18/02/2026
🔴ნეტავ, ყველა თავის კლუბში იყოს
(სამწუხარო რეალობა)
ბოლო პერიოდში განხორციელდა ისეთი ტრანსფერები, რომელიც თავიდან თითქოს მიმზიდველად ჩანდა, მაგრამ რომ დაუფიქრდებოდი, მიხვდებოდი, რომ ქართველს იქ თამაშის შანსი ნაკლებად ჰქონდა.
◼️ინებეთ: საზონოვი ტორინოში, ქოჩორაშვილი სპორტინგში, მამარდაშვილი ლივერპულში...
22 მოთამაშეში ნაკლებად, მაგრამ ზოგადად ჩვენში გულშემატკივრები ხშირად გადააფასებენ ხოლმე ფეხბურთელთა შესაძლებლობებს. სულ ასე იყო. გულზე მჯიღი, არიქა, ვიღაც ცოტას ათამაშდება და “რატომ რეალი არ ყიდულობს?”, ან “გვარდიოლას სად აქვს თვალები?”…
◼️მერე რეალობა სხვა რამეს გვაჩვენებს-ხოლმე. ვერ ქაჩავენ იმ დონეს. ან არის სხვა გარემოებები, რის გამოც არ გათამაშებენ.
აი, მაგალითად მამარდაშვილი. მსოფლიოს N 7 მეკარე იყო, ბრწყინავდა ევროპაზე, მაგარი იყო ვალენსიაში, მაგრამ განა წინასწარ არ ვიცოდით, რომ იქ ალისონი იდგა? და ზოგადად რომ პირველი მეკარის ჩანაცვლება ძალიან რთულად ხდება, ესეც ხომ ორჯერ ორია.
მეკარე და ცენტრალური მცველები - ფეხბურთში საუკუნეა ასეა, ყველაზე მყარი პოზიციები და მწვრთნელები მათ ცვლას ერიდებიან. და ალისონი რომ ძალიან მაგარი მეკარეა, თქმა რად უნდა.
◼️ქოჩორაშვილი ევროზეც კარგი იყო, ლევანტეშიც, მაგრამ ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში სხვა მოთხოვნებია, პორტუგალიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში კი სხვა. ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, რუი ბორჟესის ბრალია, მასაჟისტის ბრალია თუ ბუტროს-ბუტროს გალის ბრალია, ფაქტია არ ათამაშებენ.
საბა საზონოვის ვარიანტი - ბრწყინვალე მონაცემების მქონე მცველი. თუმცა ტორინო, მგონი, საკმაოდ ძლიერი იყო საიმისოდ, რათა საბასთვის მუდმივი პრაქტიკა მიეცათ. მცველს კი ამ ასაკში თამაში სჭირდება.
◼️აი დააკვირდით, რამდენჯერ მოხდა ასეთი რამ: ქართველი ფეხბურთელი გადავიდა სახელიან კლუბში, სადაც არ ათამაშებდნენ. მერე გაანათხოვრეს იმაზე სუსტ კლუბში, სადაც მანამდე იყო და თქვენ წარმოიდგინეთ, იქაც აღარ ათამაშებდნენ.
იჯარები, რომელსაც კარგი არაფერი არ მოაქვს; იჯარები, როგორც წესი, იმაზე ცუდ გუნდში და ცუდ ლიგაში ხდება, ვიდრე მანამდე იყავი. მერე გული გიტყდება - სად იყავი და ახლა სად ხარ. ისედაც ცუდია გარემოს ხშირი ცვლა, არასტაბილურობას იწვევს, გაცდენილი დროა.
◼️ნახეთ, ოთარ კიტეიშვილს რა მშვენივრად მიჰყავს კარიერა. არის გუნდში, სადაც პირველი კაცია. ტოპ-ლიგაში რომ გადასულიყო, ვინ იცის, ასეთი სტაბილური იქნებოდა? თან ტრავმებისკენ მიდრეკილია. ჭკვიანია, აწონ-დაწონა თავისი შესაძლებლობები.
შოთა არველაძე ნათელი მაგალითია - ტოპ-ლიგაში არ მიდიოდა, სათუოდ არ გაიხადა საქმე. კარიერის ბოლო თვეებს ლევანტეში, მოდით, ნუ ჩავთვლით. იქ ფაქტობრივად უკვე დასრულებული ჰქონდა კარიერა.
◼️რა თქმა უნდა, ვისაც სად უნდა იქ გადავა. უბრალოდ რაც დავწერეთ, ჩვენი სურვილია, საქართველოს ნაკრების ინტერესებდან გამომდინარე.
დაწერეთ თქვენი აზრი
🔴(გამოიწერეთ 22 მოთამაშე.
რეკლამის მსურველებმა მოგვწერეთ. ხოლო ვისაც სურს, გვერდს მუშაობაში დაეხმაროს თუნდაც სიმბოლური თანხით, მათთვის ანგარიში კომენტარებშია.
🔴დიდი მადლობა. პატივისცემით)
--