IFMA Georgia

IFMA Georgia საქართველოს ტაილანდური კრივის ეროვნული ფედერაცია - Georgian Thai Boxing National Federation

24/09/2026

ა(ა)იპ საქართველოს ტაილანდური კრივის ეროვნული ფედერაციის განცხადება

ა(ა)იპ საქართველოს ტაილანდური კრივის ეროვნული ფედერაციიის (ს/კ: 420018411) (შემდგომში - “ფედერაცია”) წესდების შესაბამისად, ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ქეცბაია გიწვევთ ფედერაციის ყრილობაზე (საერთო კრებაზე).

ყრილობის თარიღი: 11 ოქტომბერი, 2026წ.
დრო: 13:00
მისამართი: მიხეილ თამარაშვილის ქუჩა N15ა, თბილისი.

დღის წესრიგი:
1. ფედერაციის გენერალური მდივნის დანიშვნა;

2. გამგეობის წევრების დამტკიცება

3. ფედერაციის წესდების ცვლილება
ყრილობაში მონაწილეობა შეუძლიათ ფედერაციის წევრებს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტის მეშვეობით: [email protected]

თბილისი, 23 სექტემბერი, 2026წ.

პატივისცემით, ლევან ქეცბაია

საქართველოს ტაილანდური კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი

დიდი მიზნები წინ გველოდება! 🔥ევროპული თამაშებისთვის სალიცენზიო ტურნირების ჩამონათვალი.ახალი გამოწვევები, ახალი შესაძლებლ...
18/09/2026

დიდი მიზნები წინ გველოდება! 🔥

ევროპული თამაშებისთვის სალიცენზიო ტურნირების ჩამონათვალი.
ახალი გამოწვევები, ახალი შესაძლებლობები და კიდევ ერთი ნაბიჯი დიდი მიზნისკენ! 🏆

კიდევ ერთი ისტორიული მედალი ტაილანდური კრივის მსოფლიო ჩემპიონატიდან! 🥊 1-11 სექტემბერს კოსოვო, ქალაქ დეკანში, ტაილანდური...
10/09/2026

კიდევ ერთი ისტორიული მედალი ტაილანდური კრივის მსოფლიო ჩემპიონატიდან! 🥊

1-11 სექტემბერს კოსოვო, ქალაქ დეკანში, ტაილანდური კრივის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, სადაც საქართველო ერთი სპორტსმენით არის წარდგენილი. აღნიშნულ ჩემპიონატზე დუტა გაბელიამ (75 კგ წონით კატეგორიაში) საქართველოს სახელით შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა! 🥉✨

ჩხოროწყუელი სპორტსმენი დუტა გაბელია საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია. მასთან ერთად ტურნირზე იმყოფებოდა ეროვნული ნაკრებისა და ჩხოროწყუს სპორტსკოლის მწვრთნელი, რომეო გაბლაია.

გულწრფელ მადლობას ვუხდით მხარდაჭერისა და თანადაფინანსებისთვის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტსა და მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ ჯუმბერ იზორიას.
გილოცავთ ამ დიდ წარმატებას და ველოდებით
ახალ მწვერვალებს!

✍️ საქართველოს ტაილანდური კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ქეცბაია და ფედერაციის გენერალური მდივანი დავით ქირია.

დღეს სტარტს აიღებს მსოფლიო ჩემპიონატი დიდებში, რომელიც დეჩანში, კოსოვოში იმართება.აღნიშნულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველ...
04/09/2026

დღეს სტარტს აიღებს მსოფლიო ჩემპიონატი დიდებში, რომელიც დეჩანში, კოსოვოში იმართება.

აღნიშნულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ერთი სპორტსმენით არის წარმოდგენილი:

დუტა გაბელია — 75 კგ.

წარმატებები საქართველოს 🇬🇪

17/08/2026
17/08/2026
European Muaythai elite league წარმატებები ჩვენ ბიჭებს.
28/07/2026

European Muaythai elite league

წარმატებები ჩვენ ბიჭებს.

29/06/2026

🇬🇪🇬🇪🔥❤️

სასკოლო და უფროსებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი ორი ვერცხლის მედლით დავასრულეთ 🇬🇪🥈🥈ვულოცავ ყველას ამ ისტორიულ შედეგს და მად...
25/06/2026

სასკოლო და უფროსებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი ორი ვერცხლის მედლით დავასრულეთ 🇬🇪🥈🥈

ვულოცავ ყველას ამ ისტორიულ შედეგს და მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, ვინც ამ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა! 🙏🇬🇪❤️

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when IFMA Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category