კომლი - ახალი ქართული სახლი
თანამედროვე საქართველოში ბოლო ისტორიული მოვლენების შედეგად შეიქმნა სწორედ ის პირობები რომლებიც განაპირობებენ ქართული ყოფითი და მსოფლმხედველობრივი თვითგამორკვევის და თვითიდენტიფიკაციის აუცილებლობას. ასეთი რეალობა საქართველოში იმპერიების ბატონობის დასასრულისას იქმნებოდა. ქართული კულტურა ყოველ ჯერზე მოცემული ისტორიული პერიოდისათვის დამახასიათებელ ნაყოფს გამოიღებდა ხოლმე.
ასეთი ნაყოფებისთვის დამახასიათებელია ორი რამ, ერთი თვითმყოფადი ქართული ელემენტი, რომელიც კულტურამ შეინარჩუნა და გადაგვარებისაგან დაიცვა იმპერიული უზურპაციის პერიოდში და მეორე არაქართული, მაგრამ უკვე ჩვენი კულტურის მიერ გათავისებული სიახლეები, რომლებიც იმპერიამ მის მიერ ჩადენილ სიავეთა მიუხედავად ქვეყანას სასიკეთოდ დაუტოვა. ამ ფაქტების გათვალისწინებით ქართულ რეალობაში დადგა ახალი საცხოვრებელი სახლის_ თანამედროვე მოთხოვნებზე მოპასუხე, ტრადიციულ ხუროთმოძღვრებაზე დაფუძნებული ახალი ქართული სახლის შექმნის იდეა, რომელსაც ჩვენ კომლის სახით გთავაზობთ როგორც ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტს.