Sport Hub • სპორტ ჰაბი

Sport Hub • სპორტ ჰაბი ყველაფერი სპორტის შესახებ

პრესტიჟული ფრანგული გამოცემა ეკიპი საკუთარ მთავარ გვერდზე კვარაცხელიას ფოტოს აქვეყნებს წარწერით კანდიდატი.... ვრცელ სტატ...
02/08/2026

პრესტიჟული ფრანგული გამოცემა ეკიპი საკუთარ მთავარ გვერდზე კვარაცხელიას ფოტოს აქვეყნებს წარწერით კანდიდატი.... ვრცელ სტატიაში კი ნათქვამია, რომ ქართველი ამ პრესტიჟული ჯილდოს მოგების უმთავრესი პრეტედენტია, მითუმეტეს, მას შემდეგ რაც განსაკუთრებული მსოფლიო ჩემპიონატი არც კვარაცხელიას კონკურენტებს ჰქონდია...
მოგეხსენებათ ოქროს ბურთის დაჯილდოებას ფრანს ფუტბოლი ატარებს, თუმცა უკვე დიდი ხანია ეს გამოცემა ეკიპის ჰოლდინგში შედის სადაც ამ უკანასკნელს უფრო წამყვანი ადგილი უკავია...

30/07/2026

ლივერპილი წინასასეზონო შეკრებას აშშ-ში გადის. იანკის სტადიონზე მათი თამაშის სანახავად 54 ათასი გულშემატკივარი მივიდა. მათ შორის იყო 8 წლის ანდრია მჭედლიშვილიც...მატჩის შემდგომ გიორგი მამარდაშვილმა უამრავ ბავშვს შორის თანამემამულე გამოარჩია და ყველაზე დიდი საჩუქარიც გაუკეთა. ლივერპილმა უელსის რექსენი 1:0 დაამარცხა. მამარდაშვილმა შეხვედრა სასტარტოში დაიწყო და 76-ე წუთზე შეცვალეს. ⚽️

სიტყვები ზედმეტია...არ ვიცით რა დავარქვათ ამ  მარცხს და რაც მთავარია შედეგს...დინამოსთვის ევროსეზონი დასრულდა...🥹🥹🥹
30/07/2026

სიტყვები ზედმეტია...არ ვიცით რა დავარქვათ ამ მარცხს და რაც მთავარია შედეგს...დინამოსთვის ევროსეზონი დასრულდა...🥹🥹🥹

საქართველოს ჩემპიონმა სტუმრად ბრატისლავაში ადგილობრივ სლოვანთან ფრედ 1:1 ითამაშა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშ...
29/07/2026

საქართველოს ჩემპიონმა სტუმრად ბრატისლავაში ადგილობრივ სლოვანთან ფრედ 1:1 ითამაშა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა. იბერია ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს.

25/07/2026

ნიკოლოზ ჩიქოვანის ეფექტური გოლი. ვოტფორდის ქართველმა ახალწვეულმა ვოტფორდის შემადგენლობაში ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა და ეფექტური გოლიც გაიტანა. მესამე ბუნდესლიგის როსტოკთან ქართველი თამაშში 86-ე წუთზე ჩაერთო და 5 წუთში ძლიერი დარტყმით საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა. 💪✌️

25/07/2026

ჟორჟი იწყებს...
ვილიარეალი სეზონის მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით ფაზაშია. გუნდმა ამხანაგური მატჩების ჩატარება დაიწყო და დღეს ნიდერლანდების პსვ ეინდხოვენი 3:1 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში ვილიარეალის ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ გახსნა. სოლო რეიდი ზუსტი დარტყმით დაასრულა. 💪

მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიცია.ეს ნაბიჯი მარტივი არ ყოფი...
24/07/2026

მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიცია.

ეს ნაბიჯი მარტივი არ ყოფილა, თუმცა ვიგრძენი, რომ იმ საქმისადმი, რომელსაც წლების განმავლობაში სრული პასუხისმგებლობითა და ერთგულებით ვემსახურებოდი, საჭირო მოტივაცია აღარ მაქვს.

მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩემს თითოეულ ძიუდოისტს, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვიბრძოდი. ერთად გადავიტანეთ გამარჯვების სიხარული და მარცხის სიმძიმე, ერთად მოვიპოვეთ მედლები და არაერთხელ ავაფრიალეთ საქართველოს დროშა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ტატამებზე. ეს მოგონებები და მიღწევები ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული სიამაყის საგანი იქნება.

განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ჩვენს ერთგულ გულშემატკივარს, რომლის მხარდაჭერას ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში ვგრძნობდით.

სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე მომავალში, ყოველთვის დავრჩები საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ გულშემატკივრად!

ცხოვრებაში ყველა დასასრულს ახალი დასაწყისი მოჰყვება. დღეს ვასრულებ ჩემს საქმიანობას ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კვლავ მექნება შესაძლებლობა, ქართული ძიუდოს განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო.

— ლაშა გუჯეჯიანი

პირველ ტაიმში კარგად დაწყებული საქმე დინამომ ბოლომდე მიიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ნახევარში მეტოქის კარის აღება...
23/07/2026

პირველ ტაიმში კარგად დაწყებული საქმე დინამომ ბოლომდე მიიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ნახევარში მეტოქის კარის აღება ვეღარ მოხერხდა, დინამოელებმა საკუთარი კარიც მშრალად შეინახეს და ვილნიუსში სერიოზული სამბურთიანი ფორით გაემგზავრრებიან... წარმატების შემთხვევაში კონფერენს ლიგის მესამე ეტაპზე კი დინამოელები ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის პაფოსისა და ხორვატიის ჰაიდუკის წყვილში დამარცხებულს შეხვდებიან. ეს მატჩები 6 და 13 აგვისტოს გაიმართება. მანამდე კი ვილნიუსური მატჩი გვაქვს სათამაშო
📸 გიორგი მუმლაძე

ბოლო პერიოდის საუკეთესო პირველი ტაიმი ევროსარბიელზე. დინამო ლიეტუვის ჟალგირისს 3:0 ამარცხებს. დინამოელები ამას საკმაოდ ს...
23/07/2026

ბოლო პერიოდის საუკეთესო პირველი ტაიმი ევროსარბიელზე. დინამო ლიეტუვის ჟალგირისს 3:0 ამარცხებს. დინამოელები ამას საკმაოდ სანახაობრივი ფეხხბურთით აკეთებენ. სასტარტო შემადგენლობაშია თორნიკე კვარაცხელია, რომელმაც გუნდის თამაშს მეტი ფანტაზია და იმპროვიზაცია შემატა... წინ 45 წუთია!!!

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის დილა საკუთარ მოედანზე კვიპროსის აპოლონთან 0:4 დამარცხდა. სამწუხაროდ ას...
23/07/2026

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის დილა საკუთარ მოედანზე კვიპროსის აპოლონთან 0:4 დამარცხდა. სამწუხაროდ ასეთი მძიმე მარცხის შემდეგ საპასუხო შეხვედრაში გორელთა შანსები მიზერული იქნება და კიდევ ერთი ქართული კლუბი გამოეთიშება ევროასპარეზს საკვალიფიკაციო რაუნდში...

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Sport Hub • სპორტ ჰაბი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category