29/05/2026
☯️💃საბრძოლო ხელოვნება და ცეკვა ერთმანეთისგან განსხვავებული მიმართულებებია, თუმცა ორივეს ერთი საერთო საფუძველი აქვს — სხეულის სრულყოფილი ფლობა, დისციპლინა და მუდმივი განვითარება.
🧘♀️ამჯერად ჩვენს კლუბს სტუმრობდა Zarqua Dance Studio , რომელთა მოცეკვავეებისთვისაც ჩავატარეთ გაწელვებისა და სხეულის სწორად მომზადების მასტერკლასი.
☯️💃 მსგავსი გამოცდილებები მოცეკვავეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან:
✅️ აუმჯობესებს სხეულის მოქნილობასა და გამძლეობას
✅️ ეხმარება მოძრაობის სიზუსტესა და კონტროლს
✅️ ამცირებს ტრავმის რისკს
✅️ ავითარებს დისციპლინასა და სხეულის ცნობიერებას
🧘♀️☯️მასტერკლასის განმავლობაში მონაწილეებმა შეისწავლეს სწორი გაწელვის მეთოდები, სხეულის მომზადების ეტაპები და ის ტექნიკები, რომლებიც ხელს უწყობს მოქნილობის, გამძლეობისა და მოძრაობის ხარისხის გაუმჯობესებას.
❤️🧘♀️☯️ მადლობა Megi Zarqua -ს სტუმრობისთვის და ინტერესისთთვის. გვიხარია, რომ გვქონდა შესაძლებლობა გაგვეზიარებინა ჩვენი გამოცდილება და ცოდნა ახალგაზრდა მოცეკვავეებისთვის