი, რა თქმა უნდა ლიგა 4-ში დაწინაურებაა, თუმცა პროგრამა მაქსიმუმი „ეგრისი“ განვითარება და ეტაპობრივად რანგით უფრო მაღალ ლიგებში დაწინაურება იქნება.
#რეგიონი #სამეგრელო #ეგრისი