დინამო თბილისის საკალათბურთო სკოლა • Dinamo Tbilisi Basketball School

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • დინამო თბილისის საკალათბურთო სკოლა • Dinamo Tbilisi Basketball School

დინამო თბილისის საკალათბურთო სკოლა • Dinamo Tbilisi Basketball School 🔵 დინამო თბილისის საკალათბურთო სკოლა ⚪️

23/05/2026

მივა თუ არა სიტყვა ბოლომდე? 🤔😄

დღეს ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი, ლევან მოსეშვილი 86 წლის გახდებოდა. ბატონი ლევანი, როგორც კალათბურთელი, წლების გა...
23/05/2026

დღეს ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი, ლევან მოსეშვილი 86 წლის გახდებოდა.
ბატონი ლევანი, როგორც კალათბურთელი, წლების განმავლობაში იცავდა თბილისის “დინამოს” ღირსებას და გუნდის ოქროს ხანაში არაერთ ტიტულსაც დაეუფლა, ხოლო კარიერის დასრულების შემდეგ, მწვრთნელის რანგშიც, უამრავი წარმატება მოუტანა თბილისურ გუნდს. ფასდაუდებელია მისი ამაგი როგორც ჩვენი გუნდისთვის, ისე სრულიად საქართველოს კალათბურთისთვის.
რთულია, როცა ასეთი ადამიანები ჩვენს გვერდით აღარ არიან. თბილისის “დინამო” პატივს მიაგებს ლევან მოსეშვილის უდიდეს ღვაწლს ქართული კალათბურთის განვითარებაში.

მწუხარებით გამცნობთ, რომ გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი, ზურაბ გრძელიძე. ბატონი ზურაბის ღვაწლი ქართული კა...
22/05/2026

მწუხარებით გამცნობთ, რომ გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი, ზურაბ გრძელიძე. ბატონი ზურაბის ღვაწლი ქართული კალათბურთისთვის ფასდაუდებელია.
როგორც მოთამაშე, იგი წლების განმავლობაში იცავდა თბილისის “დინამოს” ღირსებას და გუნდთან ერთად არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული, ხოლო ინდივიდუალურად დასახელებული იყო ევროპის სიმბოლურ ხუთეულში. კარიერის დასრულების შემდეგ ბატონი ზურაბი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრი იყო და სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე ღირსეულად ემსახურა ქართულ კალათბურთს. მისი გარდაცვალება უდიდესი ტკივილია თითოეული ჩვენგანისთვის.
თბილისის “დინამოს” სახელით ვუსამძიმრებთ ბატონი ზურას ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს და ვუსურვებთ მხნეობას ამ რთულ პერიოდში.

💪 16 წლამდელთა ბ ლიგის მომდევნო ტური დინამომ დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა და ჯეო ქინგსს ანგარიშით 95-66 სძლია!⛹️‍♂️...
15/05/2026

💪 16 წლამდელთა ბ ლიგის მომდევნო ტური დინამომ დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა და ჯეო ქინგსს ანგარიშით 95-66 სძლია!

⛹️‍♂️ ჩვენი გუნდიდან გამორჩეული თამაში ჰქონდათ თორნიკე ქიტიაშვილს, თემო მერაბიშვილსა და ზუკა საკანდელიძეს.

🔥 თორნიკე ქიტიაშვილმა 39 ქულა, 6 მოხსნა და 4 ასისტი დააგროვა, თემო მერაბიშვილმა გუნდს 29 ქულა, 6 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოუტანა, ხოლო ზუკა საკანდელიძის ანგარიშზე 18 ქულა, 9 შედეგიანი გადაცემა და 6 მოხსნაა!

13/05/2026

🤗 დღეს ყველაზე პატარა დინამოელებს გაგაცნობთ 🐣

10/05/2026

🫯 რა ხდება, როცა მწვრთნელს მოთამაშე ეჯიბრება?!

📅 3 მაისს ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართა 16 წლამდელთა ა ლიგის მორიგი ტური, სადაც დინამომ მასპინძელ აჭარის ნაკრებს და...
04/05/2026

📅 3 მაისს ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართა 16 წლამდელთა ა ლიგის მორიგი ტური, სადაც დინამომ მასპინძელ აჭარის ნაკრებს დამაჯერებლად, ანგარიშით 75-54 სძლია.

💪 მატჩის საუკეთესო მოთამაშეები თემო მერაბიშვილი და ნიკოლოზ მულაძე გახდნენ.

🔥 კაპიტანმა გუნდს 21 ქულა, 9 მოხსნა და 9 ჩაჭრა შესძინა, ხოლო მულაძის ანგარიშზე 20 ქულა, 9 მოხსნა და 8 ჩაჭრაა.

🫡 წარმატებას ვუსურვებთ გუნდს მომდევნო მატჩში!

03/05/2026

თქვენი აზრით ვინ გაიმარჯვა? 🤔

⛹️‍♂️ საკალათბურთო კლუბ დინამო თბილისის 18 წლამდელთა გუნდმა 28 აპრილს მორიგი შეხვედრა გამართა.💥 ჩინებული თამაში ჰქონდა დ...
30/04/2026

⛹️‍♂️ საკალათბურთო კლუბ დინამო თბილისის 18 წლამდელთა გუნდმა 28 აპრილს მორიგი შეხვედრა გამართა.

💥 ჩინებული თამაში ჰქონდა დავით მეურმიშვილს, რომელმაც “მართვეს” წინააღმდეგ - 13 ქულა, 9 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 8 ჩაჭრა დააგროვა.

💪 MVP!

ქრისტე აღსდგა! საკალათბურთო სკოლა დინამო თბილისი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 💙🤍
12/04/2026

ქრისტე აღსდგა!
საკალათბურთო სკოლა დინამო თბილისი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 💙🤍

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დინამო თბილისის საკალათბურთო სკოლა • Dinamo Tbilisi Basketball School posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to დინამო თბილისის საკალათბურთო სკოლა • Dinamo Tbilisi Basketball School:

Shortcuts

Share

Category