06/10/2026
რა მოვიფიქრო და დავწერო ამ ბიჭზე, რომ საკმარისი იყოს?! 🥺❤️
ალბათ, მე ვერასდროს გადმოვცემ დანის იმ მხარეს, რაც სინამდვილეში არის…
როგორ შეიძლება 9-10 წლის ბავშვი ასეთი ადამიანი იყოს?! 🥺
ასეთი თბილი, მოსიყვარულე, ყურადღებიანი და გულწრფელი…
დანი ცხოვრებას უკვე ახლა უგებს, არა ტიტულებით, არა გოლებით და არა იმით, ვინ სად ითამაშებს…
უგებს თავისი ადამიანობით, სითბოთი და იმ სიყვარულით, რომელსაც ყველას ასე გულწრფელად უნაწილებს. ❤️
ყველას რომ უყვარს….
რომ დაგინახავს,აუცილებლად მოვა, ჩაგეხუტება, გაგიღიმებს და იმ წამს გაგრძნობინებს, რომ დიდი ხანია გიცნობს❤️❤️❤️
მადლობა იმ ადამიანს, ვინც ეს ბიჭი ჩვენთან გამოუშვა 🙌🏻❤️
მადლობა, რომ მისი გაცნობის და ამ საოცარი ბავშვის გვერდით ყოფნის შესაძლებლობა მოგვცა.
ყველაზე პატარა დიდი ადამიანი… 🥹❤️
დანი, ჩემო მაგარო ბიჭო, მხოლოდ ერთი რამ მინდა გისურვო,
დარჩი ზუსტად ასეთი ადამიანი!
ასეთი კეთილი, თბილი, მოსიყვარულე და გულით დიდი❤️
დანარჩენი ყველაფერი…
აუცილებლად მოვა ❤️
⚽️