საქველმოქმედო ფონდი ,,მომავლის ჩემპიონი / Future Champion''

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქველმოქმედო ფონდი ,,მომავლის ჩემპიონი / Future Champion''

საქველმოქმედო ფონდი ,,მომავლის ჩემპიონი / Future Champion'' Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from საქველმოქმედო ფონდი ,,მომავლის ჩემპიონი / Future Champion'', Sport & recreation, მარჯანიშვილი, Tbilisi.

📌 Future Champions | მომავლის ჩემპიონი
Georgia’s First Sports Charity Foundation | Empowering Talented Young Athletes | Sponsorship • Development • Opportunity • International Success

26/07/2026

🏆 ააიპ „მომავლის ჩემპიონი“ — ხშირად დასმული კითხვები

❓ რა არის „მომავლის ჩემპიონი“?
✅ „მომავლის ჩემპიონი“ არის ინიციატივა, რომლის მიზანია ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდა სპორტსმენების აღმოჩენა, მხარდაჭერა და მათი სპორტული განვითარების ხელშეწყობა, მიუხედავად მათი ფინანსური შესაძლებლობებისა.



❓ ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობა?
✅ პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 6-18 წლის ბავშვებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული სპორტში, გამოირჩევიან ნიჭით, შრომისმოყვარეობითა და განვითარების პოტენციალით.



❓ რომელ სპორტის სახეობებზე ვრცელდება პროგრამა?
✅ პროგრამა პირველ ეტაპზე მოიცავს ინდივიდუალურ საბრძოლო სპორტის სახეობებს:
🥋 ძიუდო
🤼 თავისუფალი ჭიდაობა
🤼 ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
🥊 კრივი
🥋 კარატე
🥋 ტაეკვონდო
🥋 სამბო
🥋 ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუ (BJJ)
🥋 MMA და სხვა საბრძოლო სპორტის მიმართულებები.



❓ აუცილებელია სპორტსმენს უკვე ჰქონდეს დიდი მიღწევები?
✅ არა. „მომავლის ჩემპიონი“ ეძებს არა მხოლოდ უკვე წარმატებულ სპორტსმენებს, არამედ ბავშვებსაც, რომლებსაც აქვთ პოტენციალი, მონდომება და სურვილი, განვითარდნენ.



❓ ვის მიენიჭება განსაკუთრებული ყურადღება?
✅ პრიორიტეტი მიენიჭებათ:

* სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს;
* მრავალშვილიანი ოჯახების შვილებს;
* დევნილი ოჯახების წარმომადგენლებს;
* რეგიონებსა და მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ სპორტსმენებს;
* ახალგაზრდებს, რომლებსაც სპორტული განვითარებისთვის მხარდაჭერა სჭირდებათ.



❓ რა სახის მხარდაჭერას მიიღებენ შერჩეული სპორტსმენები?
✅ ბენეფიციარები მიიღებენ მხარდაჭერას:

* სპორტული ეკიპირებითა და ინვენტარით;
* საწვრთნელი პროცესის ხელშეწყობით;
* სპორტულ ღონისძიებებსა და შეჯიბრებებში მონაწილეობის მხარდაჭერით;
* საჭიროების შემთხვევაში, სპორტულ განვითარებასთან დაკავშირებული სხვა მიმართულებებით.



❓ როგორ მოხდება სპორტსმენების შერჩევა?
✅ შერჩევა განხორციელდება გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე, სადაც შეფასდება:
🏆 სპორტული შედეგები;
📈 განვითარების პოტენციალი;
💪 დისციპლინა და მოტივაცია;
👥 მწვრთნელის რეკომენდაცია;
🤝 სოციალური მდგომარეობა.



❓ ვინ შეიძლება წარადგინოს კანდიდატი?
✅ კანდიდატის წარდგენა შეუძლია:

* თავად სპორტსმენს;
* მშობელს/მეურვეს;
* მწვრთნელს;
* სპორტულ კლუბს ან სკოლას.



❓ სად უნდა გაიაროს სპორტსმენმა რეგისტრაცია?
✅ რეგისტრაცია შესაძლებელია სპეციალური ონლაინ ფორმის საშუალებით:
🔗 [რეგისტრაციის ბმული]



❓ შესაძლებელია თუ არა რეგიონიდან მონაწილეობის მიღება?
✅ დიახ. „მომავლის ჩემპიონი“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონებში და მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენასა და მხარდაჭერას.



❓ რა არის პროექტის მთავარი მიზანი?
✅ ჩვენი მიზანია, არცერთ ნიჭიერ სპორტსმენს არ შეეზღუდოს შესაძლებლობა მხოლოდ ფინანსური მდგომარეობის გამო და თითოეულ ბავშვს ჰქონდეს შანსი, საკუთარი შრომით შექმნას წარმატებული სპორტული გზა.

🏆 ერთად შევქმნათ მეტი მომავლის ჩემპიონი!

🏆 ააიპ „მომავლის ჩემპიონი“ იწყებს ნიჭიერი ახალგაზრდა სპორტსმენების რეგისტრაციას!თუ თქვენს კლუბში ვარჯიშობს ბავშვი ან ახა...
26/07/2026

🏆 ააიპ „მომავლის ჩემპიონი“ იწყებს ნიჭიერი ახალგაზრდა სპორტსმენების რეგისტრაციას!

თუ თქვენს კლუბში ვარჯიშობს ბავშვი ან ახალგაზრდა, რომელსაც აქვს ნიჭი, მონდომება და დიდი მიზნები, თუმცა ფინანსური შესაძლებლობები ხელს უშლის მის სრულფასოვან განვითარებას — ეს შესაძლებლობა სწორედ მისთვისაა.

🥋 პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდა სპორტსმენებს ინდივიდუალური საბრძოლო სპორტის მიმართულებებში:

🥋 ძიუდო
🤼 თავისუფალი ჭიდაობა
🤼 ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
🥊 კრივი
🥋 კარატე
🥋 ტაეკვონდო
🥋 სამბო
🥋 ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუ (BJJ)
🥋 MMA და სხვა საბრძოლო სპორტის სახეობები

📌 პროგრამის ბენეფიციარები შეიძლება გახდნენ:

✅ ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა სპორტსმენები;
✅ სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები;
✅ მრავალშვილიანი ოჯახების შვილები;
✅ იძულებით გადაადგილებულ (დევნილ) ოჯახებში მცხოვრები ახალგაზრდები;
✅ ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა შვილები;
✅ რეგიონებსა და მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები სპორტსმენები;
✅ ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ მაღალი სპორტული პოტენციალი და სჭირდებათ მხარდაჭერა განვითარებისთვის.

📋 ბენეფიციართა შერჩევა განხორციელდება გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე, სადაც შეფასდება:

🏆 სპორტული მიღწევები;
📈 განვითარების პოტენციალი;
🤝 სოციალური მდგომარეობა;
💪 დისციპლინა, პასუხისმგებლობა და მოტივაცია.

📝 რეგისტრაციის ფორმა:
🔗 [https://forms.gle/1emr7nVKyALmZbPA9]

💙 ჩვენი მიზანია — არცერთი ნიჭიერი ახალგაზრდა სპორტსმენი არ დარჩეს შესაძლებლობის გარეშე მხოლოდ ფინანსური მდგომარეობის გამო.

‼️ მოვუწოდებთ სპორტულ კლუბებს, მწვრთნელებს, სპორტულ სკოლებსა და სპორტის გულშემატკივრებს — გააზიარეთ ეს ინფორმაცია თქვენს კლუბებში, ჯგუფებსა და გვერდებზე, რათა პროგრამის შესახებ გაიგოს ყველა იმ ბავშვმა და ოჯახმა, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება.

📩 საკონტაქტო ინფორმაცია:

📘 Facebook — საქველმოქმედო ფონდი „მომავლის ჩემპიონი“
📧 E-mail — [email protected]
💼 LinkedIn — „მომავლის ჩემპიონი“
📱 WhatsApp — +995 593 755 554 (სოფია)

🏆 ერთად შევქმნათ მეტი მომავლის ჩემპიონი!

#მომავლისჩემპიონი #სპორტი #ახალგაზრდებისმხარდაჭერა #ერთადგავზარდოთჩემპიონები

„მომავლის ჩემპიონი“ არის სოციალური და სპორტული პროექტი, რომლის მიზანია ნიჭიერი ახალგაზრდა სპორტსმენების აღმო.....

✊ მომავლის ჩემპიონი | FUTURE CHAMPIONყველა ჩემპიონი იმსახურებს შესაძლებლობას!დღეს უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა სპორტსმენი ...
19/07/2026

✊ მომავლის ჩემპიონი | FUTURE CHAMPION

ყველა ჩემპიონი იმსახურებს შესაძლებლობას!
დღეს უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა სპორტსმენი მხოლოდ ფინანსური სირთულეების გამო ვერ აგრძელებს საკუთარ სპორტულ გზას.

„მომავლის ჩემპიონი“ არის საქველმოქმედო ფონდი, რომლის მიზანია ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერა, რათა მათ საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინონ და ღირსეულად წარმოადგინონ საქართველო საერთაშორისო სპორტულ ასპარეზზე.

ჩვენ გვჯერა, რომ ნიჭს, შრომასა და მონდომებას არასოდეს უნდა შეეზღუდოს გზა შესაძლებლობების ნაკლებობის გამო.

🎯 ჩვენი მისია
აღმოვაჩინოთ, მხარი დავუჭიროთ და განვავითაროთ ნიჭიერი ახალგაზრდა სპორტსმენები, რომლებსაც წარმატების მიღწევის სურვილი აქვთ, თუმცა ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ.

✅ რას ვთავაზობთ
✔ სპორტული ფორმისა და ინვენტარის უზრუნველყოფა
✔ ვარჯიშებისა და შეჯიბრებების დაფინანსება
✔ საერთაშორისო და ადგილობრივი შეჯიბრებების ხელშეწყობა
✔ პროფესიული მენტორობა და მუდმივი მოტივაცია

🏆 ჩვენი მიზანი
შევქმნათ თანაბარი შესაძლებლობები ყველა ნიჭიერი ახალგაზრდა სპორტსმენისთვის, რათა მომავალში ისინი გახდნენ საქართველოს ღირსეული წარმომადგენლები საერთაშორისო ასპარეზზე.

ჩვენ არ ვაფინანსებთ მხოლოდ სპორტს.
ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს, ვაძლიერებთ მომავალს და ვზრდით ჩემპიონებს.

🤝 ჩვენი ოფიციალური სპონსორები

🥇 GA Logistics LLC
ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერისა და ქართული სპორტის განვითარების პარტნიორი.

🥈 V&S Brothers
სოციალურად პასუხისმგებელი კომპანია, რომელიც მხარს უჭერს მომავალი ჩემპიონების აღზრდას.

🥉 B2M.GE – ონლაინ მაღაზია
„მომავლის ჩემპიონის“ ოფიციალური სპონსორი, რომელიც თავისი მხარდაჭერით ნიჭიერ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, განაგრძონ სპორტული გზა.

📞 საკონტაქტო ინფორმაცია
სოფია კოპაძე
დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

📱 WhatsApp: 593 75 55 54
📧 E-mail: [email protected]
📘 Facebook : https://shorturl.at/5bZLK
💼 LinkedIn : https://www.linkedin.com/feed/

ერთად ვქმნით მომავლის ჩემპიონებს. 🥋🏆💙

🥋 ააიპ „მომავლის ჩემპიონი"🥋საქართველოს პირველი სპორტული საქველმოქმედო ფონდი დაარსდა ერთი მიზნით — გავუწიოთ მხარდაჭერა ნი...
04/07/2026

🥋 ააიპ „მომავლის ჩემპიონი"🥋

საქართველოს პირველი სპორტული საქველმოქმედო ფონდი დაარსდა ერთი მიზნით — გავუწიოთ მხარდაჭერა ნიჭიერ, მაგრამ შეზღუდული რესურსების მქონე ახალგაზრდა სპორტსმენებს.

ჩვენი ბავშვები დღეს ვარჯიშობენ იმისთვის, რომ ხვალ კვარცხლბეგზე ავიდნენ — და თქვენი მხარდაჭერა ამ გზას გაცილებით უფრო მოკლეს გახდის.

❤️ გახდი მომავალი ჩემპიონების მხარდამჭერი დღესვე!

📌 ს/კ: 404813261
📧 [email protected]

🏦 Bank of Georgia: GE28 BG00 0000 0612 3589 78
🏦 TBC Bank: GE13 TB73 9463 6080 1000 15

#მომავლისჩემპიონი #საქველმოქმედოფონდი #ერთადვქმნითჩემპიონებს

03/07/2026

🥋💙

ჩვენი სპორტსმენი საბა ყაზარაშვილი #პირველად მონაწილეობს სასწავლო-საწვრთნელ #შეკრებაში, რომელიც #ბორჯომში მიმდინარეობს, ძიუდოს კლუბ „ახმეტასთან“ ერთად.

ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მისი სპორტული განვითარების გზაზე. ვუსურვებთ საბას ნაყოფიერ შეკრებას, ახალი გამოცდილების მიღებას, წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას!

წარმატებები, საბა! 💪🇬🇪

#საბაყაზარაშვილი #ზბორები #ბორჯომი ✊

ახმეტაში სტუმრობისას,     გავაცანით საქველმოქმედო ფონდი „მომავლის ჩემპიონის“ პირველი რჩეული სპორტსმენი —   და მისი მწვრთ...
18/06/2026

ახმეტაში სტუმრობისას, გავაცანით საქველმოქმედო ფონდი „მომავლის ჩემპიონის“ პირველი რჩეული სპორტსმენი — და მისი მწვრთნელი .

შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ #საბას სპორტულ გზაზე, მის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდების წარმატების ისტორიები საზოგადოების სხვადასხვა სფერომ გაიცნოს და მათ განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანოს.

გვჯერა, რომ საბა მომავალშიც არაერთ წარმატებას მიაღწევს და მის შესახებ კიდევ ბევრ სასიხარულო სიახლეს გავიგებთ.

მადლობა თბილი მიღებისა და მხარდაჭერისთვის. შეხვედრა სამახსოვრო ფოტოთი დავასრულეთ. 📸✨

#მომავლისჩემპიონი #საბაყაზარაშვილი #ზურაჯიმშიტაშვილი #ახმეტა #ერთადგავზრდითჩემპიონებს 🥋💙🏆

15/06/2026

🥋💙 საქველმოქმედო ფონდი „მომავლის ჩემპიონის“ პირველ რჩეულს, საბა ყაზარაშვილს, ვესტუმრეთ და გადავეცით ფონდის მიერ დაბრენდილი თეთრი და ლურჯი კიმანო, ასევე სავარჯიშო სამოსი.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მხარდამჭერს — GA Logistics LLC -ს, რომლის თანადგომით კიდევ ერთი ახალგაზრდა სპორტსმენის ოცნებისკენ მიმავალი გზა უფრო რეალური გახდა.

რთულია სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია, რომელიც საბას სახეზე იკითხებოდა. სწორედ ასეთი მომენტები გვაძლევს ძალას და გვარწმუნებს, რომ ჩვენი საქმე მნიშვნელოვანია.

სასიამოვნო სიახლეა ისიც, რომ საბა პირველად გაემგზავრება ზაფხულის შეკრებაზე საკუთარ გუნდთან ერთად, რაც მისი სპორტული განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

გისურვებთ წარმატებებს, საბა! გვჯერა შენი და ველოდებით შენს საუკეთესო შედეგებს. 💙🥋

#მომავლისჩემპიონი

14/06/2026

🥋💙 ჩვენი ფონდი წარდგა შშმ პირთა ღონისძიებაზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სპორტი ყველასთვისაა და შესაძლებლობებს საზღვრები არ აქვს.

„მომავლის ჩემპიონი“ არის გზა, სადაც თითოეულ ახალგაზრდას ეძლევა შანსი, საკუთარი შესაძლებლობები აღმოაჩინოს და გახდეს მომავლის ჩემპიონი.

ამ მნიშვნელოვანი დღის ფარგლებში, ადაპტური ძიუდოს ევროპის ჩემპიონს ფონდის სახელით გადაეცა ბრენდირებული კიმანო.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ადაპტური ძიუდოს მწვრთნელს მოწვევისა და მრავალწლიანი თავდადებული საქმიანობისთვის.

ასევე, გულწრფელ მადლობას ვუხდით ახმეტის მუნიციპალიტეტის მერს და მის პირველ მოადგილეს ადაპტირებული ძიუდოს გუნდის მხარდაჭერისა და შეჯიბრის ორგანიზებისთვის. თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა უდიდეს მნიშვნელობას ატარებს სპორტსმენებისთვის.

განსაკუთრებული მადლობა და მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

ერთად ვქმნით გარემოს, სადაც ყველა სპორტსმენს აქვს შესაძლებლობა იბრძოლოს, განვითარდეს და გაიმარჯვოს. 🥋🏆💙

#მომავლისჩემპიონი #სპორტიყველასთვისაა #ერთადგავიმარჯვებთ
#14ივნისი #ახმეტა

🌞მაგალითი იმისა, რომ სიყვარული, მხარდაჭერა და რწმენა ყველა ბარიერს ამარცხებს. ✨🏆🫂🇬🇪 მომავლის ჩემპიონი ✊
14/06/2026

🌞მაგალითი იმისა, რომ სიყვარული, მხარდაჭერა და რწმენა ყველა ბარიერს ამარცხებს. ✨🏆🫂🇬🇪
მომავლის ჩემპიონი ✊

14/06/2026

შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე 🫂

💙 საოცრად თბილი ნინი და მისი დედა — სიყვარული, ძალა და უპირობო მხარდაჭერა ერთ კადრში. 🫂✨

მომავლის ჩემპიონი Inga Loladze

Address

მარჯანიშვილი
Tbilisi
1401

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქველმოქმედო ფონდი ,,მომავლის ჩემპიონი / Future Champion'' posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share