02/09/2026
🎣🪶 მორმიშინგი — ყველაზე ფაქიზი და შედეგიანი მიმართულება სპინინგში! 🐟
🎏ბოლო წლებში მორმიშინგმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, რადგან ხშირად სწორედ ეს მეთოდი მუშაობს მაშინ, როდესაც სხვა სატყუარებზე თევზი საერთოდ არ რეაგირებს. თუ ქორჭილა, თეთრულა, კარჩხანა ან შამაია პასიურია, მორმიშინგი ხშირად ერთადერთი გამოსავალია 🔥
🔹 რა არის მორმიშინგი?
მორმიშინგი არის ულტრამსუბუქი სპინინგით თევზაობა, სადაც გამოიყენება ძალიან პატარა ტყვია ან ვოლფრამი (0.2-2 გრამი) და მინიატურული სილიკონის სატყუარები. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სატყუარა მაქსიმალურად ჰგავდეს წყალში არსებულ ბუნებრივ საკვებს — მწერის ლარვას, კიბოსნაირს ან პატარა თევზს🦂
🎣 აღჭურვილობა
✅ ჯოხი • სიგრძე: 1.8 – 2.4 მ
ტესტი: 0.2-3 გ •
წყობა: Fast ან Extra Fast • რაც უფრო მგრძნობიარეა წვერი, მით უკეთესია.
✅ კოჭა • ზომა: 1000 – 2000 • მსუბუქი და რბილი სვლის მქონე
✅ წნული • PE 0.2 – 0.3 • დაახლოებით 0.04 – 0.08 მმ
✅ ფლუოროკარბონი • 0.10 – 0.16 მმ • სიგრძე 50-80 სმ
✅ ნემსკავის ზომა • 10 - 12 - 14, წვრილი მავთული
⚖️ ტყვია თუ ვოლფრამი?
🥇 უპირატესობა ვოლფრამს!
✔️ იგივე წონაზე უფრო პატარაა
✔️ უკეთ გადმოსცემს ფსკერის სტრუქტურას
✔️ უკეთესად იგრძნობა კონტაქტი
✔️ სწრაფად იძირება
ტყვიაც მუშაობს, მაგრამ თუ შესაძლებლობა გაქვთ, ვოლფრამი აშკარად უკეთესი არჩევანია✅
⚖️ რომელი წონა გამოვიყენოთ?
🔸 0.2 – 0.4 გ — შტილში და ზედაპირულ წყალში
🔸 0.5 – 0.8 გ — უნივერსალური ვარიანტი
🔸 1 – 1.5 გ — ქარში ან შედარებით სიღრმეში
🔸 2 გრამამდე — როცა დისტანცია ან სიღრმე იზრდება
უმეტეს შემთხვევაში საუკეთესო შედეგს 0.4-0.8 გრამი იძლევა✅
🪱 საუკეთესო სილიკონები
📏 ზომა: • 0.5 – 1.5 ინჩი
ფორმები:
✅ Worm (ჭია)
✅ Larva (ლარვა)
✅ Nymph (ნიმფა)
✅ Micro Slug
✅ Micro Creature
🌈ფერები:
☀️ გამჭვირვალე წყალში: • მატორკა(Motor oil) • ყავისფერი • მუქი მწვანე • შავი
☁️ მღვრიე წყალში: • სალათი • ვარდისფერი • ნარინჯისფერი • თეთრი
ხშირად ყველაზე შედეგიანი უბრალო შავი ან მოტოროილის ფერია 🎯
🐟 სამიზნე თევზები
🔥 ქორჭილა 🔥 თეთრულა 🔥 კარჩხანა 🔥 შამაია
ასევე ხშირად იჭერენ: • ჭანარს • მურწას • წვერას • კალმახს.
მორმიშინგის ხიბლიც სწორედ ეს არის — არასოდეს იცი, შემდეგი კონტაქტი რომელი თევზის იქნება🐟
🎣 გატარების ტექნიკა
1️⃣ ძალიან ნელი ამოყვანა
2️⃣ წვერის მსუბუქი ვიბრაცია
3️⃣ 2-3 ბრუნი + პაუზა
4️⃣ ფსკერზე ნელა გატარება
5️⃣ მცირე შეხტომები და გაჩერებები
ყველაზე მეტი კონტაქტი მოდის პაუზის დროს ან მაშინ, როცა სატყუარა თითქმის უძრავია ⏳
📅 როდის მუშაობს ყველაზე კარგად?
🌱 გაზაფხული
☀️ ზაფხული
🍂 შემოდგომა
❄️ ზამთარი
განსაკუთრებით ეფექტურია:
✔️ როდესაც თევზი პასიურია
✔️ მაღალი პრესინგის წყალსატევებზე
✔️ სიცხეში
✔️ ცივი წყლის პერიოდში
✔️ მაშინ, როცა დიდი სატყუარები შედეგს აღარ იძლევა
💡 მორმიშინგის მთავარი საიდუმლო
დამწყებების ყველაზე ხშირი შეცდომაა ზედმეტად აქტიური თამაში ❌
მორმიშინგში ხშირად იმარჯვებს არა ის, ვინც მეტ მოძრაობას აკეთებს, არამედ ის, ვინც უფრო ნელა და ფაქიზად მუშაობს 🎣
ხშირად სატყუარის ძალიან ნელი რხევა უფრო ეფექტურია, ვიდრე დიდი ამპლიტუდის თამაში📈
🎯 დაიმახსოვრეთ: "თუ მიკროჯიგი ვერ მუშაობს — სცადეთ მორმიშინგი. თუ მორმიშინგიც ვერ მუშაობს — ალბათ იმ დღეს თევზიც ისვენებს!" 😄🎣🐟