12/04/2022
მოგეხსენებათ განკითხვის საკითხი რჩება, ის ფაქტორი რომ წარმატებულ სპორტსმენს ჯერ "ბრაკავენ", შემდგომ "ზღუდავენ", შემდგომაც დიდების ევროპის მერე, სადაც მე-3 ადგილი ფედერაციისთვის არაფერია... თვითონ კი იღებენ იმ პრემიის თანხის მეორედს. ფაქტობრივად ფედერაციისათვის არაფერს წარმოადგენს, ადამიანის შესაძლებლობის განვითარებას. წლები წვალობ შედეგზე გახვიდე, დაწყებული პირველი ევროპის ჩემპიონატიდან, რომელიც 2015წელს გაიმართა აპრილის თვეში, შემდგომ მიყვა 23 წლიანების ევროპა, მსოფლიო ჩემპიონატი, საქართველოს ტურნირები, კახი კახიაშვილის ტურნირები, მსოფლიო თასი, ბელგიის ვიცე ჩემპიონობა, ლუსქემბურგის ჩემპიონობა, სხვა საქალაქთაშორისო ტურნირებში ასპარეზობა წარმატებით, სადაც სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლები გაკვირდებიან, 2018 წლის ევროპის ჩემპიონატი ყველაზე წარმატებული გამოდგა, მქონდა მიღებული უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება, წინასწარი შედეგებით B Group-ში ავღმოჩნდი, ფედერაცია ჩემგან შედეგებს არ მოელოდა, მარა მე მოველოდი... ნამდვილად შედეგიანი წელი იყო. (ერთხელაც ნაკრების მწვრთნელი მეუბნება რომ დაღლა რატომ არ იცი? - საქმე მიყვარს რომელსაც ჩაჭიდებული ვარ და დაღლა კი არა და სიამოვნების შეგრძნებაა იმას რასაც ვაკეთებ... მე ვარჯიშებზე დავიღალო? არასდროს არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა, პირიქით სულ დამატებით ვვარჯიშობდი, ტექნიკა იქნებოდა თუ რა, რაც ფსიქოლოგიური მოტივაციის დიდ შემართებას მაძლევდა).
ჩემთვის ერთგვარი challenge გამოდგა ამ სპორტში მოღვაწეობა, გამოცდილებას ვუზიარებ ბავშვებს, მოზარდებს, თანატოლებსაც, მოტივაციას ვუქმნი...
ამ სპორტში ყველაზე დიდი ხანი 5-7წელში აღწევენ წარმატებას როგორც ტრენერები ამბობენ, მარა ჩემი შემთხვევა და ჩემი შემართებით უმოკლეს პერიოდში შედეგი რომ დავაფიქსირე, მათთვის ნამდვილად რთულად აღსაქმელი იყო. მიუხედავად დიდი ტრანვებისა, სადღაც მთლიანად 2წელი გამიცდა ვარჯიშები, მაინც ვარჯიშობდი ისე რომ აქტიური თუ პასიური ვარჯიში ყოფილიყო ტრანვებისა ფონზე.
როგორი აღსაქმელია სპორტსმენის პროგრესი, როდესაც მას არ აქვს ფედერაციიდან ხელშეწყობა, არ აქვს დაფასება, ყოველთვის ერთი სიტყვით რაც მჭირდებოდა იმაში არ მეხმარებოდნენ, როდესაც თვითონ გაგანია შეკრებაზე ჰყავდათ ხალხი წაყვანილი, ყველა სპორტსმენი სათანადოდ უნდა ფასდებოდნენ, არ შეიძლება გამოყოფა!!.
მქონდა 400ლარი მოხსნეს, რა უნდა ელაპარაკო ამათ, რომ ვიკითხე რატომ არის მოხსნილი სტიპენდიის სია არ არის მუდმივმოქმედი, ის იცვლება ყოველი წლის დასაწყისში და დამოკიდებულია სპორტსმენის მიერ მოპოვებულ შედეგებზე (ბოლო წლებში), აღმასკომის მიერ წელს სიის განხილვისას შევიდა ცვლილებები... კითხვა ასეთია ფედერაციიდან რატომ არ გამოიყოფოდა ის ხელფასები რაც თვითონ ფედერაციიდან უნდა ყოფილიყო და არა ოლიმპიური კომიტეტიდან. სამწუხაროდ სპორტსმენის შესაძლებლობის ფასი არ იციან!!!