Asana Set • ასანა სეტი

Asana Set • ასანა სეტი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Asana Set • ასანა სეტი, Pilates Studio, online business, Tbilisi.

შენი მოძრაობის სტილი 🧘‍♀️
იოგისა და პილატესის სპორტული ჩანთები და აქსესუარები
სტუდიისთვის, დარბაზისა და ყოველდღიური მოძრაობისთვის

Your Movement, Your Style 🧘‍♀️
Yoga & Pilates sport bags and accessories
For studio, gym, and everyday movement

მოძრაობა — გონებისთვისაც, არა მხოლოდ სხეულისთვის✨რეგულარული ფიზიკური აქტივობა პირდაპირ მოქმედებს შენს გონებრივ მდგომარეო...
01/04/2026

მოძრაობა — გონებისთვისაც, არა მხოლოდ სხეულისთვის✨

რეგულარული ფიზიკური აქტივობა პირდაპირ მოქმედებს შენს გონებრივ მდგომარეობაზე. 🍃
სტრესი მცირდება, განწყობა უმჯობესდება, კონცენტრაცია იზრდება — და ეს ყველაფერი იწყება უბრალო, თანმიმდევრული მოძრაობით.🧘

იოგა, პილატესი, სიარული, გაწელვა — ინტენსიური ვარჯიში სავალდებულო არ არის. დღეში 15–30 წუთი საკმარისია, რომ შეამჩნიო სხვაობა:

✦ სტრესი და დაძაბულობა — მცირდება
✦ ყურადღება და ფოკუსი — იზრდება
✦ ძილის ხარისხი — უმჯობესდება
✦ ენერგია — სტაბილური რჩება
✦ სხეულთან კავშირი — მტკიცდება

მოძრაობა ფორმის შენარჩუნება არ არის მხოლოდ — ეს გონებრივი კეთილდღეობის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი გზაა.
პატარა ნაბიჯებიც ითვლება. 🤍

#ველნესი #გონებრივიჯანმრთელობა #მოძრაობა #იოგა #პილატესი #ჯანსაღიცხოვრება

შენი 15 წუთი — ჯანსაღი საუზმე და მშვიდი გაღვიძება 🥣ხშირად დილა ძალიან სწრაფად იწყება —ტელეფონი, შეტყობინებები, სიჩქარე, ...
27/03/2026

შენი 15 წუთი — ჯანსაღი საუზმე და მშვიდი გაღვიძება 🥣

ხშირად დილა ძალიან სწრაფად იწყება —
ტელეფონი, შეტყობინებები, სიჩქარე, გადარბენა.
მაგრამ ზოგჯერ სულ 15 წუთიც საკმარისია,
რომ დღე სხვანაირად დაიწყოს.

იოგასა და პილატესში ხშირად ვუბრუნდებით იდეას,
რომ სხეულთან კავშირი პატარა ჩვევებიდან იწყება.
ჯანსაღი საუზმეც სწორედ ასეთი ჩვევაა.

დილით კორტიზოლის დონე ბუნებრივად მაღალია,
და როცა ამ დროს ორგანიზმს სწორად ვკვებავთ,
ენერგია უფრო სტაბილურად ნაწილდება,
რაც გვეხმარება დღის განმავლობაში ვიყოთ უფრო აქტიურები, კონცენტრირებულები და ნაკლებად დაღლილები.

ზოგჯერ ეს პატარა რიტუალი სულ მარტივია:
• წყალი, ჩაი ან მატჩა
• ჯანსაღი საუზმე
• რამდენიმე წუთი მობილურის გარეშე

15 წუთი დილით — რომ დღე დაიწყოს უფრო მშვიდად, სხეული კი უფრო მზად იყოს მოძრაობისა და აქტიურობისთვის ✨

#შენი15წუთი #იოგა #პილატესი #ჯანსაღისაუზმე #დილისრიტუალი #ჯანსაღიცხოვრება

🏠 იოგა სახლში — საიდან დავიწყო?🧘‍♀️„მინდა დავიწყო, მაგრამ არ ვიცი საიდან" —ეს ფრაზა ალბათ შენც გაგიჩნდა ერთხელ მაინც. ✨ს...
25/03/2026

🏠 იოგა სახლში — საიდან დავიწყო?🧘‍♀️

„მინდა დავიწყო, მაგრამ არ ვიცი საიდან" —
ეს ფრაზა ალბათ შენც გაგიჩნდა ერთხელ მაინც. ✨

სიმართლე ისაა — დასაწყებად არ გჭირდება სტუდია, გამოცდილება, ან სრულყოფილი მოქნილობა.🧘‍♀️

გჭირდება მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება.✨

ასე დაიწყე:
① 10 წუთი — ყოველდღე
არა საათი, არა „სრული ვარჯიში". სტაბილურობა სრულყოფილებაზე მნიშვნელოვანია.

② დაივიწყე „სწორი" პოზა
შენი სხეული უნიკალურია. სწორი პოზა ის არის, რომელიც შენთვის კომფორტულია.

③ სუნთქვა — პირველი, პოზა — მეორე
თუ სუნთქავ მოძრაობასთან ერთად.

④ გაიხალისე გარემო
მოაწყე ესთეტიური კუთხე + გამორთე შეტყობინებები + გამოყავი 15 წუთი შენი დრო.
ეს უკვე პრაქტიკის ნახევარია.

ყველაზე რთული არ არის პოზები და არც მოქნილობა.
ყველაზე რთული პირველი ნაბიჯია.💪

თუ იოგა გინდა, მაგრამ არ იცი საიდან დაიწყო — გამოგვყევი. აქ რეგულარულად ვდებთ პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც დამწყებისთვისაა. 🙏

EAT. SLEEP. YOGA. REPEAT. 🧘‍♀️✨ზოგჯერ ყველაზე მარტივი რიტმიყველაზე კარგად მუშაობს.მოძრაობა, დასვენება და პატარა პაუზა —ს...
23/03/2026

EAT. SLEEP. YOGA. REPEAT. 🧘‍♀️✨

ზოგჯერ ყველაზე მარტივი რიტმი
ყველაზე კარგად მუშაობს.

მოძრაობა, დასვენება და პატარა პაუზა —
სწორედ აქ იწყება ბალანსი. 🌿

არ არის საჭირო იდეალური გეგმა,
უბრალოდ გააგრძელე შენი ტემპით.

დაუთმე 15 წუთი საკუთარ თავს ✨ჯანსაღი ცხოვრება არ იწყება დიდ ცვლილებებით —იწყება პატარა რიტუალებით.ეს 15 წუთი უნდა იყოს შ...
19/03/2026

დაუთმე 15 წუთი საკუთარ თავს ✨

ჯანსაღი ცხოვრება არ იწყება დიდ ცვლილებებით —
იწყება პატარა რიტუალებით.

ეს 15 წუთი უნდა იყოს შენი —
პატარა პაუზა ყოველდღიურობაში.

შეიძლება ეს იყოს:
• მსუბუქი გაწელვა დღის დასაწყისში 🧘‍♀️
• დღის დაწყება ეკრანის გარეშე ☀️
• წყლის ან ყავის პატარა რიტუალი 💧

მაგალითად — რომ შეიყვაროთ წყალი,
აქციეთ ეს რიტუალად: აიღეთ ლამაზი ჭიქა,
დალიოთ ლიმონით, თაფლით ან ჯანჯაფილით.

პატარა დეტალები ქმნის განსხვავებულ შეგრძნებას 🌿

ეს ჩვევები გვეხმარება,
რომ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე
და ჯანსაღი ცხოვრება უფრო სასიამოვნო პროცესად ვაქციოთ.

პატარა ნაბიჯებით, ჯანსაღი ცხოვრების სტილისკენ ✨

შესაძლოა შენს სხეულს უბრალოდ გაწელვა სჭირდება 🌟გაწელვა მხოლოდ მოქნილობისთვის არ არის — მას სხეულზე ბევრად უფრო დიდი გავლ...
12/03/2026

შესაძლოა შენს სხეულს უბრალოდ გაწელვა სჭირდება 🌟

გაწელვა მხოლოდ მოქნილობისთვის არ არის — მას სხეულზე ბევრად უფრო დიდი გავლენა აქვს.💪

აი რატომ არის ის მნიშვნელოვანი:

🧘‍♀️ ზრდის მოქნილობას
რეგულარული გაწელვა კუნთებს უფრო ელასტიკურს ხდის და მოძრაობას ამარტივებს. ასაკთან ერთად მოქნილობა ბუნებრივად მცირდება, ამიტომ მისი შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

✨ ზრდის მოძრაობის დიაპაზონს
გაწელვა ეხმარება სახსრებს უფრო თავისუფლად იმოძრაონ და ამცირებს ტრავმის რისკს.

⚡ აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას
კუნთებში სისხლის ნაკადის ზრდა ეხმარება კუნთს მეტი ჟანგბად მიიღოს და უფრო სწრაფად აღდგეს.

🌿 ეხმარება სხეულის პოზას
დაჭიმული კუნთები ხშირად იწვევს ცუდ პოზის ჩამოყალიბებას. გაწელვა ეხმარება სხეულს უფრო სწორად და დაბალანსებულად დგომაში.

🌸 ამცირებს კუნთების დაძაბულობას და სტრესს
გაწელვა ეხმარება სხეულს მოდუნებაში და ამცირებს იმ დაძაბულობას, რომელიც დღის განმავლობაში გროვდება.

✨ შეგიძლია დღესვე დაუთმო რამდენიმე წუთი გაწელვას და შეამოწმო რას იგრძნობ 😌

✨როგორ ამცირებს იოგა სტრესს?✨დღევანდელ ყოველდღიურობაში სტრესი ბევრისთვის ნაცნობი მდგომარეობაა. საინტერესოა, რომ იოგა ერთ...
06/03/2026

✨როგორ ამცირებს იოგა სტრესს?✨

დღევანდელ ყოველდღიურობაში სტრესი ბევრისთვის ნაცნობი მდგომარეობაა. საინტერესოა, რომ იოგა ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკაა, რომელიც არა მხოლოდ სხეულს, არამედ გონებასაც ეხმარება დამშვიდებაში.🌿

კვლევები აჩვენებს, რომ იოგა:
• ამცირებს კორტიზოლის დონეს — ჰორმონს, რომელიც სტრესის დროს გამოიყოფა
• ღრმა და ნელი სუნთქვით ამშვიდებს ნერვულ სისტემას
• ეხმარება სხეულს დაგროვილი დაძაბულობის შემცირებაში
ამიტომ იოგა მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში არ არის —
ის არის პრაქტიკა, რომელიც ხელს უწყობს სხეულისა და გონების ბალანსს. 🧘‍♀️

ხანდახან რამდენიმე წუთი მშვიდი მოძრაობა და სუნთქვა საკმარისია, რომ სხეული და გონება დამშვიდდეს.✨

რას ნიშნავს Asana?✨იოგაში Asana არის პოზა — მდგომარეობა, სადაც სხეული სტაბილურია და გონება მშვიდისანსკრიტში ასანა სიტყვა...
03/03/2026

რას ნიშნავს Asana?✨

იოგაში Asana არის პოზა — მდგომარეობა, სადაც სხეული სტაბილურია და გონება მშვიდი

სანსკრიტში ასანა სიტყვა ნიშნავს „მყარ და კომფორტულ პოზიციას“🧘‍♀️

Address

Online Business
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Asana Set • ასანა სეტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share